იმის ნაცვლად, რომ ვიცხოვროთ სავსე და შინაარსიანი ცხოვრებით, ჩვენ პრობლემიდან პრობლემის მიმართულებით დავრბივართ და მუდმივად "ხანძრის ჩაქრობით" ვართ დაკავებული. იმის ნაცვლად, რომ შევქმნათ ფერადი მომავალი, ჩვენ ხელოვნურად ვქმნით დიდ პრობლემას და შემდეგ ვიწყებთ ან მის მოგვარებას ან წუწუნს.
შემდეგ კი ვბედავთ და ხმამაღლა ვიძახით შემდეგი ხასიათის ტოქსიკურ სიტყვებს:
"ღმერთო ჩემო რატომ არ მიმართლებს არაფერში?"
"მე ვინ მომცა ამის ბედი?"
"რატომ მაინც და მაინც მე?"
და ა.შ.
ძალიან გთხოვ კარგად დაიმახსოვრე, რომ ჭეშმარიტება ძალიან უბრალოა. არ არის საჭირო ველოსიპედისა და რვაფეხას გამოგონება იმისათვის, რომ ღირსეული ცხოვრებით იცხოვრო.
პრობლემები არ არსებობს, არის მხოლოდ ამოცანები!
"სამყაროში არავითარი პრობლემა არ არსებობს. ყველა პრობლემის ნავსაყუდელი – შენი თავია!"
სინამდვილეში ყველაფერი ძალიან უბრალოდ გვარდება.
ნუ ეძებ ფორმულებს!
შემოქმედი გვაძლევს ყველაფერს, რაც მოგვესურვება!
…და თუ შენ "მაზოხისტი" ხარ, შემოქმედი გაძლევს პრობლემებს, იმიტომ რომ შენ ეს თავად გსურს.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ადამიანები ქმნიან პრობლემებს ის არის, რომ მათ უბრალოდ სხვა საქმე არ აქვთ. ანუ, ეს სიტყვები სწორედ რომ იყოს გაგებული უფრო დეტალურად განგიმარტავ:
"როდესაც ადამიანი საკუთარი დანიშნულების თანახმად ცხოვრობს, მისთვის პრობლემა ამოცანის სახეს იძენს და ამ ადამიანს ეს ამოცანის გადაჭრა სიამოვნებას ანიჭებს. ესეიგი მთავარი პრობლემა ის არის, როდესაც ადამიანი დანიშნულების გარეშე ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დანიშნულების გარეშე თავად ამ ადამიანის ცხოვრება წარმოადგენს პრობლემას".ჩვენს გონებას სურს, რომ მუდმივად რაღაცით იყოს დაკავებული. მას საინტერესო და საყვარელი საქმე სჭირდება და თუ შენ არ უქმნი მას ამ პირობებს, ის მთელი ცხოვრების განმავლობში შეგიქმნის პრობლემებს, რათა ამით მაინ მიგახვედროს, რომ საზრის მოკლებული ცხოვრებით ცხოვრობ.
საუკეთესო საქმე, რაც პირველ რიგში შენ შეგიძლია გამოუძებნო შენს გონებას – ეს შენი ჭეშმარიტი ოცნება და კონკრეტული მიზანია.შენი შინაგანი, რაც არავის კარნახსა და მითითებას არ საჭიროებს და მუდამ შენშია, უბრალოდ ამ ხელოვნური მტვერითა და ნალექით იმდენად ამოავსე, რომ დღეს უკვე ერთმანეთისგან ვეღარ ანსხვავებ შენი სინდისისა და ყალბი "სოციალური როლის" ხმას.
უბადრუკი მოწონება??? :( ასეთი არ ყოფილა თამრი... :((((( ნამდვილი მოწონება იყო... :((( :*
არისტოტელე მხოლოდ ამ ფრაზის გამო გამოვიყენე "ჭკუა ის არის მოქმედებდე სიტყვის თანახმად." და არა პოსტში მოყვანილი აზრის... ამაზე სხვა დროს განვაგრძოთ, ახლა 04:06 გამხდარა :* :* :* :* :* ♥
: ))
ააჰ ეგ არც მახსოვდა ....ამდენი რამ დამაწერინა .: ))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია