ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში განხილვის საგანს არ წარმოადგენდა. ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დახმარება, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სამედიცინო დახმარებით შემოიფარგლებოდა. უკანასკნელ პერიოდში საზოგადოება ამ პრობლემაზე ალაპარაკდა. დღეს დამალული არაა, რომ ბავშვების დიდი როდენობა ძალადობის მსხვერპლია ხშირად სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ისინი უნდა დაიცვან.
პოსტში განხილული თემები
ოჯახში ძალადობის შედეგი ბავშვებსა და მოზარდებში ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, რომელიც წესით ოჯახმა უნდა უზრუნველყოს; იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ტრავმული სტრესის რეაქციებს (ღამის კოშმარები, მუდმივი წუხილი შესაძლო საფრთხის გამო, გაშეშება). ბავშვი ან მოზარდი შეიძლება თვითონ გახდეს ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლი; მოძალადემ შეიძლება გამოიყენოს ბავშვი ან მოზარდი, როგორც ერთ-ერთი გზა მსხვერპლის გასაკონტროლებლად, რამაც შეიძლება ბავშვში დანაშაულის გრძნობა გამოიწვიოს; ბავშვებს ან მოზარდებს შეიძლება ამბივალენტური გრძნობა განუვითარდეთ მოძალადე მშობლის მიმართ: თან უყვართ, თან სძულთ; ბავშვებმა შეიძლება დაისწავლონ ძალადობრივი დამოკიდებულება და ქცევა; ოჯახში ძალადობის შედეგად ძალადობრივი ქცევა ბავშვისთვის შეიძლება ქცევის ნორმა გახდეს; ოჯახში ძალადობის ნიშნები მოსწავლეებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ეს ნიშნები, როდესაც ძალადობრივ ოჯახში იზრდებიან, თუმცა შესაძლოა ეს სიმპტომები სხვა მრავალი მიზეზის გამოც არსებობდეს. ფიზიკური ჩივილები (თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი) მუდმივი დაღლილობა მუდმივი შფოთვა შესაძლო საფრთხის გამო მოწყენილობა, სხვებისგან გარიყულობა, პასიურობა დაბალი თვითშეფასება, დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, ახალი ამოცანების შიში ყურადღების პრობლემები, დავალებაზე კონცენტრაციის და ახალი ინფორმაციის ათვისების სირთულეები აგრესია, მიმართული მასწავლებლის, თანატოლების ან საკუთარი თავის მიმართ სტერეოტიპული რწმენები მამაკაცის, როგორც მოძალადის და ქალის, როგორც მსხვერპლის შესახებ. ამასთან ერთად მოზარდებისთვის დამახასიათებელია სუიციდური ფიქრები და ქცევები მაღალი რისკის შემცველი ქცევები, მათ შორის კრიმინალური, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება სკოლის არასაპატიო გაცდენები და სახლიდან გაქცევა ძალადობრივი ურთიერთობა შეყვარებულთან ზოგიერთი მოსწავლე ოჯახში არსებულ პრობლემებს სკოლის საშულაებით შეიძლება გაუმკლავდეს, სწავლაზე, სპორტსა და ურთიერთობებზე ფოკუსირებით. როგორ დავეხმარო ბავშვს ან მოზარდს? ოჯახში ძალადობა ბავშვებს დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას უნგრევს, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებმა შეძლონ და სკოლა, მოსწავლისათვის დაცულ და უსაფრთხო ადგილად აქციონ. მიეცით მოსწავლეებს საშუალება საკუთარი თავი გამოხატონ საუბრის, თამაშის თუ წერითი დავალებების საშუალებით; შექმენით უსაფრთხო და ნაკლებად სტრესული გარემო, სადაც ერთმანეთის პატივისცემაზეა აქცენტი; დააწესეთ ნორმები და წესები ძალადობის წინააღმდეგ; განამტკიცეთ ძალადობის მიუღებლობა; ასწავლეთ და დააჯილდოვეთ არაძალადობრივი კონფლიქტის მოგვარება და თანამშრომლობა; აჩვენეთ მათ მზრუნველი და პატივისცემიანი ქცევა; ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს შორის თანამშროლობას, კონკურენციის ნაცვლად; ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს, რომ თვითშეფასება გაეზარდოთ, თავდაჯერებულები გახდნენ; ყოველთვის სიტყვიერად შეაქეთ მათი მცდელობები; შესაძლებლობა მიეცით, რომ სწავლის პროცესში გაერთონ და იმხიარულონ; დაეხმარეთ, რომ საკუთარი სიძლიერეები აღიარონ და შეიგრძნონ წარმატება; სკოლასთან პოზიტიური კავშირი გაზარდეთ - შეეცადეთ ბავშვის ინტერესი/ძლიერი მხარეები შეუსაბამოთ სკოლის პროგრამას; მაქსიმალურად მხარი დაუჭირეთ ჩართულობას; ესაუბრეთ მოსწავლის მშობელს გაუზიარეთ თქვენი წუხილი ბავშვის პრობლემებთან დაკავშირებით. ჰკითხეთ თუ რას ამჩნევს თვითონ, როგორ იქცევა ბავშვი სახლში, ჰკითხეთ მისი აზრით რა იწვევს პრობლემებს სკოლაში, მშობლეთან ერთად განიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ბავშვს დაეხმაროთ (თქვენ რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ და რა შეუძლია მშობელს). გახსოვდეთ რომ ხშირად ოჯახურ პრობლემებზე ოჯახის გარეთ საუბარი ძალიან რთულია. ოჯახში ძალადობაზე შეკითხვებს მშობელს ნუ დაუსვამთ. თავიდან აგრძნობინეთ, რომ გაწუხებთ ბავშვის პრობლემები და მზად ხართ დაეხმაროთ. იმ შემთხევაში თუ თვითონ დაიწყებს საუბარს ოჯახში ძალადობაზე, შესთავაზეთ დახმარება და მიაწოდეთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების, ასევე იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებსაც შეუძლია დასახმარებლად მიმართოს. გახსოვდეთ!ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი!
ბავშვთა მიმართ ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას. ბავშვისადმი ცუდად მოპყრობა ბავშვის ისეთ არაადეკვატურ მოვლას გულისხმობს, რომელსაც ბავშვისთვის რეალური ან პოტენციური ზიანი მოაქვს.
ჩვეულებრივ, ბავშვისადმი ცუდად მოპყრობის ოთხ ტიპს გამოყოფენ:
განვიხილოთ ძალადობის თითოეული ფორმა ცალ-ცალკე:
ფიზიკური ძალადობა - ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას.
ფიზიკური ძალადობა შეიძლება იყოს ერთჯერადი ეპიზოდი ან განმეორებადი ქმედებები - ცემა, ხელისკვრა, პანღურის ამორტყმა, დაწვა, კბენა, მოგუდვა, ნებისმიერი ტკივილის მიყენება (ჩქმეტა, ნემსით ჩხვლეტა და ა. შ. ).
ფიზიკური ძალადობაა “განსაკუთრებული” დასჯის გამოყენება - წამება, ბავშვის ჩაკეტვა ბნელ ადგილას (სარდაფში, საკუჭნაოში, ყუთში), ისეთი სამუშაოს შესრულების მოთხოვნა, რომელსაც ბავშვი ვერ გაუმკლავდება.
უმეტეს შემთხვევაში ბავშვები მალავენ მასზე განხორციელებულ ძალადობას, განმეორებითი ძალადობის შიშის გამო. ჩვენი შეშფოთება და ფაქტის გარკვევის მოთხოვნილება უნდა გამოიწვიოს შემდეგმა ფიზიკურმა და ქცევითმა ნიშნებმა, როგორიცაა- სისხლჩაქცევები, დამწვრობის კვალი, შეშუპებები, კოპები, ნაკაწრები, სხვადასხვა ფერის ჩალურჯებები(რაც მეტყველებს სხვადასხვა დროს მიყენებულ დაზიანების კვალს. )
ასევე საყურადღებოა ბავშვის ქცევის შემდეგი ნიშნები:
ემოციური ძალადობა - როგორც კვლევები უჩვენებენ ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგანაც ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას.
რა არის ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა?
ემოციური ძალადობა გულისხმობს ბავშვთან მუდმივად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, მუდმივად გაკრიტიკება- ბავშვის მუდმივი დამცირება, დაცინვა, კრიტიკა, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) ყვირილი, ასევე, ბავშვის თნდასწრებით უფროსების ჩხუბი და დავა.
ზოგჯერ უფროსები დასცინიან ბავშვს თუ იგი რაიმეს შეცდომით გააკეთებს ან იტყვის. შესაძლებელია ამ დროს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ ქცევას, რადგანაც ვერაფერს საზიანოს ამაში ვერ ხედავენ. სინამდვილეში ასეთი დაცინვა, როგორც წესი ბავშვს ძალიან თრგუნავს და აკარგვინებს საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენას. აკარგვინებენ სურვილს იმისა, რომ ის, რაზეც დაცინვით მიუთითეს, საერთოდ სცადოს ხელმეორედ.
ადამიანის ფსიქოლოგიის თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვი თანდათანობით იჯერებს, რომ ის მართლაც ისეთია, როგორც მას წარმოაჩენენ.
დაშინება - სერიოზული ფსიქოლოგიურ ძალადობას აქვს ადგილი, როდესაც ბავშვთან ურთიერთობა შიშზეა აგებული. შიშზე აგებული ურთიერთობის დროს ბავშვი მუდმივად სტრესშია, ეშინია ნებისმიერი ქმედების და ხშირად ვერც კი არჩევს რის გამო შეიძლება დაისაჯოს და რის გამო არა. ასეთ დროს, ბავშვებს ყველა წვრილმანზე საყვედურობენ და მიუთითებენ, აშინებენ შედეგებით, რითიც საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებენ.
ხშირად როდესაც ბავშვები არ ასრულებენ მშობლის დავალებას, ხდება მათი დაშინება, თუმცა უკვე კარგად არის ცნობილი ფსიქოლოგებისთვის ის ფაქტი, რომ დასჯა და ფსიქოლოგიურ სტრესში ყოფნა ძალიან ცუდია ბავშვის მოტივაციისთვის. როგორც წესი ასეთ მიდგომა, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო აუარესებს და რეალურად უფრო დიდი პრობლემების გამომწვევია.
ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება – ძალიან ხშირად უფროსებს ავიწყდებათ, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და არ შეიძლება მას მოვთხოვოთ იგივე, რასაც უფროსი ასაკის ხალხს მოვთხოვდით. ზედმეტად დიდი, ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ბავშვს უყალიბებს დაბალ თვითშეფასებას. ის ფიქრობს, რომ რადგანაც თხოვენ, ალბათ უნდა შეძლოს და რადგანაც ვერ ახერხებს წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, ესე იგი ის არ არის ნიჭიერი, ძლიერი, ჭკვიანი და ა. შ.
ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები
მუდმივი სიტყვიერი თავდასხმები და შეურაცხოფა , ბავშვს სულიერად ასუსტებს და აზიანებს კავშირს ბავშვსა და საზოგადოებას შორის. ხშირად ასეთ სიტუაციებში ბავშვები კარგავენ უსაფრთხოების შეგრძნებას, რაც თავის მხრივ იწვევს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. შმითუმეტეს ბაშვები, რომლებიც მუდმივად ან ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას მშობლების მხრიდან, გახდნენ გადამეტებულად მორჩილნი მშობლების მიმართ და სრულიად დაკარგონ დამოუკიდებლობის შეგრძნება ან პირიქით, შეიძლება მშობლებს ერთ დღესაც აუჯანყდნენ და მთლიანად უარყონ მათი ავტორიტეტი.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თუ ბავშვი შეესწრო სხვის მიმართ განხორციელებულ ძალადობს (ფიზიკურს ან ფსიქოლოგიურს) ის ისევე ითრგუნება, როგორც მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს.
სამწუხაროდ, არაინფორმირებულობის გამო, დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითები უბრალოდ ბავშვის „დისციპლინისთვის“ აუცილებელი საშუალებებია და მეტი არაფერი. ბევრი ფიქრობს, რომ ამ, ასე ვთქვათ “დისციპლინის” უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საშუალებების გადამეტებულ გამოყენებას არანაირი ზიანი არ მოაქვს. სამწუხაროდ ისინი ცდებიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, რათა შევამციროთ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები და ძალადობის ნაცვლად თბილ, სიყვარულით გარემოცულ და მზრუნველ გარემოში გავზარდოთ ჩვენი პატარები, რათა მივცეთ მათ საშუალება ირწმუნონ საკუთარი უნარების და გახდნენ სრულფასოვანი, მოსიყვარულე, სათნო, საკუთარი შესაძლებლობებში დარწმუნებული წარმატებული ადამიანები.
ემოციური ძალადობა ყველაზე ძნელი ამოსაცნობი ფორმაა. ფსიქოლოგიურად დათრგუნული ბავშვების ამოცნობა ძნელია, რადგან ემოციური ძაადობა არ ტოვედს სხეულზე კვალს, მისი უარყოდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ბავსვის განვითარებს შემდეგ პერიოდში.
ემოციური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ტიპიური ფიზიკური და ქცევითი გამოვლინებებია:
სექსუალური ძალადობა - ფიზიკური ძალადობის სპეციფიური ფორმაა, რომლის დროსაც ბავშვისადმი მიყენებული ფიზიკური (და ასევე ფსიქოლოგიური) ზიანი გამოწვეულია მოზრდილთან სქესობრივი კონტაქტით. სექსუალური ძალადობა მოიცავს როგორც სქესობრივ აქტს, ასევე შეხებას და ფერებას. ასევე, სექსუალურ ძალადობად ითვლება ბავშვის სექსუალურ ობიექტად გამოყენება, რაც მოიცავს: სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნას, სექსუალურ გარყვნას, ეროტიული ელფერის ალერსს, თვალთვალს, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერების ნებართვას ან ხელშეწყობას, გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას, ღია საუბრებს სექსზე ბავშვის შოკირების ან მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით, სისხლის აღრევას (ინცესტი), სხეულით ვაჭრობის იძულებას და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ცოდნა სექსუალურ ძალადობაზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მაინც ბევრი მითი არსებობს ამ პრობლემის ირგვლივ. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ:
სექსუალური ძალადობის იმ შემთხვევებში, როდესაც მოძალადე ოჯახის წევრია, ბავშვის მხრიდან ძალადობის უარყოფა უფრო მოსალოდნელია. Oოჯახურ დინამიკას დიდი გავლენა აქვს ბავშვის უნარზე დაიწყოს და გააგრძელოს თხრობა მომხდარის შესახებ. ბევრი მიზეზი არსებობს რატომ შეიძლება ბავშვმა უარყოს ძალადობის ფაქტი. მათ შორის:
იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვმა შეიძლება ძალადობა უარყოს ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, ძალადობაგანცდილი ბავშვის გამოკითხვა უნდა მოხდეს გამოძიების პროცესის დასაწყისში რაც შეიძლება მალე. ბავშვთა გამოკითხვა საკმაოდ სპეციფიურია და ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნას საჭიროებს.
1. საშოს და ანალური ხვრელის ტრამვები;
2. ჰიპერსექსუალურობა ბავშვის ქმედებაში;
3. პერიოდული ტკივილები მუცლის არეში;
4. გაძლიერებული მასტურბაცია;
5. უძილობა, ღამის კოშმარები, სიბნელის შიში;
6. სისხლჩაქცევები, ნაკაწრები, კბენის ნაკვალევი დუნდულოებზე და გენიტალიის მიდამოებში;
7. ქავილი, ტკივილი, გამონადენი ან სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, საშოდან ან ასოდან;
8. ტკივილები შარდის გამოყოფის დროს ან შარდ-სასქესო სისტემის პერიოდული ინფექციები;
9. ქვედა საცვალის დასვრა;
10. სასქესო ორგანოების არეში უჩვეულო სუნი;
11. მოუსვენრობა ან დეპრესია;
12. კვების დარღვევა – სრული უმადობა ნერვულ ნიადაგზე ან გაძლიერებული მადა;
13. მოუხერხებელი, გაძნელებული სიარული და ჯდომის გაძნელება;
14. ორსულობა;
15. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
16. ბავშვები, რომლებსაც ასწავლიან, მაგრამ აგრძელებენ შარდვას ლოგინში, დადიან მოუწესრიგებლები და დასვრილები;
17. თვითმკვლელობის და თვითგანდიდების მცდელობა.
უგულებელყოფა - ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების (საკვები, საცხოვრებელი, ტანსაცმელი, მოვლა, მეთვალყურეობა, ყურადღება, განათლება, სამედიცინო დახმარება და სხვა) რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის თუ მეურვის მხრიდან, ობიექტური მიზეზების გამო (სიღარიბე, ფსიქიკური დაავადებები, გამოუცდელობა) ან ამგვარი მიზეზების გარეშე, რის შედეგადაც ბავშვის სრულფასოვან განვითარებასა და ფუნქციონირებას საფრთხე ექმნება.
1. ჰიგიენური ნორმების დაუცველობა;
2. ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა;
3. ასაკისა და სეზონისათვის შეუფერებელი ტანსაცმელი;
4. ქრონიკული დაავადებები;
5. ხარბი ჭამა;
6. ნევროზული ქცევები;
7. თამაშების არცოდნა;
8. თვითდაზიანება;
9. უკიდურესი პასიურობა ან აგრესია;
10. ემოციური და სოციალური მოუმწიფებლობა;
11. თვითშეფასების დაბალი დონე.
სისასტიკე და ძალადობა ადამიანთა საზოგადოებაში უძველესი დროიდან არსებობდა. ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის იმისა, როცა ბავშვების მიმართ არაადამიანური მოპყრობა სახელმწიფო დონეზე იყო დაკანონებული. რომის იმპერიის ძლიერების ხანაში მამას უფლება ჰქონდა გაეგდო საკუთარი შვილი სახლიდან, გაეყიდა მონად, შეეწირა მსხვერპლად და მოეკლა კიდეც. მიტოვებულ ბავშვებს მონებად იყენებდნენ, აიძულებდნენ პროსტიტუციასა და მათხოვრობას. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ფაბრიკებში იყენებდნენ ღარიბი ობოლი ბავშვების თითქმის უფასო შრომას, რომლებიც დაზგებთან ყოველდღიურად 16 საათს ატარებდენ, ხოლო რომ არ გაქცეულიყვნენ, კედელზე ჯაჭვით აბამდნენ.
ძალადობის გამომწვევი ფაქტორები განიხილება ერთობლიობაში და ქმნის ძალადობის განხორციელების სურათს, სადაც არ ხდება კონკრეტული მიზეზის დასახელება, თუმცა განისაზღვრება რისკები და ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე - ბავშვის უსაფრთხოების დონე.
ბავშვთა მიმართ ძალადობის საფრთხე განსაკუთრებით მაღალია იმ ოჯახსა და საზოგადოებაში, სადაც წარმოდგენილია ჩამოთვლილი ფაქტორების სხვადასხვა კომბინაცია. ძალადობის რისკ ფაქტორები ჯგუფდება სამ ძირითად კატეგორიაში: ინდივიდუალური სახის, ურთიერთობებში გამოხატული და საზოგადოებრივი.
ბავშვთა მიმართ ძალადობასა და უგულვებელყოფას აქვთ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგები.
პირველ რიგში, ძალადობა და უგულვებელყოფა მთლიანად ამახინჯებს ბავშვის ცხოვრებას, მის პიროვნებას:
1. უარესდება ბავშვის ჯანმრთელობა (ფიზიკური ჯანმრთელობა- შეიძლება ჩამოყალიბდეს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ენურეზი, ბრონქიალური ასთმა, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები და სხვა; მენტალური ჯანმრთელობა – შესაძლოა გაჩნდეს ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობები, შიშები, ქცევითი დარღვევები, სტრესული აშლილობანი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები შეიძლება დამანგრეველი იყოს, ხელი შეუწყოს სუიციდის, მკვლელობების ან ცხოვრებისეული დისფუნქციების განვითარებას; სექსუალური ჯანმრთელობა –ადამიანების მიმართ შიში, სქესობრივი ურთიერთობის შიში და სხვა).
2. ბავშვი ვერ აღწევს წარმატებებს განათლებაში, პირად განვითარებაში.
3. ბავშვს უჩნდება სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები: ვერ ეგუება მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ცვლილებებს, არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, არ შეუძლია პოზიტიური ურთიერთობების დამყარება, არ არის კანონმორჩილი, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება, აქტიური და ინიციატივიანი ქცევა;
4. საფრთხე ექმნება ბავშვის შემდგომ ეკონომიურ კეთილდღეობას. (ბავშვი ვერ იღებს საჭირო განათლებას, მომავალში არ არის მზად მუშაობისათვის, ვერ აღწევს მატერიალური უზრუნველყოფას, ვერ ხდება კარგი მეოჯახე).
5. ძალადობით გამოწვეული ფიზიკური დაზიანება ხელს უშლის მომავალში ბავშვის პოტენციალის გამოვლინებას;
6. ადრეულ ასაკში აქვს ძალადობაგანცდილი ბავშვის თავის ტვინი სტრუქტურულად შეცვლილია და მთელ მის ცხოვრებაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას.
7. სხვადასხვა კვლევებიდან გამომდინარე, ზრდასრული კრიმინალების 70% ბავშვობაში ძალადობაგანცდილი და უგულვებელყოფილია.
ძალადობის შედეგები აისახება არამარტო პიროვნულ, არამედ სახელმწიფო დონეზეც, ვინაიდან მსხვერპლთა პრობლემების მოგვარება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან. აქ იგულისხმება მსხვერპლთა: სამედიცინო დახმარება მწვავე შემთხვევებში; სამედიცინო რეაბილიტაცია; ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; სოციალური დახმარება; მსხვერპლისა და მოძალადის სოციალური რეაბილიტაცია და სხვა სახის ხარჯები.
ბუნებრივია, იზოლირებული ბავშვი, რომელსაც დაბალი თვითშეფასება აქვს, ძალადობის მიმართ უფრო დაუცველია.
ძალადობის ყველა ფორმა ერთანირად ვერ აიხსნება. ფიზიკურ ძალადობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ბავშვებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ბატონობს და აგრეთვე, როდესაც სიღარიბე და სხვა სოციალური ფაქტორები ძლიერ სტერსს იწვევენ და უარყოფით გავლენას ახდენენ ოჯახის წევრების ურთიერთობებზე. მაგარმ მხოლოდ სიღარიბის და სტრესის გამო ვერ ავხსნით, რატომ აქვს სექსუალურ ძალადობას ადგილი. ბავშვებზე სექსუალური ძალადობა უმთავრესად მოზრდილების – განსაკუთრებით კი მამაკაცების – ფიზიკური ძალის არაშესაფერისი გამოყენების შედეგია.
აქვე იხილეთ სხვა ნაშრომებიც:
• დევიაციური ქცევა და მასთან დაკავსირებული ფსიქოლოგიური პრობლემები
ტეგები: qwelly, საზოგადოება, სოციუმი, ფსიქოლოგია, ძალადობა
ფსიქოლოგიურ-ემოციური ძალადობის ნიშნები ყოველთვის არაა აშკარა, ეს ალბათ უფრო იმ ასაკში, როცა არ შეუძლია ბავშვს იმ ფორმით გადმოცემა ემოციების, რომელიც უფროსებისთვის უფრო გასაგები ან შესამჩნევი იქნება. ან უბრალოდ არ ექცევა საჭირო ყურადღება საჭირო დროს, სამწუხაროდ
ქალბატონო ნათია,გეთანხმებით ,ფსიქოლოგიური ძალადობა ყველაზე ძნელი ამოსაცნობია,სამწუხაროდ დაახლოვებით ბავშთავთა 80 % განიცდის ფსიქო-ემოციურ ძალადობას,რომელიც სამომავლოდ აუცილებლად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე.გადამეტებული კონტროლი,მეტსახელების შერქმევა,ბავშვის დარწმუნება სრულ უუნარობაშ,რომ სხვა სჯობია,ბავშის წინაშე დადგმული ძალადობრივი კომფლიქტები,ისეთი მოთხოვნები რომლებიც ბავშვის შესაძლებლობას აღემატება,თუნდაც კარგად სწავლა....და უამრავი მსგავსი ფაქტები...სამწუხაროდ ოჯახს და სკოლა დიდი წვლილი მიუძღვის ამაში.ხშირ შემთხვევაში ამას ბავშვის მკაცრად აღზრდა ქვია...შვილი მტრულად გაზარდე,მოყვრულად ამოგადგებაო,მე კი ვიტყოდი,რომ მტრულად გამოგვაგება.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•