იმისათვის, რომ მოიპოვო ბედნიერება, უნდა შეიცნო საკუთარი თავი... შეიყვარო ის, რომ სხვებმაც შეძლონ მისი შეყვარება... ბედნიერების საწყისია შენშია და შენი არსებობით იქმნება...
დროთა სვლასთან ერთად, ამ ქვეყნად ყველაფერი იცვლება... თუმცა, დღეს უცვლელი რჩება ჩვენი ცხოვრება... ის ისევ უღიმღამო ფერებით მიედინება...
თურმე ყველაფერთან ერთად გრძნობებიც იცვლებიან... ზოგჯერ - ნებით, ზოგჯერ კი იძულებით...
გრძნობა --- რას შეიცავს ეს სიტყვა???
სიცოცხლის თითოეულ წამს, რომელიც ადამიანს გაუტარებია ამ ქვეყანაზე... გრძნობები ყოველი ჩვენთაგანის არსებობის წყაროა... გრძნობები არის ის, რაც დღის სინათლეზე შენს თვალებში აირეკლება...
ცხოვრების ელფერი შენშია... უბრალოდ შენ ვერ ამჩნევ ამას... ეცადე უფრო მეტად გულწრფელი იყო არამარტო სხვებთან, არამედ საკუთარ თავთანაც... შენ უნდა ისწავლო სხვების გაგება... მითხარი როგორ შეძლებ ამას, როცა თავად საკუთარი თავის არ გესმის??! ...
რა საოცარია სამყარო...
სამყარო, რომელიც მხოლოდ შენთვის არის შექმნილი... "მზე, მთვარე, ვარსკვლავები და წვიმა... "ეს არის სწორედ შენი ცხოვრების „სითბო, სინათლე, მომავლის მბრწყინავი წერტილები და ბოლოს იმედგაცრუების ცრემლები"... აი, სად გადის ურთიერთშორისი საზღვარი?!!!!
გამუდმებით შეგიძლია ესაუბრო საკუთარ თავს... ყოველთვის იბადება ერთი და იგივე კითხვები:... რა გინდა ცხოვრებისგან??? რისთვის ან ვისთვის ცოცხლობ??? ამ კითხვებზე ისევ იგვიანებს პასუხები... იქნებ მარტოობისთვის ხარ განწირული?!!!
არა... შენ მარტო არასდროს იქნები!
ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ ფერხთქვეშ მიწა გამოგეცლება...
მარტო არ იქნები, მაშინ როცა ტიალ მინდორში მღელვარებით ათრთოლებული ზიხარ კენტად...
მარტო არ იქნები, რადგან შენს ირგვლივ ბევრი პაწაწინა სული ბინადრობს, რომლებსაც უანგაროდ უყვარხარ... ისინი ბუნების შვილები არიან... მიმოიხედე გარშემო... ხედავ? ეს ყვავილები თავბრუდამხვევი სურნელებით შენ გეფერებიან... გესმის? ჩიტებიც შენთვის მღერიან თავიანთ ენაზე, ეხლა უკვე მათი მღერა გასაგებ ბგერებად აღწევს შენამდე... მინდვრის წითელი პეპელაც შენთვის დაფარფატებს, რათა ფრენა გასწავლოს, ოღონდ ძალიან ნელი ნაბიჯით...
ეს თეთრი თრთილი, ხეების ჩრდილი
მინდვრის ნიავი, ფოთოლთ შრიალი,
გრილი წვიმები, მქრქალი სიმები
ნარცისები და ნაზი იები...
დღეს ეს სამყარო მხოლოდ შენ გეკუთვნის და მას ვერავინ წაგართმევს... ნურასოდეს იტყვი მათზე უარს და ისინიც არასოდეს მიგატოვებენ... ყოველთვის შეგიძლია, მძიმე წუთებში მიხვიდე მათთან, რადგან იცი, რომ ისინი უდიდეს სიმშვიდესა და სიყვარულს მოგანიჭებენ...
ჩიტები მზრუნველი ჭიკჭიკით დაგტრიალებენ და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გითანაგრძნობენ; ნიავი ნაღველს გაგიქარვებს და ალბათ დროებით სხვასთან წაიღებს; იები შენში სინაზეს ხატავენ; ხოლო პეპელა თავისი პატარა ფრთებით, იმედის ჩანასახს გიტოვებს იმისა, რომ ისევ შეძლებ ზევით აფრენას...
მთელი ეს სამყარო ლამაზი ბუნებაა, სადაც ყოველთვის იპოვი თავშესაფარს... სწორედ ისინი შთაგაგონებენ იმ ულამაზეს ფრაზებს, რომლების წერაც შეგიძლია უსასრულოდ, უბრალო ქაღალდზე იმავე ნოტებით, რომლებითაც შენი ცხოვრება წარიმართება...
რატომ აგდებ საკუთარ თავს უკიდეგანო უკიდურესობაში??! შეეცადე ფხიზელი თვალებით შეხედო ცხოვრებას... ნუთუ ვერ ხედავ, რომ სიცოცხლე უსაღვრო ბედნიერებაა??!
ეს ის ბედნირებაა, რომელიც ღმერთმა ვიღაცის ნაცვლად შენ მოგანიჭა...
რატომ არ აფასებ ამას? ალბათ იმიტომ რომ არ იცი უსიცოცხლოდ რა იქნებოდი...
მხოლოდ მიწა... და თან ზოგჯერ უნაყოფოც... ეხლა შეგიძლია წარმოიდგინო, რა ბედნიერებაა თუნდაც ის, რომ შენ დღეს ამ მიწაზე ამაყად დაიარები?!!
ნუ შესწირავ საკუთარ სულს უმიზნო სიცოცხლეს... არ ღირს, დამარხო საკუთარ თავში ის ერთადერთი ოცნება, რომელსაც ნამდვილად უწერია ასრულება...
ერთხელ მაინც დაამარცხე შენში შინაგანი შიში და იბატონე საკუთარ თავზე!!!
დღეიდან დიქტატურას ვამყარებ ჩემში :)))
თუკი ფიქრობ რომ მასე უკეთესი იქნება შენთვის რატომაც არა ;) :))
ცხოვრება მართლაც,როგორი მშვენიერია და რამდენ რამეშია ამ მშვენიერების მიზეზი.. :) არარსებობიდან არსებობაში,რომ მოგვავლინა ღმერთმა რამხელა სიყვარულია აქ ჩადებული. :))
კი გეთანხმები maka , ბედნიერება თავად სიცოცხლეშია და მის აზრში:)))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია