Qwelly_ზე იყო მთელი სერია მონეტების შესახებ, ალბათ ისიც გახსოვთ მონეტებით მკურნალობაც რომ შემოგთავაზეთ. საქმე ისაა, რომ ჩემს სარდაფში დღესაც მრავალ მონეტას მონახავთ ბელადების და რევოლუციონერების თავებით. ჯართში იმას არავინ ჩაიბარებს, ღირებულება აღარ აქვს, გადაყრაც არ გამომდის - "იიიყოს შვიილო, იიქნება გადაბრუნდეს ქვეყანა და დაბრუნდეს ძველი დრო" ← ეს სიტყვები მუდამ შემომეგებება ხოლმე როგორც კი ნაგვის ურნისკენ გავაქანებ ჩხრიალა ხურჯინს. რამდენიმე კილო უკვე გადავყარე ადრე, მაგრამ ახლა www-ს ქექვისას ისეთ კარგ რამეს წავაწყდი, ლამისაა გული დამწყდეს. 

       მოკლედ, აღმოჩნდა რომ ქვეყნის გადაბრუნების მაგივრად, გადმობრუნებულზეც შეიძლება ხეირი ნახო ამ მონეტებისგან. დიზაინერმა ანდრე ლევიმ, რომელსაც ალბათ სახლში ჩემსავით "ის დრო ჯობდა" ბებია ჰყავდა, მოიფიქრა როგორ გამოეყენებინა ეს "სიმდიდრე". იყიდა ლაზერული ჩავლური "ფუნჯი" დაჯდა მიკროსკოპულად მოწყობილ სამხატვროში და საქმეს შეუდგა. ვერ გეტყვით რომ რაიმე ორიგინალური დახატა, მაგრამ უმეტესობა გმირებისა თქვენთვის ნაცნობი და საყვარელია, თან აინშტაინის ხურდით რომ დადიხარ, სულ სხვა ხიბლი აქვს.

       ბევრი რომ არ გავაგრძელო, იხილეთ და რამდენს ამოიცნობთ დაწერეთ. 

 

ტეგები: interesting, გამოსახულება, მონეტა, შემოქმედება, ძველმანი

ნახვა: 993

გამოხმაურებები!

 კარგი პოსტია, გიწონებ :) 27-ე კონკია.. კიდევ ამოვიცანი ვიღაც-ვიღაცეები :D :D

რა მაგარიააააა,კონკია ძალიან მომეწონა

kaia

არა Kakha, ნაპოლეონი არ ძველდება :D 

Kakha_მ თქვა:

ლაშა აქ ნაპოლეონი არ არის? :D :D 

Kakha 100 წლის ნამცხვარი სად გასინჯე? :D :D :D 

Kakha_მ თქვა:

 ლაშა  მაგაში გეთახმები, ნაპოლეონი 100 წლიანი დაძველებით მაგარი რაღაცაა:D 

გვანც მშვენიერი გადაწყვეტაა :) 

გვანცა_მ თქვა:

მე უკეთესად გამოვიყენებდი მაგ მონეტებს :) 

რამახინჯი ამელია :3

მგონი ჟან-ჟაკ რუსოს ხატავდნენ და ამელი გამოუვიდათ ცის :D 

ცისია_მ თქვა:

რამახინჯი ამელია :3

ზუსტად ეგ არის მაიკო, ჰოლი ბერის პორტრეტია )) 

maiko ratiani_მ თქვა:

პირველი ქალი - კატაა? :D

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters