
ბარაკონის საკათედრო ტაძარი, ერთ-ერთია იმ შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან რომელიც ულამაზეს რაჭას განსაკუთრებულ მადლსა და სიწმინდეს ჰმატებს.
სვეტიცხოვლის მგალობლებშიც არიან რაჭველები. ერთი განსაკუთრებული რაჭველი გვყავს. განსაკუთრებულია ხმით, ზომით და გაქანებით.
1996 წლიდან მოყოლებული, ბარაკონის ტაძარს უამრავი ხატი შესწირა. ჩვენი გუნდი კი პირველად 2009 წლის 28 აგვისტოს ეწვია რაჭას, სწორედ თეიმურაზის "ხატშემწირველობის" გამო.
ჩემთვის პირველი შეხება იყო რაჭულ სილამაზესთან და ვერ დავმალავ, ეს იყო განცდა, რომ აქამდე ბუნების მშვენიერება არ მინახავს. მე მნახველმა ამისთანა ცის, ზღვის, სალი კლდებიის, ყაყაჩოს მინდვრების და ქვიშის ოკეანეების, უნდა ვაღიარო რომ რაჭული სილამაზე ჯერ-ჯერობით შეუდარებელია (სვანეთში არ ვარ ნამყოფი და აფხაზეთში, არც აჭარის მთიანეთში).
და აი, წელს მეორედ მხვდა ბედნიერება მენახა ბარაკონი. ვინც არ იცის ვიტყვი რომ ესაა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძენების სახელზე, XVIII საუკუნეში აგებული გუმბათოვანი ეკლესია. მსგავსად სვეტიცხოვლისა, ბარაკონიც ორი მდინარის - ლუხუნისა და რიონი შესართავთან ამაყად შავედრებს უფალს, მომლოცველთა სულებს.
დავიწყოთ თავიდან, ან იქიდან ტყიბულს რომ გადახვალ და დიდრონ მთას მიადგები გადასალახად.
მიხვეულ-მოხვეულ გზაზე მივიმღერით. არ ჩერდება გიტარა და არც გზას უჩანს ბოლო. მაჭუტალა (“поворотник”) თვალებს აპაჭუნებს - ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. გადავიარეთ უღელტეხილი და აღმომხდა - აი, შვილო ზღვა!!!
თუმცა რა ზღვა - უბრალოდ შაორი. უბრალოდ არა, ძალიან შაორი. ;)
- გაგვიჩერებთ?
- არა / ვერა, გვეჩქარება.
- ჰო კარგი.
სხვა გზა არ გვქონდა, მართლა გვეჩქარებოდა. მრავალძალზე ხალხი გველოდება, 2 საათზე მწუხრ-ცისკარზე უნდა ვიგალობოთ.
მრავალძალი - ესეც რაჭაშია, უბრალოდ ბარაკონზე იმსოტოლათი მაღლაა, თავი ღრუბლებში გეგონებათ.
იქაც ავედით.
ვაი იმ ასვლას. ჩვენ კი ვმღეროდით, მაგრამ აბა მძღოლისთვის გეკითხათ ემღერებოდა კიი??! გზა იყო ისეთი, გზის უნახავს გაგხდიდათ.
ერთი სიტყვით, ეს პოსტი ფოტოების გამო გავაკეთე.
მოკლედ რომ მოვჭრა. მრავალძალს ანჩისხატი შევწირეთ, ბარაკონს კათედრა და ღმრთისმშობლის ხატი. კაი, ვიმღერეთ, კარგად მოვილხინეთ და წამოვედით გულდაწყვეტილები - ცოტა იყოოოო.
იმედია მშრალი ფოტოშოუ არ გამოვა. ჰოდა აბა თქვენ იცით, გადაათვალიერეთ, მოიწონეთ, დააკომენტარეთ, მკითხეთ და გიპასუხებთ.
უკვე 28 აგვისტო იდგა. წირვის შემდეგ ტრაპეზზეც გემრიელად მივულოცეთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული. განთუმული რაჭული სტუმართმოყვარეობა, მართლაც საუცხოო გამოდგა.
ლამაზი რაჭული სუფრა, რაჭულად დაასრულა მეუფე ელისემ და ვიდრე ჩვენი "მარშუტკა" გამოცხადდებოდა და მცხეთისაკენ გამოვემგზავრებოდით, მამუკამ გიტარას დაავლო ხელი, მე კამერას და დანარჩენს თქვენც იხილავთ:
ტეგები: August, Barakoni, Chunters, Qwelly, Racha, Svetitskhoveli, Video, ბარაკონი, ბარაკონის საკათედრო ტაძარი, ბარაკონობა 2012, მეტი...მარიამობა, მგალობლები, რაჭა, სვეტიცხოველი, სვეტიცხოვლის მგალობლები რაჭაში
გამორჩეული სვეტიცხოვლის, გამორჩეულ მგალობელს, გამორჩეულად გენაცვალეთ იკა ;) ;) ;)
irakli said:
sveticxovlis gamorcheuli mgaloblebi genacvalet...
მაგარი სიმღერაა... :D
ხვალ ოთხიდან იქ ვართ, ზეგ 10_დან... ;)
ino said:
ტრიუმფალურისვლამზისკენ.......
მე.ნატრებით ^^
შეკითხვა არ მაქვს , რაც შეიძლებოდა მეკითხა გიწერია ..:)))
შენ სად ხარ ???? არ ჩანხარ არც ერთ ფოტოში :):):) :დ:დ:დ
არ ვჩანვარ ხო??? :( ვიდეოში ვარ... :) და ამ ფოტოაპარატს კი ვერ ვასწავლე რომ როცა მე ვიღებ, მეც გამომაჩინოს... :D :D :D :D :D :D :D
თათია ილურა said:
შეკითხვა არ მაქვს , რაც შეიძლებოდა მეკითხა გიწერია ..:)))
შენ სად ხარ ???? არ ჩანხარ არც ერთ ფოტოში :):):) :დ:დ:დ
:D:D:D:D:D:D:D:D ჰააააააააჰ
მე ხომ არ ვიცოდი შენი გადაღებული რომ იყო :)))
LsHისა... said:
არ ვჩანვარ ხო??? :( ვიდეოში ვარ... :) და ამ ფოტოაპარატს კი ვერ ვასწავლე რომ როცა მე ვიღებ, მეც გამომაჩინოს... :D :D :D :D :D :D :D
თათია ილურა said:შეკითხვა არ მაქვს , რაც შეიძლებოდა მეკითხა გიწერია ..:)))
შენ სად ხარ ???? არ ჩანხარ არც ერთ ფოტოში :):):) :დ:დ:დ
ჰოო.. ^^
ახლა მოვედი სახლში ))
LsHისა... said:
მაგარი სიმღერაა... :D
ხვალ ოთხიდან იქ ვართ, ზეგ 10_დან... ;)
მე ვისახავ მიზანს და მივიწევ წინ.და ვიცი არასდროს არ დავბრუნდები შინ.მე წავიყვან დედას და წავიყვან შვილს.მე დავტოვებ ყველას ვინც ხელს მიშლის.მოვძებნი ნაპირს იქ ავაგებ გემს.ან ავაგებ მარხილს გავუყვები მთებს.მივაგნებ მწვერვალს იქ ვიპოვნი ფრთებს.მე ვიპოვნი ფრთებს და მივწვდები მზეს.მე მივწვდები მზეს.დავხედავ კლდეებს და დავხედავ ზღვებს.მე დავინახავ პირქუშ დალუმპულ ტყეს.მე უფრო მეტად ვუახლოვდები მზეს და ერთხელ მაინც დავინახავ ღმერთს.მძინარე ქალაქს იქ ავუგებ გზებს.და დავარქმევ სახლეს უკინით ბნელს.მივყვები მაინც ჩემს ოცნების ფრთებს მე მცხელა და მაინც მივწვდები მზეს.მე მივწვდები მზეს.მე ვისახავ მიზანს და მივიწევ წინ.და ვიცი არასდროს არ დავბრუნდები შინ.მე წავიყვან დედას და წავიყვან შვილს.მე დავტოვებ ყველას ვინც ხელს მიშლის.მე დავასველებ ჩემს( ..... ) და გავუყვებიგზას გაუკვალავს.ვერ შევეგუე ჩემს გაცრეცილ ბედს.დავიწყებ ტრიუმფალურ სვლას მზისკენ.დავიწყებ ტრიუმფაულრ სვლას
ახალ ვერსიაში მე წავიყვან ცოლს და წავიყვან შვილს არის და კიდევ სხვა ჩასწორებები ტკოც... გამოუვალი მდგომაორება რომ მღერის...
gio mchedlishvili_მ თქვა:
მე ვისახავ მიზანს და მივიწევ წინ. და ვიცი არასდროს არ დავბრუნდები შინ. მე წავიყვან დედას და წავიყვან შვილს. მე დავტოვებ ყველას ვინც ხელს მიშლის. მოვძებნი ნაპირს იქ ავაგებ გემს. ან ავაგებ მარხილს გავუყვები მთებს. მივაგნებ მწვერვალს იქ ვიპოვნი ფრთებს. მე ვიპოვნი ფრთებს და მივწვდები მზეს. მე მივწვდები მზეს. დავხედავ კლდეებს და
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•