რამდენიმე კვირაა ქართული საზოგადოება მოიცვა ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრობამ. ყველაფერი სოციალურ ქსელებში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით სახელმწიფო დონეზეც კი დავიწყეთ გულშემატკივრობა, სატელევიზიო კამპანია, მინისტრების მოწოდებები და მხარდაჭერები და სხვა მრავალი. მართლაც, დიდებული საქმეა ქართველმა კალათბურთელმა მიიღოს მონაწილეობა NBA-ის All Star-ში. ესაა კიდევ ერთი შანსი, "ჯორჯიელობა" ამერიკის შტატს კი არა, დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანას უკავშირდებოდეს. ქართველი ამერიკელების თამაშში, თან სად - იქ სადაც მხოლოდ ვარსკვლავები თამაშობენ, ყველა ვარსკვლავი ერთად. მართალია, ეს შეჯიბრება მხოლოდ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდებს შორის ტარდება, მაგრამ მსოფლიოს საკალათბურთო ტურნირის მქონეს არცერთ ქვეყანას, არ აქვს პრეტენზია რომ მისი რომელიმე გუნდი, ქართული "აზოტის" დონის, იმსახურებს ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას. ამერიკული თამაშია კალათბურთი და არც ღირს ამაზე დავა.

All Star, NBA, Qwelly, blog, აზროვნება, ბლოგი, განაზრებანი, გულშემატკივრობა, დღიური, კალათბურთი, ფიქრები, ქართველობა, ქველი

      სამწუხაროდ კალათბურთში იმაზე ცუდად ვერკვევი, ვიდრე ბევრ სხვა რამეში, ამიტომ მომიწია მცირე ისტორიული ექსკურსი ჩამეტარებინა, საერთოდ რა არის ეს "All Star" და ა.შ. "All Star"-ის თამაში წარმოადგენს, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების გუნდების სანახაობრივ შებირებას. ეს სანახაობა უმაღლეს საკალათბურთო ჩვენებათა რიგებში ერთიანდება და სულ სამი დღე გრძელდება (პარასკევი, შაბათი, კვირა). იმართება ყოველწლიურად. პირველად ეს მატჩი 1951 წლის 2 მარტს ჩატარდა და მას შემდეგ არ შეწყვეტილა ვარსკვლავების შერკინება. წესები მარტივია - მოთამაშეებს ირჩევენ გულშემატკივრები, ერთ მოთამაშეს ირჩევენ მწვრთნელები (ოღონდ, მწვრთნელს არ აქვს უფლება საკუთარი გუნდიდან დაასახელოს მოთამაშე). თუ არჩეული მოთამაშეებიდან, რომელიმე დაშავდება, მაშინ NBA კომისარი მას ჩაანაცვლებს. ასარჩევი კი მართლაც ბევრია, ძველი წლებისა არ ვიცი, მაგრამ წელს დაახლ. 440 კალათბურთელიდან საუკეთესო 30 უნდა ამოირჩეს.

      ერთ გამოგონილ ამბავს მოგიყვებით. ბავშვობაში ცეკვაზე დავდიოდი თბილისში, სუხიშვილების უმცროს თაობაში. კარგად ვცეკვავდი, ძალიან კარგად, ყოველშემთხვევაში ჩემი ახლობლები ასე ამბობდნენ. პროფესიონალი ქორეოგრაფები არ ვიცი როგორ შემაფასებდნენ, მაგრამ მამაჩემს და ჩემს საახლობლოს გადაწყვეტილი ჰქონდათ - მე საუკეთესო მოცეკვავე ვარ! არც ქორაოგრაფებისთვის უკითხავთ რამე, ამიტომ ყველა კონცერტსა თუ გასტროლზე, ცეკვებში სულ სოლოები მქონდა და ყველა ცეკვაში მე ვიყავი გამოჭიმული (ჩვენს მასწავლებელს სხვა გზა არ ჰქნონდა, ჩემს უკან დიდი გვარი იდგა). შესაძლოა, ამის გამო ჩემზე კარგი მოცეკვავეები სკამებიდან იყურებოდნენ, მაგრამ ეს არც მამაჩემს და არც ჩემს ახლობლებს არაფრად აინტერესებდათ - მთავარი იყო მათი შვილი, თბილისელ მოცეკვავეებთან ერთად სუხიშვილებში ცეკვავდა - ეს ჩემი ქალაქის პრესტიჟიც იყო და ჩემი ოჯახისაც. გამოგონილი ამბავია, მაგრამ მსგავსი ისტორიები ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირია.

      დავუბრუნდეთ კალათბურთს. როგორც უკვე ვთქვი, კალათბურთში ძალიან ცუდად ვერკვევი, ალბათ ამის გამოა რომ ზაზასადმი გულშემატკივრობა ჩემს ინტერნეტ აქტივობაში არ ასახულა, მაგრამ ვხედავ ჩემს მეგობრებს, რომელთა უმრავლესობაზეც ასევე დიდი ეჭვი მაქვს კალათბურთში ერკვეოდნენ, როგორ აქტიურად გულშემატკივრობენ ზაზას. მათ (გულშემატკივრებს) აქვთ პრეტენზია, რომ შეუძლიათ  440 კალათბურთელიდან ზაზა საუკეთესო 30 კალათბურთელთა შორის დაასახელონ. (ეს ცუდი დათვლებია, შესაძლოა პოზიციების მიხედვით არჩევას ითვალისწინებდეს NBA, ამიტომ ზაზას მოწინააღმდეგე 439 კალათბურთელი კი არა, გაცილებით ნაკლები იყოს და მხოლოდ მისი პოზიციის სხვა კალათბურთელებთან მოუწიოს ჭიდილი, ანდა კონფერენციების მიხედვით იყოს ასარჩევი და იმ კონფერენციებში მოხვედრილ კალათბურთელებთან მოუწიოს შეჯიბრება, აქ კი 440 შესაძლოა განახევრდეს და ა.შ. მოკლედ, ბევრი დაკვირვებაა საჭირო, რეალურად საიდან, რამდენი ადამიანიდან, რომელი კალათბურთელებიდან ვირჩევთ ზაზას საუკეთესოობას).

      მეორე ამბავია, რომ გულშემატკივართა უმრავლესობას ზაზა მაშინ გაახსენდა, როცა მათი ქვეყნის წარმოჩენის შანსი მიეცა. თორემ რატომღაც დარწმუნებული ვარ, ბევრმა მათგან არც კი იცოდა ზაზა რომელ გუნდ(ებ)ში თამაშობდა (შესაძლოა არც ახლა იცის), ან რა პოზიციაზე, ან რა მიღწევები ჰქონდა, ან საერთოდ NBA რა არის და კალათბურთში სულ მაღლები რატომ თამაშობენ. ეს კი ერთი პიროვნების საშუალებით გამორჩენის მცდელობაა, რომელსაც ასევე ვერ მოვიწონებ - კაცი თამაშობს, ცდილობს მსოფლიო საუკეთესო კალათბურთელთა სიაში მოხვდეს თავისი პროფესიონალიზმის წყალობით, შრომისმოყვარეობისა და მაღალი კლასის მეშვეობით და აღმოჩნდება, რომ იქ მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ქართველია?! (პიროვნების ინტერესები არ უნდა ეწირებოდეს სახელმწიფო ინტერესებს)! და რადგან ქართველია, აღმოჩდა რომ 318 მლნ მოსახლეობიან ამერიკას ასარჩევი ჰყავს 440 კალათბურთელიდან საუკეთესონი (ეს დაახლოებით ერთი კალათბურთელის 724 ათას გულშემატკივრას ნიშნავს), როდესაც ერთი ზაზა ფაჩულიას უკან 4 მლნ გულშემატკივარი დგას?!

      მოკლედ, საქმე ასეა, ზაზა "ყველა ვარსკვლავში" ითამაშებს იმის გამო რომ პროფესიონალია, თუ იმის გამო რომ ქართველია?! საინტერესოა თავად ზაზას რა სურს! მე მისი მადლობები წავიკითხე ასეთი გულშემატკივრობისთვის და მადლიერება მხოლოდ მის ღირსებაზე მეტყველებს და არა სურვილზე. რა თქმა უნდა არაფერი მაქვს საპრეტენზიო იმ გულშემატკივრებთან, ვინც ნამდვილად ერკვევა კალათბურთში, ზაზას თამაშსა და ზოგადად NBA ჩემპიონატში, მათი გულშემატკივრობა აუცილებელიც კია და ვფიქრობ ALL Star-ის წესები გულშემატკივართა ჩართულობით კალათბურთელთა არჩევაზე, სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის იყო მოფიქრებული, მაგრამ საქართველოში რომ ასეთების რიცხვი ძალიან მცირეა, ამაზე კამათი არც ღირს.

      ასეთ დროს ყოველთვის მახსენდება დაუვიწყარი კადრი ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი ნაწარმოების ეკრანიზაციიდან - პოლიხრონიონ! პოლიხრონიონ! პოლიხრონიონ!

P.S. კეთილად მრჩეველ მეგობრებს რომ ვუსმენდე, ამ პოსტს არ უნდა ვაქვეყნებდე, მაგრამ როდის აქეთაა ამპარტავანნი დამჯერად იქცევიან?!

ნახვა: 829

ტეგები: აზროვნება, ბლოგი, გულშემატკივრობა, კალათბურთი, ქველი

George: იანვარი 15, 2016||3:28am

წარმოიდგინეთ შეჯიბრება 100 მ სირბილში, სადაც ვლინდება მსოფლიოს უძლიერესი სპრინტერი ( უსწრაფესი ადამიანი თუ გნებავთ). ამ შეჯიბრებაში იმარჯვებს ქართველი მძლეოსანი, მაგრამ მეორე ადგილზე გასულ ტანზანიელ სპრინტერს მხარს უჭერს მისი 45 მილიონი თანამემამულე , რომელნიც გამუდმებით აგზავნიან სმს-ებს და ბევრს წერენ ჩამორჩენილ ქვეყნებში პოპულარულ სოციალურ ქსელში *სახე-წიგნში* !   ამ აქთივობის შედეგად - ქართველს ჩამოერთმევა *ოქროს მედალი*  და ყველაზე სწრაფ ადამიანად  გამოცხადდება ტანზანიელი ! 

ლაშა: იანვარი 15, 2016||2:03pm

გუშინდელი შუალედური შედეგებით, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გამოვიდა. კალათბურთში, როგორც ვერკვევით, ეს უკვე ნათელია, ახლა აღმოჩნდა რომ ხმის მიცემაც არ ვიცით ნორმალურად, და დაწერილი ჰეშტეგების (#-ების) უმრავლესობა არ ჩაითვალა, რადგან არა 24 საათში ერთხელ, არამედ დღეში ერთხელ, ვისაც როდის მოეპრიანებოდა მაშინ წერდა. :D 

ლაშა: დეკემბერი 25, 2016||9:30pm

დაბრუნდა NBA-ს ვირუსი ქართულ ინტერნეტში. 

ლაშა: დეკემბერი 26, 2016||11:40am

ამ ახალ ფურცელზეც ის დაიწერება, რაც წინაზე ეწერა და უბრალოდ რომ გადავაქსეროქსოთ? )) 

ლაშა: დეკემბერი 26, 2016||3:49pm
გამოცდილებაზე სწავლა არ ვიცით და არც ვაქსეროქსოთ? მასალა მაინც დაგვიგროვდება.
ლაშა: იანვარი 21, 2017||1:53pm

აბუჩად აგდების მეორე წელი. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters