ომის კალო გახურდა და გახურდა. ეშმაკებმა გალეწეს და გალეწეს ახალ-ახალი ძნები. სოფლებში მოდიოდა მონატრების წერილები, მოდიოდა გარდაცვალების დეპეშები, მოდიოდნენ ხეიბრები, ზოგი - უფეხოდ, ზოგი - უხელოდ, ზოგი - როგორ და ზოგი - როგორ. ცოცხალი კაცის მოსვლა მაინც დიდი სიხარული იყო სახლში, მაგრამ ბევრი თუ გამოჯანსაღდა, ბევრმა დეპეშის ნაცვლად შინ სიკვდილით აატირა ცოლ-შვილი და დედ-მამა.
ღვთის ნებით საპყარი წამომჯობინდა.
ხარ-გუთანიც გამართა.
მოხნა.
დათესა.
მომკო ყანა.
გალეწა ღვთისგან ბოძებული პურის ძნა. კაცურად გალეწა და არა ისე როგორც სატანებმა გალეწეს მილიონები ეშმაკის კალოზე.
საპყარმა პურის ძნა გალეწა, ბზე გაანიავა, ხორბალი მზეზე გაფინა, წიქვილის ბორბალი დაატრიალა, ხვიმრიდან ფქვილი ამოიღო, შინ მიიტანა, დაჯდა და თუთუნი გაახვია გაზეთში.
გააბოლა...
და ვიღაცამ იკივლა: ძია საპყარ, ბაყდარის წერილი მოგივიდა!
ახლა ბაყდარი იწერება:
მოგიკითხავ ძმაო. უშენობა მომენატრა.
წერილის წერისთვის დიდი დრო არა მაქვს, ხომ იცი მეომარი კაცის ამბავი, ამბების მოსაყოლად ვინ დაგაცდის. ვჩქარობ, მაგრამ ერთი ამბავი როგორმე მაინც უნდა მოგწერო, სანამ სანგარში ვზივარ. წეღან ჩამთვლიმა და ის დევი მესიზმრა, შენ რომ ფრონტიდან მწერდი ხოლმე. მოვიდა და მეკითხება:
- კაცს ვეძებ და ხომ არ დაგინახავსო?
მე ჯერ კაცი მეგონა და არც შამშინებია, გაბრაზებულმა შევუმზირე:
- ვერ ხედავ ამ ბრძლის ველს, საითაც გაიხედავ, ზოგან ცოცხალ კაცს დაინახავ და ზოგან - მკვდარს.
- არაო, - მითხრა, - ერთ თვეზე მეტი აქ დავეხეტები და იმ კაცს ვერც ცოცხალს წავაწყდი და ვერც მკვდარსაო.
- რა კაცი იყო ეგეთი, რომ მთელი ბრძოლის ველი მოგივლია იმის გულისათვის?
- ერთი დაბეჩავებული ჩია კაცი იყოო.
- მერე რაღა მე მომადექი იმის საძებნელად? ხო ხედავ, დღეს რომ ამ სანგარში ვწევარ, ხვალ სად მომხვდება ბრმა ტყვია, აბა, რა ვიცი, წადი, ძაო, თავი დამანებე, შენნაირი ნახე-მეთქი.
- ჩემნაირობას რო გატყობ, იმიტომაც გეკითხები შენო.
- შენნაირობა რა შემატყვე მეთქი?! - აქ კი გული მომივიდა და თოფი შევაყენე.
- გაიხედ-გამოიხედე, თუ ამ ბრძოლის ველზე შენნაირი დევკაცი იყოსო.
აქ კი გულმა რეჩხი მიყო.
- შენნაირები მაშინ იზრდებია, როცა იმათ მოჭრილ ჭიპლარს დევს ჩაუდებენ ჯიბეში.
გავჩუმდი, აბა, რაღა უნდა მეთქვა, განა არ ვიცოდი ჩემი და შენი ჭიპების ამბავი.
- გიტლერის დედა ვატირე, ეს ომი რო გამართა და ხალხს მოსვენებას აღარ აძლევს, თორე ახლა მე და შენ ერთ კაი მდინარის პირას უნდა ვისხდეთ, დიდი ხე გვიჩრდილავდეს სუფრას, გვერდზე პატარა კოცონი გვენთოს, მდინარიდან თვითონ ამოხტებოდნენ თევზები, იმ კოცონის ღადარში გადაგორდ-გადმოგორდებოდნენ და პირის დაღების მეტიც აღარაფერია საჭირო, თანაც წითელი ღვინოებიც გვედგეს იქი-აქა დოქებით, სხვა, აბა, რა გვინდა მეტი, ჰა?!
- გვინდა, როგორ არ გვინდა! - შევუმრიზე.
დევი, ცოტა არ იყოს, შეცბა ჩემს შებღვერვაზე. ეტყობა, იწყინა, ამ დალოცვილიშვილს, ამ გაგანია ტყვიების სროლაში კაცმა რო არ იცის, ფეხზე მდგარს მოხვდება თუ მინდორზე დაწოლილს იმ ჩემი მოსისხლე გიტლერის ტყვია, ხედავ რა სუფრების სარჩევში შევიდა, ნახე, დევოო, ნახე, დევოო, როგორ შემომიბღვირა! - ეს ალბათ გაიფიქრა, ისე კი ჩემი გულის მოსალბობად დაამატა.
- კაი ირმის მწვადებიც!
- არც ეგ!
- მწყრები და ხოხბები!
- არც ეგ!
- მეტი რაღა, შე კაი კაცო, დევი ვარ, ამ გაგანია გიტლერის ომში, მეტი რა ვქნა?!
- რა ქნა და წეღან რო კაცი ინატრე, ისა. აბა, საპყარის გარეშე ჩვენს ქეიფს რა ეშხი ექნება, თანაც შენი მოსისხლე გიტლერის ტყვიით დაჭრილია კაცი და სახლში წევს.
- ვაი, შენ, ჩემო დევის თავო! - წაიშინა და წაიშინა დევმა უშველებელ თავში ხელები. გაიქცა-გამაიქცა, მინდორში რაღაც ბალახს ეძებდა. ამის დანახვაზე გაუხსნეს გერმანელებმა იქიდან წერტილი.
- დევო, დაწექი, დაწე-ექი! - გავძახი სანგრიდან. როგორც შენ არ გესმოდა იმ წუთში ჩემი ნათქვამი, ისე - იმას. მანამდე ირბინა, მანამ რაღაც ბალახი არ მომირბენინა სანგარში.
- ეს ბალახი საპყარს გაუგზავნე კონვერტით, მე იმასთან ვალში ვარ, ცუდი ჩვევა მქონდა, წარამარა მარცხენა ჯიბეში ვიყრიდი თხილს და ხელის ჩაყოფა-ამოყოფით გავიხვრიტე კიდეც. გავიხვრიტე და გამვარდა სადღაც საპყარის ჭიპი. იმის მერე კი დავეძებ ნემსსა და ძაფს, მაგრამ საპყარი რო შენსავით დევგარეული ვერ გაიზარდა? ვინ იცის, როგორ დარდობს გულში. ისე, ერთი კი მინდა გაგიმხილო - კაცის საზომი სული და გულია... ეეე, ძალიან დევურად ავლპარაკდი, აი. გაუგზავნე ეს წამალ-ბალახა, დალიოს ამის ნახარში და ნუღარაფრისა შეეშინდება. სანამ ცოცხალია არ მოკვდება...
ამ დროს ატყდა დიდი განგაში, სროლა, ერთი უშველებელი და გაუთავებელი წივილ-კივილი. ვინ სად გავრბოდით, აღარ ვიცოდით. ის დევიც სადღაც დამეკარგა. ბრძოლა რო მიწყნარდა, ჯერ ცოტა სული მოვითქვი, მერე თავ-პირსა და ტანზე დავიწყე ხელების სმა, დაჭრილი ხო არა ვარ, სისხლი ხო არცა მაცხია-მეთქი, ლოყის ქმოთ იმ დევის მოტანილი წამალ-ბალახა არ მაქვს შეხმარი?! ღმერთო დიდებულო, რა ქარ-ცეცხლში არ ვიკოტრიალე და ეს ერთი ბეწო ბალახი მე ჩამხუტებია, რო არ დამკარგვოდა. ხოდა, წერილთან ერთად გიგზავნი. ოღონდ წამლობის წესი არ დაგავიწყდეს, რაც დევმა მითხრა სიტყვა-სიტყვით გიწერ:
- ეს ბალახი მოადუღოს საპყარმა, იმის ნახარში დალიოს და ნუღარაფრისა შეეშინდება, სანამ ცოცხალია, არ მოკვდებაო
აბა, შენ იცი...
ერთი კი გავიფიქრე, მოდი, ამ წამალს არ გავუგზავნი მეთქი, მაგრამ ეტყობა, შენ უფრო გიშველის.
მე რა?
ბრძოლის ველზე როა კაცი გასული, მანამ ცოცხალია, ხო იცი არ მოკვდება...
ეგ არის ჩვენი წამალი!
ფრონტის ხაზი
შენი ბაყდარი
1944 წელი
"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•