აუ ეხლა ძალიან მინდა ვაჟა–ფშაველას ხმელი წიფელი წამიკითხოს დედაჩემმა ძილის წინ... მემგონი გავრეკე... იცით აი გუშინ წინ სამსახუში ფარსმან სპარსის საუბარი მომენატრა ერთი სული მქონდა მოვსულიყავი სახლში... მოვედი თუ არა ავიღე დიდოსტატის მარჯვენა და თვალი გადავავლე ფარსმან სპარსის საუბრებს... ხო რჩევა მომცა გაბრაზებულიც ვიყავი და ესე მითხრა ნერვებს ნუ აიშლი ხო იცი ირიბად ნასროლი ქვა მიზანს ხვდებაო... მასწავლა....

   რითი არ გავს კაცის სიტყვა ბანგს?

   მხოლოდ იმას ათრობს თრიაქი ვისაც ასმევენ ხოლმე, მაგრამ სიტყვას ერთს ეტყვი და ხშირად ათასებს ეძგერება როგორც ირიბად გასროლილი ქვა.

   ქვაო? ვისა სმენია ირიბად გასროლილი ქვა?

   ჩემ ბალღობაში ცალიერი კოკების მსხვრევა დამჩემდა. ერთხელ, საჯინიბოს კედელის გასწვრივ დავამწკრივებდით ცალიერ კოკებს მე და ჩემი ტოლები. მერე მივსდგებოდით და კედელს დავუშენდით ქვას. უკუიქცეოდნენ შეტყორცნილი ქვები, განუკითხავდა ამსხვრევდნენ კოკებს..............................................

   მოგვისწრებდა განრისხებული გამზრდელი და დავიფიცებდით: არ გვისვრიაო ცალიერი კოკებისთვის ქვები.............................................. (ნუ მეფე გიორგი არ ვარ მარა :))))

   აი ჭავჭავაძის ლელთხუნიაც ძალიან მენატრება ხოლმე... ისე რამდენჯერ გამხსენებია სულელი პოდპორუჩიკიც  მგზავრის წერილებიდან აჰა  იზლერის ბაღს გვახარბებდი და რას ვერ მოესწრო შენი თვალები თქო..მე დავასკვენი იმდენად ვერ ვპოულობ ამ დედამიწაზე ჩემ ადგილს და იმდენად უცხოპლანეტელი ვარ ადამიანებში იმდენად რომ ყოველ დღე გულს სხვადასხვა წიგნის გმირებს ვუშლი... და რჩევებსაც ისინი მაძლევენ (კარგა ხანია წიგნი აღარ წამიკითხია თუ მეტროს არ ჩავთვლით)... მეფე ლირის კორდელია ჩემი გოგოა ის რჩევას არ მაძლევს მხოლოდ მხარში მიდგას და ჩვენ გვესმის ერთმანეთის... ეხლა რაღაცეები მაქ სასწავლი რამდენად ვისწავლი არ ვიცი მარა გადავიკითხავ მაინც.. და რომ დავიძინებ ძალიან მინდა წამიკითხოს დედიკომ ვაჟას რომელიმე მოთხრობა აი ... ყველაზე მეტად შვლის ნუკრის ნაამბობიი. ეს რა უცნაური ზნე დამჩემდა კაცო ამ 23 წლის გოგოს უფ.

ნახვა: 452

ტეგები: Qwelly, დიდოსტატი, ვაჟა, მარჯვენა, ფშაველა, წიფელი, ხმელი

didi darina: მარტი 12, 2013||3:37pm

kargi gogo xar xom ici

ლაშა: მარტი 12, 2013||9:56pm

კი, ვეთანხმები დარინას! და ვამატებ - ზააააააააან :)

mariami: მარტი 13, 2013||12:22am

madloba meti ra gitxraT...gavwiTldi,Shemrcxva da tavi davxare...))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters