- აქ დიდხანს ვერ დავრჩებით ხომ იცით, დროებითი თავშესაფარი იყო და უკვე ორი კვირა გავიდა. თოვლიც დნეობას იწყებს.
- მარია არ წამოვა, ძალიან გულჩათხრობილია.
- სხვა გზა მაინც არ აქვს, კოლომბოს ლოდინის აზრს ვერ ვხვდები. ჯესიკამ თავისი გაიტანა.
მიოდი და ტარაკანი ამ საუბარში იყვნენ, როდესაც მარიამ დაუძახა:
- მეგობრებო, დროა ახალი თავშესაფარი მოვნახოთ. აქ ვეღარ დავიმალებით. თოვლის ქულასაც ვეღარ გამოვკვებავთ.
- მზად ხარ რომ წავიდეთ მარია?
- უკვე ავიღე ყველაფერი, რაც მჭირება!
თოვლის ქულა ბუჩქებიდან გამოძვრა:
- უკვე მივდივართ?
- კი, პატარა ონავარო, დროა.
- ვახ, ისევ ახალი სახლი? მაგარია.
გადაწყვეტილი ამბავია, მოსაღამოვდება თუ არა, ახალი თავშესაფრის საძებნელად წავლენ.
- ღამით რატომ მივდივართ მიოდ?
- იმიტომ, რომ დღე საშიშია. შეიძლება მოგიტაცონ.
- მომიტაცონ? მე? მე რა დავაშავე?
- და, სადაც შენ ცხოვრობდი, შეიძლება იქ დაგაბრუნონ თუკი დღე ივლი. ძალიან საყვარელი ხარ თოვლის ქულა.
სადაც მე ვცხოვრობდი? ჩემს სახლში? იქ სადაც სითბო იყო? ამ ფიქრებში გაერთო თოვლის ქულა და ყურადღებასაც ვერ აქცევს მიოდის საზარელ ისტორიებს. მოაგონდა პირველი ემოციები და განცდები, როგორ უნდოდა უკან დაბრუნება.
- გაიღვიძე თოვლის ქულა, წასვლის დროა.
- რა უცნაური ვინმეა, წეღან ველაპარაკებოდი და უცბად ჩაეძინა.
- შენი ნარნარი ხმა იავნანად მოესმა საყვარელო მიოდ - გაეხუმრა მარია.
- ავიბარგეთ და სირბილით გავიქცეთ. ამ ქუჩის ბოლომდე მაინც არსად არ არის თავშესაფარი.
თოვლის ქულა ისევ ტარაკანის ზურგზე მოექცა. გარეთ ჯერ კიდევ ციოდა, მითუმეტეს როდესაც ტარაკანი ქარითივ გაიქროლებდა ხოლმე.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია