ძილს თავს ძლივს ართმევდა,გამოფხიზლებას ცდილობდა. გონებაში უამრავი სიტყვა უტრიალებდა. უამრავი ფრაზა თუ წინადადება.... "თურმე ღმერთი არსებობს" ეს ერთერთი მათგანია,რადგან "თავდაპირველად  იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო ღმერთი"...! უნდა დავწერო: თვალი ოდნავ გაახილა და წამოჯდა. ასე იყო ცოტა ხანი ..ოდნავ თვალგახელილი,ძილბურანში პატარა ტახტზე და ფიქრებს თავს უყრიდა. უნდა ჩავინიშნო თორემ დამავიწყდება..ისევ შეახსენა თავს. დილის სიგრილემ მთელს სხეულში დაუარა..ცოტა გამოფხიზლდა და წამოდგა...გრძელმკლავიანი უჯრადებიანი მაისური გადაიცვა,ჭიქა წყალი დალია და ბლოკნოტს და კალამს დაუწყო ძებნა...იპოვა და დილის ფიქრებს გადახედა..რომლით დაეწყო...არადა გონებაში უამრავი სიტყვა ტრიალებდა....ფანჯარასთან მივიდა,ცას ახედა. მზე ჯერ არ სჩანდა მაგრამ მის ნათელს უკვე ირეკლავდნენ ღრუბლები...ლურჯ ცაზე თეთრი ქათქათა ღრუბლები ალაგ-ალაგ ბრწყინავდა..ნახევრად მძინარე და თვალმოჭუტული წერას განაგრძობდა იმ ბლოკნოტში,რომელიც მამამისისთვის იყიდა საჩუქრად დაბადების დღეზე..მამას შენახული ჰქონდა..ახლა მამა აღარ იყო..ამ  ტყავის ყდიან ,მოჭადრაკულ ბლოკნოტში თავის განცდებს,ფიქრებს აზრებს ინახავდა....გარედან შაშვების გაუთავებელი გალობა და მამლების ყივილი ისმოდა.....:"რამდენი სიტყვაა სამყაროში" ისევ ფიქრებში ჩაიძირა...მერე  ისევ ცას ახედა...თოლიების და მერცხლების გუნდი ტრიალებდა ლაჟვარდში...საოცარი სანახაობა იყო..ამან სრულიად გამოაფხიზლა...."დღეს ხომ 8 აგვისტოა,ზაფხულის ბოლო თვეც დაიწყო"...იქვე ფანჯარის რაფასთან იდგა და თან წერდა....გარეთ კი დილის სასიამოვნო სიგრილე იდგა..."ქალები,გოგოები,რომ იზრდებიან მიდიან თავიანთ ოჯახებს ქმნიან,შვილებს აჩენენ უვლიან,მეუღლეები ხდებიან"....ეს წუხანდელი ფიქრი ამოუტივტივდა რატომღაც....                   "არ დანებდე გესმის"? ჩასძახა რაღაც ხმამ....ადამიანი ცხოვრებისთვის ,სიყვარულისთვის ,წინსვლისთვის და სიცოცხლისთვის არის შექმნილი.......ეს ისეთი სავალდებულო მორალური კანონია,როგორც ჯარში გაწვევა სრულწლოვანი ჯანმრთელი მამაკაცისთვის.....ჰოდა როცა გონებას ათასგვარი მწუხარე ფიქრი შეიპყრობს გაიხსენე ,რომ ვალდებულება, ყველზე მთავარია ცხოვრებაში....ვალის მოხდა თუ გადახდა....რომ არ დაკარგო მთავარი და დარჩე ღირსეული ღმერთთან და საკუთარ თავთან! ჰოდა მიუხედავად იმისა ,რომ შეიძლება ეს მეტისმეტად რთული და მძიმე მოგეჩვენოს,როგორც ადამიანს არ გაქვს უფლება უარი თქვა ან თავი აარიდო..ეს თანდათან ჩამოგაშორებს იმ ბნელ და მტაცებელ გარემოს რომელიც ჩაყლაპვას გიპირებს,ნათელი კი თვითონ მოეფინება  რადგან ეს გარდაუვალი პროცესია!!!                 უკვე სრულიად გამოფხიზლებული ,ნათლად აღიქვამდა ყველაფერს...ფანჯრის მინასა და დარაბას შორის მკვდარი ღამის პეპელა ეგდო. დაკეცილი ფრებით და ალბათ ღია თვალებით..გარეთ გაიტანა და მიწაზე დადო.."ბოლოს ხომ მიწად იქცევა ყოველი"!!!...ესეც ღმერთის ხმა იყო......-აი თურმე სად ხარ?! ს ი ტ ყ ვ ა შ ი!!!! დიახ სიტყვაში!..რადგან " პირველად იყო სიტყვა ! და ეს სიტყვა იყო ღმერთი!!!  მე კი როგორ გეძებდი..ჩუმად ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა...გონება გაუნათდა.ახლა უკვე გრძნობდა ამ სიტყვის დიდ,დიად, მაცოცხლებელ ძალას....  

ნახვა: 1013

ტეგები: Qwellyland, დილა, ზაფხული, ქრონიკა

ლაშა: აგვისტო 9, 2017||12:56am
ბედნიერება სწვევია, თუკი სიტვაში ღმერთი იგრძნო. მშვენიერი საკითხავია.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters