გაგირეცხავთ ოდესმე ხაჭაპური ან ფხლოვანა ან რომელიმე გამომცხვარი ღვეზელი? დღეს ამის რეცეპტსაც გასწავლით. კავკასიაში, ყველი და პური და მისგან შექმნილი ხაჭაპური, ყველა კუთხესა თუ რეგიონში თავისებურად იცვლება - გურიაში მოხარშული კვერცხი დაუმატეს, აჭარლებმა ზედ მოახალეს, ზოგმა ზემოდანაც სულგუნი მოაყარა, ზოგიერთმა შამფურზე წამოაგო, უფრო თანამედროვენი ბეკონით შეკაზმითაც ვართ ცნობილები (იხ. ხაჭაპურის რეცეპტები). შედარებით ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კავკასიაში, მსგავს კერძებს მეტწილად მწვანილებით აწყობენ.
ჩეპალგაში, ტრადიციული ჩეჩნური კერძია სწორედ მწვანილიანი ხაჭაპურების კატეგორიიდან, რომელიც ხაჭოს და მწვანე ხახვისგან კეთდება, თუმცა მისი მომზადება ტრადიციულ გარემოში უმაღლესი ქულებით არის შეფასებული. Qwellynaria კი ექსკლუზიურად გთავაზობთ ჩეპალგაშის რეცეპტს ქართულად, პირველად ქართულ ინტერნეტ სივრცეში.
ცომი:
ჩაყარეთ ფქვილი თასში და მოაყარეთ მარილი. შემთბარ კეფირს დაუმატეთ სოდა, მოასხით ფქვილს და გადაზილეთ რბილი, ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე. გადააფარეთ და გააჩერეთ 30 წუთი.
შიგთავსი:
ხაჭოს შეაზილეთ კვერცხი, დაუამტეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და საჭიროების შემთხვევაში, მოაყარეთ მარილი გემოვნებით. მთელი ეს მასა, გაყავი 8 ნაწილად.
გადმოიღეთ ცომი და გაყავი 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი ჯერ ხელით გააბრტყელეთ, მოათავსეთ მის ცენტრში შეიგთავსის 1/8 ნაწილი, შემოუკარით თავები და შემდეგ, საბრტყელებლის დახმარებით მიიყვანეთ ძალიან თხელ, თითქმის ალადების, ხმიადების მსგავს სისქემდე.
ადეთ ზედ თითოეული ფენა და გამოაცხვეთ, მთავარია ოდნავ შეიბრაწოს ორივე მხრიდან. დასჭირდება 2 წუთი თითოეულ გვერდს.
საბოლოო იგრედიენტი, ჩაასხით სუფთა თასში ან ქვაბში ცხელი წყალი და თითოეული მზა ჩეპალგაში ამოავლეთ იქ (მიმწვარი ადგილების და ზედმეტი ფქვილის მოსაცილებლად). დაალაგეთ ფენები ერთმანეთზე ბლინების სახით.
P.S. ტრადიციულად, ამ კერძს მიირთმევენ ბევრ ცხიმთან ერთად, უმეტესწილად გამდნარ კარაქთან. ცხადია, მის გარეშეც უგემრიელესი იქნება.
P.P.S. ასე მარტივ გამოსაცხობიც არ გეგონოთ, მისის სისქიდან გამომდინრე, შეიძლება ის გაგისკდეთ, ან წყალში ამოვლებისას ძალიან დაგირბილდეთ და გაფუჭდეს, ამიტომ ჩეჩნეთში ითვლება, რომ ამ კერძის გაკეთება ყველა ქალმა უნდა იცოდეს, თუმცა მხოლოდ ერთეულებს შეუძლია მისი სწორად და კარგად გამოცხობა - იმ ერთეულებს კი კულინარიის უმაღლესი ჯილდო აქვთ.
ტეგები: Qwellynaria, რეცეპტი, ღვეზელი, ყველიერი, ჩეჩნური, ხაჭაპური
ჭამის წინ კი არ უნდა ამოავლო, გემრიელო, გამოცხობის მერე. მერე დაელოდები და უკვე გაგემრიელდება. მე მისი თხელი ცომი მომეწონა გასაკუთრებით. ცოტა ჩვენებურად თუ გადავკეთებთ, კარგი გამოვა.
თათია_მ თქვა:
სველი ხაჭაპური რა უცნაურობაა :დდ არამგონია განსაკუთრებულობით გამოირჩეოდეს
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•