მხოლოდ ყველაზე უბრალო ნივთები არასოდეს გვიცრუებენ იმედს. ბედნიერება, როგორღაც, ძალიან უბრალოდ მოდის და მუდამ ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე კაცი ფიქრობს...

რავიკმა პირველად დაინახა რაღაც მეტი. ვნებით ტკბობის იქით შენიშნა ერთგულება, ბრუჟის მიღმა - გრძნობა, სიტყვების რახარუხის მიღმა - ადამიანური ნდობა. ყველაფერს ელოდა - ეჭვებს, კითხვებს, გაუგებრობას, მაგრამ ამს კი - არა. ასე ხდება ყოველთვის: მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი წცევები არაფერს ნიშნავს. მათში მეტად ბევრი რამ არის აღებული მელოდრამიდან, ცდუნებიდან, რომ ადამიანმა იცრუოს.

ადამიანებს უყვართ ერმანეთი და ამაში ყველაფერია. ეს ყველაზე უფრო დაუჯერებელიცაა და ყველაზე უფრო უბრალო რამეს ამ ქვეყანაზე!

... ერთსა და იმავე საგანს შეიძლება ეწოდოს სხვადასხვა სახელი... კარგიც და ცუდიც... ეს არაფერს ცვლის... მე მიყვარხარ და მეყვარები, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტ... ეს მტკიცედ ვიცი... შენ ჩემი ჰორიზონტი ხარ და ყველა ჩემი აზრი შენთან იყრის თავს... რაც უნდა მოხდეს, სულერთია, ჩემი სიყვარული შენ გეკუთვნის... არ გატყუებ... შენ არაფერს კარგავ... აი, რატომ მოვდივარ შენთან კვლავ და კვლავ... აი, რატომ არაფერზე მწყდება გული, რატომ არაფერში მიმაჩნია თავი დამნაშავედ... ერიხ მარია რემარკი - "ტრიუმფალური თაღი

 საკვირველია - თქვა ბოლოს წყნარად. - საკვრიველია... რომ ადამინს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს... ტრიუმფალური თაღი 

მეზიზღება შეყვარებულთა სულიერი შერწმის შესახებ ენით ლაქლაქი, რადგან ვიცოდი, რომ სიყვარულით გართობა ერთ არსებად ქცევა არ შეიძლება და შეყვარებულთ მართებთ ხშირი დაშორება, რომ უფრო მეტად დააფასონ ახლად შეხვედრა. საყვარელ არსებასთან შეხვედრის ფასი მხოლოდ იმან იცის, ვინც არაერთხელ დარჩენილა მარტოობაში ყოველივე დანარჩენი კი ასუსტებს სიყვარულის დაძაბულობას... "სამი მეგობარი

ძალაუფლება ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.

განშორებისას სიხარულს არ გრძნობ, მაშინაც კი როცა სასოწარკვეთილებას ემშვიდობები...

– სახე! სახე! ვინ კითხულობს იაფია თუ ფასდაუდებელი?ყოველივე ეს შეიძლება იკითხო ვიდრე არ გაბმულხარ, მაგარმ თუ გაები, ვეღარაფერი დაგიხსნის, შენ გაკავებს სიყვარული და არა ადამიანი, შემთხვევით რომ ატარებ მის სახელს. შენ დაბრმავებული ხარ წარმოსახვის თამაშით. განა შეგიძლია მსჯელობა და შეფასება? სიყვარულმა არ იცის არც ზომა, არც ფასი...

ადამიანი მაშინ ბერდება როცა ვეღარაფერს გრძნობს

... როგორ აღწევს მზე საუკუნეთა წყვდიადში! რა წითელია! ყაყაჩოებით დამშვენებული ნაზი კორდები სიყმაწვილისა, მოუთმენელი სისხლი, მოლოდინით ანთებული. ზღვის მარადიული იავნანა, ჩაძირულ ქალაქ ვინეტას ზარები... ზღაპრული ბედნიერებაა იწვე და არაფერზე იფიქრო...

რა თქმა უნდა სხვისთვის ადვილია საყვედურის ნიშნად თავის გაქნევა და კეთილგონიერებისაკენ მოწოდება. სამგზის წყეულ იყოს ეს კეთილგონიერება! სქმე სულაც არ გახლავთ ასე უბრალოდ! ცხოვრება არის ცხოვრება, არაფერი ღირს და უსასრულოდ ბევრი ღირს. შეიძლება უარი თქვა სიცოცხლეზე–ეს ძნელი არ არის, მაგრამ განა იმავე დროს უარს არ ამბობ შურისგებაზე, ყველაფერზე რასაც ყოველდღე, ყოველ საათს დასცინიან, რაზეც მასხრობენ რასაც ეცოდება კაცობრიობის რწმენა. ეს რწმენა ცოცხლობს ყველაფრის მიუხედავად. თუმცა ცარიელია ეს შენი ცხოვრება, მაგრამ ცარიელი ფისტონივით ვერ გაისვრი! კიდევ გამოგადგება ბრძოლისთვის, როცა დაჰკრავს საათი ისევ დაგჭირდება...

სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული

მელანქოლია მაშინ გერევა, როცა ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე ფიქრობ, ცინიკოსი კი მაშინ ხდები, როცა ხედავ თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას...

… მარტოობას ყველა ნელ - ნელა შევეჩვიეთ, ის რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, ახლა დარღვეულია. ისე დავცვივდით, როგორც გაწყვეტილი ძაფიდან მიწის მძივები. უკვე აღარაფერია მყარი. – ერთხელ სიყმაწვილეში, სათიბში ვიწექი. ზაფხული იყო, ცაზე ღრუბლის ნასახი არ ჩანდა. ვიდრე დავიძინებდი, ორიონს გავცქეროდი. შორს ეკიდა, ჰორიზონტზე, ტყის თავზე. შუაღამისას რომ გამომეღვიძა, ვხედავ – ორიონი პირდაპირ ჩემს თავზეა. ეს ამბავი მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდა. სკოლაში ვისწავლე, რომ დედამიწა პლანეტაა და თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს განყენებულად მესმოდა, არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ეს მართლაც ასეა. ვიგრძენი, როგორ უხმაუროდ ტრიალებს დედამიწა განუზომელ, უზარმაზარ სივრცეში. ისეთი ძალით ვიგრძენი ეს, რომ ბალახს ჩავეჭიდე, შემეშინდა – არ წამიღოს მეთქი. ჩანს, ეს მოხდა იმიტომ, რომ ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულმა, წამით მეხსიერებისა და ჩვეულების მიერ მიტოვებულმა, ჩემ თვალწინ დავინახე უზარმაზარი, ადილიდან გადანაცვლებული ცა. უეცრად ჩემთვის დედამიწა საკმარისად საიმედო არ აღმოჩნდა.
და იმ დღიდან ასეთივე დარჩა…

"ჩემი აზრით, ქალი არაფერს უნდა ეუბნებოდეს მამაკაცს იმის შესახებ, რომ უყვარს. ის დაე, მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა თქვან. ისინი ყველა სიტყვაზე უფრო მჭევრმეტყველნი არიან. "

რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?

ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო...

"რასაც დაივიწყებ, მერე ის მთელ სიცოცხლეში გაკლია... "

მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ

უცნაურია. ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.

ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება იაფია

ვინც არაფერს ელის, არც გულს გაიტეხს–აი, ცხოვრების კარგი საფუძველი.

ბედნიერების ყველაზე უფრო მერყევი ნაირსახეობა - სიყვარულია

 

Чем примитивнее человек, тем более высокого он о себе мнения.

Я ничего не имею против приключений, и ничего — против любви. И меньше всего — против тех, которые дают нам немного тепла, когда мы в пути. Может быть, я немножко против нас самих. Потому что мы берем, а взамен можем дать очень немногое…

Странно, каких только путей мы не выбираем, чтобы скрыть свои истинные чувства.

Только не принимать ничего близко к сердцу. Ведь то, что примешь, хочется удержать. А удержать нельзя ничего.

ნახვა: 546

ტეგები: Erich, Maria, Remarque, qwelly

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters