მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,

და დრო გადიოდა.

ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან ხაპში -
ხაპიდან - დოქში -
დოქიდან ჯამში -

ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული

გადადიოდა კაციდან კაცში…

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -

და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,

და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი…

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ და…

მიუხედავად ამისა, მაინც -

გამოიარა რუსთველის გული,
გამოიარა ვახტანგის გული,
გამოიარა თამარის გული,
გამოიარა სულხანის გული

და დღეს - შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს - ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს - სულხანის ნაქონი სისხლით -

თბილისის ფართო ქუჩებში დადის:

ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი,
ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი.

და…

იარონ!

იარონ!

იარონ!

ამინ

მუხრან მაჭავარიანი

Mukhran Machavariani, Qwelly, poetry, ვითარცა მტკვარი, მტკვარი, მუხრან მაჭავარიანი, ცნობილი პოეტი

ტეგები: Qwelly, ლექსი, მაჭავარიანი, მტკვარი, პოეზია

ნახვა: 771

გამოხმაურებები!

ჩემი ბავშვობის ლექსიიიიიი<3ერთი ლაშა არ დაიდიოდა??? :)   სამაგეროოოდ მცხეთის ფართო ქუჩებში დადის ლაშა ლაშა და ისევ ლაშა.:::P:P:D:*

rogor miyvars es leqsiii <3



tamari said:

rogor miyvars es leqsiii <3

მასხარააააააა... ჩემი ჰიპერ მასხარაააააა... :D ხო, მუხრანის დროს თილისში ლაშა არ დადიოდა თორემ ჩაწერდააააა... :D :D :D :D 

BOHEMA said:

ჩემი ბავშვობის ლექსიიიიიი<3ერთი ლაშა არ დაიდიოდა??? :)   სამაგეროოოდ მცხეთის ფართო ქუჩებში დადის ლაშა ლაშა და ისევ ლაშა.:::P:P:D:*

mtlad masec ar iqnebodaaaaa axlaaaa: ))).............. : ))

საინტერესო ისაა, ამდენი ლონდა სად ნახა მუხრანმა, რომ გააპოეტურა ეს სახელი.

Nirvana_მ თქვა:

mtlad masec ar iqnebodaaaaa axlaaaa: ))).............. : ))

ლეილა არ არის იშვიათი სახელი, მაგრამ პირადად მე, ლონდა მარტო თმის საღებავი ვიცი ))

Kakha_მ თქვა:

ლეილა ხომ ქუხს და ჭექს :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters