გუშინ მთვარე ადგილს მოწყდა, ქვემოთკენ დაეშვა და გაუჩინარდა. ეს ძალიან დიდი დანაკარგია და ამის გახსენებაზე გული მეფლითება. მთელს არსებულ ჩუქურთმებსა და სამშვენისებს შორის ის ყველაზე ლამაზი და სრულქმნილია. უკეთ უნდა მიემაგრებინათ. ნეტავ შეიძლებოდეს მისი დაბრუნება...
ცხადია, ძნელი გასარკვევია, სად წავიდა მთვარე, და ვინც იპოვის, უთუოდ ეცდება, სადმე შორს გადამალოს. ამაში ეჭვიც არ მეპარებება, ვინაიდან მეც ასე მოვიქცეოდი. ვფიქრობ, ყველაფერი დანარჩენში შემიძლია პატიოსნების გამოვლენა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჩემი ბუნების ძირ-ფესვი სილამაზის ტრფიალი, მშვენიერებისადმი ლტოლვაა და ამიტომ, სხვისი მთვარის ჩემთვის ნდობა უსაფრთხო არ უნდა იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მის მფლობელს არ ეცოდინება, ეს უკანასკნელი ჩემს ხელში რომ აღმოჩნდა. დღისით რომ მეპოვა, ალბათ დავაბრუნებდი; შევშინდებოდი - ვაითუ ვიღაცამ დამინახა, როგორ ავიღე-მეთქი, მაგრამ თუ სიბნელეში გადავაწყდებოდი, რამენაირად მოვახერხებდი ჩემი მონაპოვარის შენარჩუნებას.რა ვქნა, ჭკუას ვკარგავ მთვარეებზე: ისინი ხომ ასეთი ლამაზები და რომანტიულები არიან. ნეტავ, ასე დაახლოებით ხუთი-ექვსი ცალი მაინც გვქონოდა. მაშინ საერთოდ უარს ვიტყოდი დაძინებაზე, არასოდეს მომბეზრდებოდა რბილ ხავსზე გაწოლილს მაღლა ყურება და მათი ცქერით დატკბობა.
ვარსკვლავებიც მხიბლავს. მინდა, რამდენიმე ცალი მოვწყვიტო და თმაში ჩავიწნა...
წუხელ მთვარე თავის ადგილზე დააბრუნეს და მეც გავიხარე! უთუოდ სანაქებო საქციელია! მერე მთვარე ისევ ქვემოთ დაეშვა, მაგრამ ამას უკვე აღარ შევუშფოთებივარ. როცა ასეთი მეზობლები გყავს, სადარდებელიც არაფერია: ისევ ჩამოკიდებენ თავის ადგილას...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია