გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ტბორში ვიბანავე, მზეს ვეფიცხებოდი. რა საამურია მზის სხივები, მათბობენ, მეალერსებიან, მზე მათ უხვად მიგზავნის. თუმცა უკვე კარგად ვიცი, ცხარე ხასიათი აქვთ მზის სხივებს (სამოთხის ბაღში ყოველივეს თავისი ხასიათი აქვს). თუ ზედმეტი მოგივიდა, კანს წითლად აგიფორეჯებენ, თავის სიმხურვალეს მწვავედ გაგრძნობინებენ. ასეთ დროს ჩრდილს შევეფარები ხოლმე.
ახლა ჩრდილი არაფრად მჭირდება, სულ მთლად სველი ვარ. მზე დასალიერისკენ მიემართება და ეს სრულებით არ მომწონს.
- მინდა სულ მუდამ ჩემთან იყო, მზეო, - ვეუბნები. პასუხად მზე გულიანად იცინის და სხვას არას ამბობს.
- განა მზეს ოდესმე დავიწყებიხარ? - მესმის ვიღაცის ჩუმი ხმა. მოვიხედე, ჩემს გვერდით გველი იზლაზნება. ესეც მისი ხასიათი, ვერ გაიგებ, როდის მოსრიალდება უჩუმრად.
- მზე მალე ჩავა, მე კი გათბობა მინდა.
- დილით ისევ დაიბადება, - ამბობს გველი.
თვალები ფართოდ გავაღე, აი კიდევ ახალი სიტყვა.
- რა დაიბადება?
- მზე.
- ეს იგივეა, რაც მზის ამოსვლა?
- თითქმის...
მშვენიერი სიტყვაა, თან ძალიან მოუხდა მზეს. დილით დაიბადება, საღამოთი ისევ მიიმალება ორი მზის ტბორში, თითქოს მის წიაღში დაიბუდაო.
- მე მინდა, მზე ჩამისახლდეს სხეულში, - ვამბობ ხმამაღლა შემცივნებული, იქნებ მზემაც გაიგონოს.
- რად გინდა? - მეკითხება გველი აშკარა ცნობისმოყვარეობით.
- მაშინ მზე სულ ჩემთან იქნება.
გველი ერთხანს ჩუმადაა, მერე ზანტად მპასუხობს.
- არც ისე ადვილია, მზე იტვირთო სხეულით.
- მზე ისეთი ალერსიანია... ვიცი, არაფრით დამამძიმებს.
- არაერთხელ გითქვამს, მზის სხივებს ცხარე ხასიათი აქვთო. რა იცი, იქნებ მზესაც აქვს თავისი ხასიათი, - ორჭოფულად მეუბნება გველი.
მე დავფიქრდი. როდესაც მზის სხივები მაგრძნობინებენ თავიანთ მხურვალებას, ჩრდილს ვეფარები ხოლმე. ალბათ მაშინაც შევძლებ თავის შეფარებას სადმე, თუ ჩემს სხეულში ჩასახლებულმა მზემ მაგრძნობინა თავისი ხასიათი. სამოთხის ბაღი დიდია...
უცბად ცაზე სავსე მთვარე დავინახე, მზის ჩასვლას ელოდა, რათა ციური ტახტი დაეკავებინა. რა ნაზი, რა ლმობიერი იერი ჰქონდა.
იქნებ მთვარემ დამიფაროს მზის ცხარე ხასიათისგან, გავივლე გულში. ის ხომ მართლაცდა ჩრდილივით მუდამ თან დაჰყვება მზეს, სახე თითქოს ჩრდილებით აქვს მოხატული, მუქი ლაქები ატყვია. როცა მზეს მიუახლოვდება, მაშინ ხომ სულ მთლად ჩრდილისფერია.
აღარ დამიხანებია, მაშინვე ვაცნობე მთვარეს ჩემი გულისნადები;.
- შენ მომიჩრდილე, მთვარეო, მზის მხურვალებისგან, როდესაც იგი ჩემს სხეულში ჩასახლდება.
მთვარეს არაფერი უთქვამს პასუხად, ჩრდილებით ნახატი თვალები მილულა, ასეთნაირად მანიშნა თანხმობა.
- ეს კარგად მოიფიქრე, - შემაქო გველმა, - მთვარე მოალმობიერებს მზის მხურვალებას, ჭეშმარიტად შესწევს მაგის ძალა.
მაფშალიას ხმა ჩამომესმა, ჩემს სახელს იმეორებდა. მაშინვე სმენად ვიქეცი. ყველა მეხმიანება, როცა სამოთხის ბაღში დავსეირნობ, მაფშალია შეუდარებელია მათ შორის. ჩემი სახელი ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მომწონს, როდესაც მაფშალია მეძახის.
- ევა, ევა! - კვლავ შემომძახა მაფშალიამ თავისი ტკბილი ხმით, შეიფრთხიალა ჰაერში და გაფრინდა.
- უფლის ხმას ჰგავს, - ჩამესმა სულ ახლოდან. მოვიხედე, ჩემს გვერდით გველს კისერი მოუღერებია. ჩანს, ისიც უსმენს მაფშალიას.
გველის სიტყვებმა დამაფიქრა. ვცდილობ გავიხსენო, ოდესმე თუ გამიგონია ასეთი ხმა სამოთხის ბაღში მაფშალიას გარდა სხვა ვინმესგან. შუბლიც კი მოვისრისე, ვერ გავიხსენე ვერცერთი ხმა, მაფშალიას რომ ჰგვანებოდა.
- უფალი თუ მეძახდა, როგორც მაფშალია მეძახის? - მივუბრუნდი გველს.
- ყველაზე პირველად სწორედ მან დაგიძახა ევა.
- ქარზე უფრო ადრე? - ვეკითხები.
- ბევრად უფრო ადრე...
ამან კიდევ უფრო გამაოცა, ეს მგონი რაღაც ახალი ქარაგმა უნდა იყოს.
ამასთან ერთად, სამოთხის ჩიტის სიტყვებიც გამახსენდა; ჩემი გაშლილი ფრთები ხელებზე გეფინა, სანამ უფალი მათ აფერადებდაო.
- კიდევ მითხარი რაიმე უფლის შესახებ, - ვთხოვე გველს, ქარაგმების დიდოსტატს.
- უფალი გარწევდა ქარზე ადრე, მოალერსე ხელებით სათუთად გეფერებოდა. უფალი გათბობდა თავისი სუნთქვით, სანამ მზის სხივები შენსკენ გზას გამოიკვლევდნენ.
ძალიან საინტერესო მეჩვენება გველის ქარაგმული სიტყვები. მგონი მართლა დამავიწყდა რაღაც, მეტად მშვენიერი და სანუკვარი. არანაკლებ მშვენიერი, ვიდრე მაფშალიას გალობაა.
- უნდა გავიხსენო ეს ყველაფერი, რასაც შენ მეუბნები, - ვეუბნები გველს, - აკი გამახსენდა ამას წინათ, თუ სად დავტოვე ფარშევანგის ფრთა, თვითონვე რომ მაჩუქა და მეგონა დავკარგე.
უცბად პეპელამ ჩამოიფრინა. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ჭრელი... გავეკიდე, მაგრამ ვერა და ვერ დავიჭირე. როცა ისევ მივუბრუნდი გველს, თვალებდანისლული დამხვდა. ისევ თავის შორეულ მზეს ესაუბრებოდა.
ღრუბლები ჩამუქდნენ, დამძიმდნენ, მრისხანე იერი მიიღეს, თითქოს რაღაც საშიშარს აპირებენო.
მალე ელვა გაიკლაკნა, რასაც გრუხუნი მოჰყვა.
ყური მივუგდე, თითქოს რაღაც მეცნაურა...
ისევ გაიკლაკნა ელვა, ისევ დაიქუხა... და უცბად რატომღაც მაფშალიას ხმა გამახსენდა.
სმენად ქცეული ვდგევარ, ვაყურადებ ქუხილის ხმას, მთელ ცას რომ არყევს...
ნამდვილად ასეა, ეს ხმა რაღაცით ჰგავს მაფშალიას ხმას, მაგრამ რითი? რა შეიძლება იყოს მათ შორის საერთო? სად მაფშალიას გალობის ხმა, რომელიც გეალერსება, გატკბობს. საერთოდ გავიწყებს, თუ სადმე საშიშროება არსებობს, და სად ეს მრისხანე, მქისე გუგუნი, რაღაცის გამო რომ გტუქსავს და გემუქრება.
და მაინც ისინი ჰგვანან ერთმანეთს.
მე დავფიქრდი: როცა მაფშალია გალობს, უფლის ხმას ვუსმენ. მაფშალიას გალობა უფლის ხმის ზიარია, ასე თქვა გველმა.
ჭექა-ქუხილმა მაფშალიას გალობა გამახსენა, ალბათ მასშიაც ურევია უფლის ხმა. თუ რაიმე არის მათ შორის საერთო, ეს სწორედ უფლის ხმაა...
ორივე ამოდ მოსასმენია. ოღონდ სულ სხვადასხვანაირად. მე ორივე ძალიან მომწონს, დაუსრულებლად შემიძლია ვუსმინო ერთსაც და მეორესაც.
ნეტავი ამის შესახებ რაღას იტყოდა გველი?
მაგრამ გველი არსად ჩანს, ალბათ სადმე მიიმალა წვიმის მოლოდინში, მას ხომ მზის სხივები და სითბო უვარს...
ელვა კიდევ საოცარ ცეცხლოვან ქარაგმებს ხატავს ცაზე. თითქოს ისინიც ამოსაცნობად მიხმობენ გველის ტყავზე აღბეჭდილი ქარაგმების მსგავსად.
თუმცა ამისთვის აღარ მცხელა, წვიმამ წამოუშინა, სადმე უნდა შევაფარო თავი.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია