დღეს მომივიდა ესემესი, რომ თურმე დავალიანება მაქვს თიბისი ბანკში 17 ლარის ოდენობით, რადგან ფეხით ვმოძრაობდი და ისედაც ქუჩაში ვიყავი შევედი თიბისი ბანკის ფილიალში სადაც აღმოჩნდა რო ლაპარაკი იყო 2015 წელს ჩემს მიერ გახსნილ საბანკო ბარათზე, რომელიც მინდოდა რომ გამომეყენებინა ერთ ერთი უცხოური ონლაინ მაღაზიიდან ნივთის გამოწერაში მაგრამ ვერაფერში ვერ გამოვიყენე რადგან როდესაც საბანკო ბარათი გადმომცეს კონვერტით პინ კოდთან ერთად აღმოჩნდა, რომ ეს პინ კოდი არასწორი იყო არ ემთხვეოდა და ბოლოს როგორც გაირკვა ეს ბარათი საერთოდ ბრაკი იყო თუმცა ამ ბარათის აღებიდან უკვე 2 კვირა იყო გასული რადგან აღებისთანავე არ შემიმოწმებია შემდეგ მითხრეს ავლაბრის ფილიალში რომ მივსულიყავი იქ სადაც ეს ბარათი გასცეს ანუ ლესელიძეზე, მივედი და ავუხსენი რომ მათ მიერ გაცემული ბარათი ბრაკი იყო და გაეუქმებინათ დამეთანხმნენ და მითხრეს რომ პრობლემას მოაგვარებდნენ ის ნივთი და ონლაინ მაღაზიაც დავივიწყე, ამის გამო არა ისედაც ზუსტად არც ვიცოდი მეყიდა თუ არა, ხოდა დღეს უკვე 3 წლის მერე მომდის სმს თითქოს დავალიანება მაქვს თიბისი ბანკის ბარათის მომსახურეობის, ბანკში შესულს განმიცხადა ოპერატორმა ცქრიალა გოგონამ, რომელსაც როგორც ჩვეულებრივ ბანკის ოპერატორებს, დაყენებული ხმის ტემბრი ხელოვნური მანერები და ზომბირება ახასიათებთ, რომ სამწუხაროდ ვერ დამეხმარებოდნენ, არ იფიქროთ რომ ეს სამწუხაროდ რაიმე სახის წუხილზე მიანიშნებდეს ისე უბრალოდ უნდა თქვას მასე ასწავლეს ტრენინგებზე :D და გადამამისამართა მარჯანიშვილის თიბისი ბანკის ფილიალში იქო 8მდე არიან გიშველიანო ჩვენთან მენეჯერიც აღარ არი უკვე წავიდაო თიბისი ბანკში მისულს ერთი 3 თანამშრომლის და ბევრი შეკითხვის მერე შემიყვანეს კაბინეტში გოგონასთან თუ არ ვცდები ელენე ეწერა ბეიჯზე, რომელსაც ასევე სანდომიანი გამოხედვა ცქრიალობა და საქმისადმი მოწოდებულობა ახასიათებდა სხვა დაბალი რანგის თანამშრომლებისგან კი იმით განსხვავდებოდა, რომ ამას ხელოვნურობა არ ახასიათებდა ბუნებრივად ეგეთი ზომბი იყო, რომელმაც ვერც ერთ შეკითხვაზე ვერ გამცა პასუხი, თუ რატომ არ გამაფრთხილეს თავის დროზე რომ ეს ბარათი ფასიანი იყო, ან რატომ არ გააუქმეს როცა მე სპეციალურად მივედი და ვუთხარი რაზეც თავი დამიქნიეს ან დავალიანება, რომ მერიცხებოდა ამდენი წლის განმავლობაში რატო არ ვიყავი ინფორმირებული ან საერთოდ რატომ უნდა გადამეხადა ბარათის ფული, რომელიც ცხოვრებაში არ გამომიყენებია და მათ ანგარიშ ბრუნვაშიც ჩანდა, რომ მე ეს ბარათი არ მიხმარია, შედეგი, ის არის მეგობრებო, რომ ვერაფერს ვერ გავხდი ამ ნაგვების და არაპატიოსანი ხალხის მიმართ გადავიხადე ის 17 ლარი და გავაუქმებინე ანგარიში ოღონდ ეხლაც ისე დამიქნიეს თავი თუ მართლა გააუქმეს არ ვიცი.

ნახვა: 290

ტეგები: qwelly, ბანკი, დავალიანება, თიბისი, ნაგვები, საქართველო, ფინანსები, ქველი, ძარცვა

khatuna zitanishvili: თებერვალი 16, 2018||8:32am

და რატომ გადაიხადე?საქართველოში საბანკო სისტემა მოუწესრიგებელია,მეც დამენართა მასე საქ.ბანკში,სამი წლის გაუქმებულ ბარათზე საკომისიო მერიცხებოდა და სრულიად შემთხვევით მეგობარს განვადება გავუკეთე ჩემს სახელზე და...32 ლარი აღმომაჩნდა ბრონში,მეც ოპერატორმა მომთხოვა გადახდა,გაოგნებული სახით...ბედნიერად მოვითხოვე განაცხადის დაწერა და აქეთ მივეცი რჩევა გადაეგზავნა ზემდგომისთვის,ორი დღე ვერ ვაგებინებდი,თუმცა გამიუქმეს დაბრონილი ანგარიში... 

vako: თებერვალი 16, 2018||12:57pm
სხვა გზა არ მქონდა როცა ვმუშაობდი მეგობარს ტელეფონი გამოვუტანე განვადებით და იხდის ჩვეულებრივ ბევრიც არაფერი აღარ აქ დარჩენილი და 15ში უწევს ხოლმე გადახდა და რო გადაიხადა თორმეტის მერე იმ განვადებას მოაკლდება ბარათის ფულიო და გამოდის ისტორიაც მიფუჭდებოდა და არჩევანის საშუალება აღარ მქონდა გადავიხადე და გავაუქმებინე ანგარიში უნდა დავტოვოთო მარტო რო იმან გადაიხადოს ხოლმე ფული შეიტანოსო და მერე სუ გავაუქმებ რაღაც 200ლარი აქ დარჩენილი ძაან ნერვები მომიშალეს

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters