სუნი

     ხშირად გამიგია, "ჩვილი ბავშვის სუნზე ვგიჟდებიო," მე კი ჩემთვის მიფიქრია, "სუნი შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ მასზე გაგიჟება როგორ შეიძლებათქო," ახლა კი მე, ხმამაღლა ვაცხადებ, "მე ვგიჟდები შენი, ჩემი პრინცესას სუნზე!" ან როგორ შეიძლება არ ვგიჟდებოდე, როცა ყველგან შენი სურნელი ტრიალებს?! როცა შენი სუნის შეგრძნებისას გული საოცარი სითბოთი და სიამაყით მევსება, როცა ამ სუნის მატარებელი მთელი სამყაროა ჩემთვის... ეს ხომ სასწაულია?! მე, სულ შენი სუნით ვსუნთქავ... ღამით, როცა ჩემ მკერდქვეშ, გულთან შემოძვრები და მშვიდად გძინავს... როდესაც შენი მორიგი ახირების გამო ჩემ გულზე მოკრული მთელი ხმით ტირი, და მაშინაც კი შენი სუნით ვსუნთქავ, როცა თამაშით დაღლილს ჩემს ბეჭზე გძინავს... ხარბად ვეწაფები შენს სურნელს და გულში ვინახავ... ვიცი, დრო მალე გავა, გაიზრდები და როცა შენი მოხუცი დედის სუნით ტკბობას უკვე შენი პატარის სუნით ტკბობას ამჯობინებ, აი მე მაშინ გავიხსენებ შენ საოცრად ნაზ და სასიამოვნო სუნს და ჩუმად, სევდიანად გავიღიმებ გაფრენილი წლების მოსაგონებლად... მერე შენც "შეინახავ" შენი შვილის სუნს და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად... ჩემ ლამაზ დედიკოსაც ხომ ახსოვს ჩემი სუნი? ხოდა ახლა, როცა შენ მშვიდად გძინავს და მე ყოველი წინადადების ბოლოს თვალს შენსკენ ვაპარებ, მთელი ოთახი შენი სუნითაა გაჟღენთილი, მეც ხარბად ვისუნთქავ ამ სურნელს და სამუდამოდ გულში ვინახავ...

თ. გაზდელიანი

ნახვა: 880

ტეგები: Qwelly, გაზდელიანი, დედა, სურნელი, ქველი, ჩვილი

Tamila Moshiashvili: აპრილი 18, 2015||1:16pm

როგორ მომნატრებია ჩემი ბავშვების ეს სურნელი ♥ მადლობა ამ შესანიშნავი ემოციების გახსენებისთვის. 

თათია: აპრილი 18, 2015||9:51pm

ბენდნიერი დედიკო ყოფილიყავი! რამხელა ჯილდოა :) ვაიიი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters