წამი მხოლოდდამხოლოდ ერთი... ერთადერთი... და მისი განუმეორებლობით გამშვენიერებული...
წამი სიხარულის და ბედნიერების... თუმცა წამი ტკივილის და უბედურებისაც...
...და მაინც წამი ისევე ტკბილი, როგორც ყოველივე პირველი და უკანასკნელი...
წამი გულში ჩაღვრილი სითბოსი, როცა დედა თავის ახლადდაბადებულ ბავშვს პირველად იკრავს მკერდზე... წამი მისი პირველი ამოსუნთქვის... პირველი შეხების... პირველი ღიმილის ბაგეზე, თუმცა პირველი ცრემლისაც, რომელიც ისე ტკბილი და სასიამოვნოა დედისთვის ამ წამს, როგორც არასდროს და არავისთვის...
წამი გონებაში პირველი გამოკვეთილი და ნათელი აზრის გაელვების...
და წამი უბრალოდ გრძნობის... გულში სიყვარულის პირველი ნაპერწკლის გაღვივების.... წამი ორთა სამყაროს წინააღმდეგ...
წამი ბოროტი აზრების, შურის, ეგოიზმის, სიამაყის, ტკივილის, სასოწარკვეთის თუ სიზარმაცის დაძლევის... წამი უბრალოდ საკუთარ თავზე გამარჯვების
წამი უკანასკნელი ნაძალადევი ღიმილის... უკანასკნელი გამოხედვის... რომელიც სიკვდილს ებრძვის ან უბრალოდ ცდილობს წამით დატკბეს...
წამი უკანასკნელი ჩასუნთქვის... როცა ცდილობ უკანასკნელად ჩაისუნთქო, დაინახო, შეიგრძნო, შეეხო, გაიღიმო, გამოიტირო... განიცადო მთელი განვლილი ცხოვრება წამიერად ფირზე აღბეჭდილი ფრაგმენტების სახით... როცა "წარსულის წამები" იშლებიან თვალწინ... როცა ხვდები რა ტკბილი იქნება წამი უკანასკნელი ამოსუნთქვის, როგორც უკანასკნელი შტრიხი შენი სიცოცხლისა... ტკბილი, როგორც ყოველივე პირველი და უკანასკნელი... როგორც წამი ცაზე მზის პირველი სხივის გამონათების და წამი მზის სხივის უკანასკნელი გაელვების...
ნეტავ შესაძლებელი იყოს წამებისა და წუთების შეჩერებააააა :)))))))
სალომე როგორც ყოველთვის , დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს :*:*:*:*
გაჩერება ან განმეორება რომ შეიძლებოდეს, ისეთი მშვენიერი და ერთადერთი ვერ იქნებოდა, სწორედ მაგაშია მისი ხიბლი და მშვენიერება, რომ განუმეორებელი და ერთადერთია... სწორედ იმიტომაა საოცარი, რომ შეუძლებელია სხვაში და სხვასთან განმეორდეს : )) :* :*
შენ კი მადლობა საყვარელო :* :*:*
სიმღერა გამახსენდა - წამები წუთებს მისდევენ მიდიან.. ♪♫♫♫♪
იმღერე ლაშიკო იმღერე : )))
თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერიიი??? :D :D :*
სამი წლის წინ ეს სიმღერა ჯერ არ არსებობდა ალბათ, თორემ ამასაც ვიმღერებდი ► http://www.qwelly.com/video/seconds
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია