მრავალჯერადი კვება

breakfast, culinary, definition, dinner, georgia, lunch, names, qwelly, qwellynaria, supper, tradition, განმარტება, დეფინიცია, ეს საინტერესოა, ვახშამი, ზარმელი, კვება, კულინარია, მრავალჯერადი, მრავალჯერადი_კვება, სადილი, სამხარი, საუზმარი, საქართველო, სერი, სერის-კუდი, სერობა

      კვების რაციონის მოწესრიგებაზე ხშირად წერენ, ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანები კი განსაკუთრებით იცავენ წესებს, იციან როდის ცივი მიირთვან, როდის ცხელი, მწარე-მჟავე, მტკნარი და ტკბილი, საგულდაგულოდ ითვლიან კალორიებს და ცხიმ-ცილებს. მოკლედ, მთელი სამეცნიერო დისცპილინა შეიძლება შეიქმნას საჭმელოლოგიაში. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა ჰქვია საჭმელის მიღებას სხვადასხვა პერიოდში. როგორც წესი, ჩვენში გავრცელებულია სამი დასახელება - საუზმე, სადილი და ვახშამი. არ ვიცი, ეს სამი როდის დამკვიდრდა, მაგრამ ოდესღაც ადამიანები თურმე მხოლოდ "ორთა ჯერთა ჭამენ კაცნი" და თითოეულს თავისი სახელი ერქვა

  1. სამხარი
  2. სერობა

      მაგრამ, თუკი ძალიან მოგშივდებოდა, შეგეძლო მესამედაც გეჭამა. მესამეს დაექმეოდა სადილი, მაგრამ მაშინ თანმიმდევრობა იცვლებოდა, სამხარი გადაიწევდა წინ, ხოლო მას შემდეგ ჩაემატებოდა სადილი.

  1. სამხარი
  2. სადილი
  3. სერობა

      როგორც ბრძენთა ლექსიკონში წერია, თურმე, ყოველ დროში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც საჭიროზე მეტად მოშიებულები დაიარებოდნენ და საკუთარ მუცელს ამ ტანჯვას დიდხანს არ აატანინებდნენ, პირიქით დიდ პატივშიც კი ჰყავდათ. ამავე ლექსიკონში ძალიან კარგად დაახასიათეს ასეთები - მუცელთ-მაძოვნებელნი.

      სწორედ ასეთი მუცელთ-მაძოვნებელი ადამიანები დღეში 4-5-ჯერ მიირთმევენო და რა თქმა უნდა, ყველა ჭამადს საკუთარი სახელი ჰქონდა. მაშ ასე:

  1. საუზმარი
  2. სადილი ანუ სამხარი
  3. ზარმელი
  4. სერი იგივე სერობა
  5. სერის-კუდი

      არ ვიცი თქვენ შეამცნიეთ თუ არა, მაგრამ ქართულ დასახელებებში სიტყვა "ვახშამი" საერთოდ არაა მოხსენიებული. შესაძლოა, სერის-კუდის შემდეგ კიდევ მოშიებულთათვის ჩაემატა. თუკი ვინმე ამასაც არ დაჯერდებოდა და საუზმარიდან სამხარამდე კიდევ მოიწადინებდა სადილის მიღებას, მაშინ უკვე 6-7_ჯერად კვებაზე ავიდოდა და მუცელთ-მაძოვნებელის მსოფლიო აღიარებაც გარანტირებული ექნებოდა.

ახლა კი შეკითხვა - თქვენ რამდენჯერ მიირთმევთ ერთი დღის განმავლობაში?

ტეგები: Qwellynaria, განმარტება, კვება, საინტერესო, ტრადიცია

ნახვა: 2016

გამოხმაურებები!

ამას აკომენტარებს მსოფლიოში იშვიათადგამხდარადამიანთაგანი? :D 

Kakha_მ თქვა:

რვის ზემოთ, მანდ მხოლოდ ხუთია ჩამოთვლილი :D დღეში რვაჯერ თუ არ ისაუზმა ადამიანმა სამხარამდე როგორ უნდა მიაღწიოს? :D 

RSS

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters