მე-3 დღეა აღარ დაურეკავს, ალბათ ვარჯიშობს, ჯერ კარგად არ იცის ფრენა, თანაც ჯერ მოკლე ფრთები აქვს, სულ 4 დღეა რაც წავიდა, თუ სწრაფად ფრენის შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას აუცილებლად გაიმარჯვებს, მიუხედავად მისი მოკლე ფრთებისა, მე დარწმუნებული ვარ. შემპირდა რომ ფრთებს მეც დამახვედრებს, როცა ავალ, ნამდვილ ფრთებს, ოღონდ მასსავით რომ არ გამიჭირდეს მათ გამოყენება, იქ წასვლამდე ფრენა უნდა ვისწავლო, მითხრა რომ დასაწყისისთვის აქვე შემიძლია დავიწყო სწავლა.
მისი ხმა მავიწყდება, თუ აღარ დამირეკავს, ნამდვილად დამავიწყდება, არა , მაგას ვინ ჰგონია საკუთარი თავი, რომ აღარ მირეკავს? აღარც ვუპასუხებ, აი ასე....
აქ მომწონს, სულ თეთრი კედლებია და სიჭრელისაგან გული მაინც არ ამერევა, თანაც შემიძლია ვხატო ამ კედლებზე, მისი სახეც რომ არ დამავიწყდეს... გუშინ დავიწყე ხატვა, ოღონდ ამ ხელზე სისხლი გამიშრა, მეორე ხელიც უნდა გავიჭრა, ან ფეხი, ან სახე... არა! სახე არა, სახეზე მისი სისხლი მაქვს შერჩენილი, არა, სახეს არ უნდა შევეხო.
ალბათ მაპატია, რადგანაც მირეკავს ხოლმე, მაგრამ უკვე 3 დღეა აღარ.... ნეტავ იქაც თუ აქვთ პრობლემები? იქნებ პრობლემა აქვს? მაგრამ თუ ტელეფონი არსებობს, პრობლემებიც იქნება.... ჯანდაბა! აი მივალ და გავუბრაზდები დღესაც რომ არ დამირეკოს.
დღეს ექთანი იყო, და კიდევ ლურჯფორმიანი კაცი, გულისამრევი ლურჯი იყო. რაღაც კითხვებს მისვამდა, და ყოველი სიტყვის წარმოთქმისას ვხედავდი როგორ უფეთქავდა არტერია, ახლა რომ შემეძლოს ავდგე, ამ თეთრ კედლებს გავაფერადებდი წითლად... მაგრამ ექთანმა წინასწარ დამაბა. ლურჯფორმიანმა მკითხა რატომ მოკალიო, ნუთუ მე ის მოვკალი? არა, მე ის სამუდამოდ შევინახე ჩემს გონებაში, აქედან ვეღარავის დაელაპარაკება ჩემ გარდა, აი ასე! ლურჯფორმიანმა მის სახეს სურათი გადაუღო, იმ სახეს მე რომ კედელზე დავხატე, მე ვთხოვე არ გადაეღო, რადგან მისი ცხვირის ხატვა ჯერ არ დამისრულებია, ცოტა სხვანაირი ცხვირია, თუ ზუსტად მისი ცხვირი ვერ დავხატე, ის, ის არ იქნება, თუ ადამიანს ხატავ მისი ცხვირი ზუსტად უნდა გადმოიტანო, სხვა შემთქვევაში ის, ის არაა ვისაც ხატავ. მას ბევრად ლამაზი ცხვირი ჰქონდა ვიდრე მე დავხატე, სანამ წავალ უნდა შევასწორო, თორემ შეიძლება ეწყინოს, ჯანდაბა!
ჯანდაბა! ექთანმა ნემსებით დამაძინა, არ უნდა მეძინოს, იქნებ მაშინ დარეკა როცა მე მეძინა?! იქნებ ექთნებმა მოატყუეს რომ მე მასთან ლაპარაკი არ მინდოდა? დამპალი ექთნები, ისე მეზიზღებიან როგორც თაგვები!
ნეტავ რამდენ ხანს მეძინა?! ნეტავ რამდენჯერ დარეკა, ნეტა, ნეტა,ნეტა....
არა, თუ დარეკავს აღარ გავუბრაზდები. მცივა, თითქოს ნაყინის ბურთულა ვიყო. ნეტავ იქ თუ ცივა? ნეტავ მას თუ სცივა? აი მე თუ შემცივდება იქ, მაშინ ფრთებს შემოვიხვევ ხოლმე და გავთბები, რა ცუდია რომ მიწაზე არ მაქვს ფრთები. თუ მას შესცივდება, მასაც გავათბობ ჩემი ფრთებით. ნეტავ მაპატიოს, ნეტავ მაპატიოს რომ ასე მიყვარდა, ალბათ იქ უფრო მეყვარება, ალბათ...
ალბათ, მე-4 დღეა ველოდები, იქნებ კიდევ დასაჯეს? იქნებ კიდევ დაუმოკლეს ფრთები და ტელეფონთან ვეღარ მიფრინდა? მაშინ რაც შეიძლება მალე უნდა წავიდე მეც, რომ მისი ნახვა შევძლო, მაგრამ ცხვირი?! ჯერ ცხვირის ხატვა უნდა დავამთავრო....
ავტორი: მარიამ ხუბერაშვილი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია