იტალიური რივიერა - ეს არის რომის დასავლეთით მდებარე ადგილი, გენუადან საფრანგეთის საზღვრამდე გადაჭიმული ტერიტორია. ამ მრავალფეროვან მონაკვეთზე, სანაპიროზე მდებარე ზღვისპირა ქალაქებზე მეტად ყველაზე ცნობილია ლევანტე (ჩინკვე-ტერეს და პორტოფინოს აღმოსავლეთი), აქვე არის სოფლები და სანაპიროები, რომელთა ნახვაც ღირს. ყველაზე ხშირად შეიძლება გაიგონოთ ვენტიმილია და სან-რემო, ქალაქები რომელთა განსხვავებული კლიმატიც იზიდავს ხალხს დასავლეთის სანაპიროზე. ვენტიმილიაში მდებარეობს ვილა ჰანბური, 45 ჰექტრიანი ბოტანიკური ბაღი, რომელიც იტალო კალვინოს შთაგონების წყარო გახდა, როდესაც ის წერდა მის ყველაზე ცნობილ ნოველას "ხეზე მცხოვრები ბარონი".
1912 წლის აღწერით ვილა ჰანბურში მდებარეობდა 6 000 ბოტანიკური სახეობა, როგორც ტროპიკული, ასევე სუბტროპიკული. აქ შეხვდებით ხეივნებს, აგრეთვე უძველეს რომაულ გზას, რომელსაც ფონად ეშლება ზღვის ხედი. სან-რემოში არის მუნიციპალური კაზინო, შეუდარებელი არტ-ნუვოს შენობა, რომელიც გაიხსნა 1905 წელს, იგი მოიცავს მისაღებს, აგრეთვე აერთიანებს წვეულებების და მეჯლისების გასამართ ადგილებს, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში უკვე საკმაოდ ცნობილ და მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა.
ამ ორი ქალაქის გარდა ბევრი საინტერესო ადგილი შეიძლება ნახოთ, ყურეში ფირუზისფერი წყალი შესანიშნავ ხედს ქმნის, ადგილობრივ სოფლებში გავრცელებულია თევზაობა, საოცრად მოწყობილი ქალაქები მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. დოლჩეაქუას პროვინცია არის შესანიშნავი მაგალითი შუა საუკუნეების განვითარებული სოფლის, რომელიც ხეობაში მდებარეობს. კლოდ მონე მოგზაურობისას გაჩერებულა ამ ადგილზე, იგი მოხიბლული დარჩენილა გარემოს სილამაზით, რომელიც მისი რამოდენიმე ნახატის თემა გახდა. მეთერთმეტე საუკუნის ტაძარი და მეთხუთმეტე საუკუნის ნაგებობა არის ისტორიული ძეგლები რომლებიც უნდა ნახოთ, აგრეთვე მეცამეტე საუკუნეში აგებული ციხე-კოშკი. ზღვის გასწვრივ მთელი ტერიტორია მოიცავს მთებს და კლდეებს. ლიგურიაში გაშენებულია ზეთისხილის და ციტრუსების ტერასები, შეიძლება დააგემოვნოთ ჩინოტო, რომელსაც ამზადებენ მირტის ფოთლებისა და მჟავე ფორთოხლისგან, ეს არის საკმაოდ მწარე სასმელი, თუმცა წყურვილს აქრობს, იგი აუცილებლად უნდა მიირთვათ ერთხელ მაინც სანაპიროზე, როდესაც სიცხე შეგაწუხებთ შუადღისას.
ქალაქები ალასიო და ალბენგა გამოირჩევიან რესტორნების, მაღაზიების და კაფეების სიმრავლით. ქალაქი სავონა საზღვაო რესპუბლიკის მთავარი ქალაქი იყო 12-18 საუკუნეებში, ქალაქში შემორჩენილია სასახლე, რამოდენიმე კოშკი და უამრავი შენობა, რომლებზეც ასახულია მრავალფეროვანი ისტორიის კვალი. ზაფხულობით ეს არის ადგილი შესანიშნავი დასვენებისთვის, სუფთა გარემო და სანაპიროები, სადაც საკმაოდ პოპულარულია დაივინგი.
რივიერაში შეხვდებით ბევრ სასტუმროს, ზოგი მათგანი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საიდანაც იშლება საოცარი ხედები და მაღალი დონის მომსახურებაა, აგრეთვე შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო მყუდრო გარემო დასვენებისთვის და დააგემოვნოთ ტრადიციული იტალიური კერძები.
ნახვა: 740
ტეგები: Chinotto, Italo_calvino, Qwelly, Riviera, Rome, ბლოგი, გენუა, დოლჩეაქუა, ისტორია, იტალია, მეტი...იტალიური_რივიერა, იტალო_კალვინო, კლოდ_მონე, რივიერა, რომი, სან_რემო, ტროპიკული_სანაპირო, ქველი, ჩინოტო
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია