კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023

ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი, ქართველი თვითნასწავლი მხატვარი დაიბადა კახეთში, სოფელ მირზაანში 1862 წლის 5 (ან 17) მაისს. ფიროსმანს განსაკუთრებულს ხდის მისი უნიკალური ხელწერა მხატვრობაში, რაშიც იგულისხმება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ინდივიდუალური ფერთა პალიტრა, სივრცის–სიბრტყის გაგება და მის ნამუშევრებში არსებული „გრავიტაციის“ ფაქტორი. გარდა ამისა საყურადღებოა მისი გადმოცემის ლაკონურობა, ნახატები გამოირჩევა მინიმალიზმით, როგორც ფერების ასევე დეტალების მხრივ. ამის მიუხედავად, ფიროსმანი იდეალურად გვაჩვენებს მე–19 და მე–20 საუკუნეების საქართველოსთვის, მისი სხვადასხვა მხარისათვის დამახასიათებელ „ტიპაჟებს“ ზედმეტი დეტალური გადატვირთვის გარეშე, მინიმალური სახის ნაქვთების თუ ტანისსამოსის დამუშავებით. ფიროსმანის იმ ნახატებში, რომელზეც ქართული სუფრა, ლხინია ასახული კარგად ჩანს მისთვის დამახასიათებელი სიბრტყის და სივრცის აღქმა. მაგალითად სუფრა, ისევე როგორც მის გარშემო შემოკრებილი „მოქეიფეები“ სიბრტყულად არიან გამოხატული, თუმცა ფონში არსებული ბუნება ძალიან სივრცულია. ასევე გამორჩეულია ფიროსმანის მიერ შესრულებული სარეკლამო აბრები, რომელზეც ასახულია რესტორნის „დუქნის“ მენიუში არსებული, ქართული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები. ამ ტიპის ნამუშევრებში არ ჩანს მაგიდა ან კედელი, თუმცა აშკარა შესამჩნევი და საგრძნობია, რომ კერძების ნაწილი დევს ხოლო ნაწილი ჩამოკიდებულია. ბოლოს აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, როგორ მიგვანიშნებს ფიროსმანი თუ რა არის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ ნახატში, ვინ ან რა წარმოადგენს „მთავარი გმირს“. ამას მხატვარი სხვადასხვა ხერხით მიაღწევს, მაგალითად ზოგ შემთხვევებში  „მთავარი გმირი“ ზომით განსხვავდება სხვა, მეორეხარისხოვანი მონაწილეებისგან, ზოგჯერ კი დეტალებისმხრივ უფრო დახვეწილია. ნამუშევარში სადაც ღვინის ბოთლს ან დოქს ავტორი მეტი გულდასმით ამუშავებს, იქნება ეს ფერების, ზომის თუ შუქჩრდილების საშუალებით, ცხადია, რომ მთავარ როლს სწორედ ეს საგანი  თამაშობს. რადგან სხვა ნახატში იგივე ბოთლი, შესაძლოა მხოლოდ გაფერადებული კონტურის სახით იყოს მოწოდებული, რაც მის მეორეხარისხოვნებაზე მიუთითებს.

ახლა კი ფიროსმანის ერთ ერთი ნამუშევარის „კრწანისის“ განხილვაზე გადავალ, რომელიც რეფერატის ძირითად საკითხს წარმოადგენს. ნახატზე ასახულია ღია სივრცეში, ბუნებაში გაშლილი ქართული სუფრა, მასზე განლაგებულია მოქეიფეთა სიმეტრიული რაოდენობის ღვინის ბოთლები, ლავაში, თევზი და სხვა ქართული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები. სუფრის წინ ბალახზე განთავსებულია „ტიკი“ და დოქი. დიდი რაოდენობით წარმოდგენილი სასმელის, ღვინის ჭურჭელი მიგვითითებს, რომ ეს ქართული სუფრისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. სუფრის გარშემო ვხედავთ მოქეიფეებს, ფეხზე წამომდგარ თამადას, რომელიც ასევე მთავარ გმირად წარმოგვიდგება მისი ზომიდან გამომდინარე, რასაც საუკეთესოდ უსვამს ხაზს მის გვერდით მიმავალი „მიმტანი“ ახალგაზრდის ბევრად მომცრო აგებულება. ასეთი კონტრასტი გამოსახულების ზომებში გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ, რა სურდა მხატვარს, რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. სუფრის გვერდით, ოდნავ უკან სამი დამკვრელი დგას ფეხზე, რომლებიც სიმაღლით თითქმის უთანაბრდებიან მაგიდის გარშმო მსხდომებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მხატვარს ან მოქეიფეთა მნიშვნელობის გაზრდა სურდა ამ ხერხით ან უბრალოდ ნახატის კანონზომიერებისთვის და ჰარმონიული განლაგებისთვის ასე უკეთესად ჩათვალა. უნდა აღინიშნოს, რომ ფიროსმანი ლოგიკურ ზომებს, ფორმებს თუ განლაგებებს ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებს და მისთვის უფრო მნიშვნელოვანი სწორედ ნახატში არსებული ჰარმონიაა, მინიმალური გადაფარვებით, რომ არ მოხდეს რაიმეს დაჩრდილვა ან პირიქით გადამეტებულად წინ წამოწევა.  მოქეიფეები, სუფრა, მიმტანი და მუსიკოსები სიმეტრულად ავსებენ ნახატის ყველაზე წინა ნაწილს. შედარებით უფრო სიღრმეში, ვხედავთ მეორე მაგიდას, რომელზეც არაა გაშლილი თეთრი სუფრა, წინა მაგიდისგან განსხვავებით. ალბათ სწორი იქნება თუ ამას მინიშნებად მივიღებთ და ჩავთვლით, რომ ნახატში წინა მაგიდაა მნიშვნელოვანი, ხოლო უკან განთავსებული უბრალოდ ფონის ნაწილია მასთან მსხდომ მოქეიფეებთან ერთად, რომლებსაც არ ჩანს თუ უჭირავთ სასმისი. მაშინ, როცა წინა სუფრასთან მსხდომები ღვინოს ყანწიდან მიირთმევენ, განსაკუთრებით მკაფიო გამოსახულებით ყანწი თამადას, მის გვერდით და მაგიდის ბოლო კიდეში მჯდომებს უჭირავთ.

რაც შეეხება უფრო სიღმეში არსებულ ფონს, იქ ვხედავთ ეკლესიას, ცხენთან ჩაბმულ, ვიწრო გზაზე მიმავალ ეტლს მგზავრებით და მდინარეს, რომელიც უკიდურეს სიღრმეში გვერდითა კიდეებიდან ცენტრისკენ მიმავალ ტყეს უერთდება და მასში იკარგება.  შეიძლება ითქვას, რომ გზაც, მდინარეც და ტყეც, რომელსაც მკვეთრ მწვანე ფერთან ერთად ოქროსფერი ერევა უსასრულობისკენ, უსასრულოდ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ნახატში დღის პერიოდია, უკიდურეს ზედა ნაწილში გამოსახულია ღამის ცა, მთვარით და ღრუბლებით, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ლხინი გრძელდება დაღამებამდე ან გათენებამდე..  სუფრასთან მსხდომ მოქეიფეებს ერთმანეთისგან მინიმალურად განსხვავებული სახის ნაქვთები აქვთ, თუმცა ყოველ მათგანში ინდივიდუალური ხასიათი იკითხება. განსხვავებული, თუმცა აუცილებლად ქართული ხასიათი. ვფიქრობ ფიროსმანის ეს ნამუშევარი საუკეთესოდ ასახავს, როგორც ქართულ ბუნებას ასევე ქართველი კაცის, ადამიანის ბუნებასაც...

ნახვა: 12

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ილიაუნი, კოლოქვიუმი, კრწანისი, რეფერატი, ფიროსმანი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters