ძლივს მოგისწარი და დაგიჭირე - კინაღამ წყალს არ შემოერიე. წაგიყვანე უფრო შორს, უფრო გულდასმით დაგარიგე, გულდასმით და მკაცრად, - შენ უკვე დიდი კაცი ხარ, რა არის ასეთი გაუგონრობა, როგორც არ უნდა გესმოდეს, რომ ერთ წუთში გამოგიყვან დედასაც! შენ კვლავ დამეთანხმე - ფეხს არ მოიცვლიდი, მაგრამ გამოვბრუნდი თუ არა და შემოვედი წყალში, შენ მიმოიხედე, თითქოს შეგეშინდა მარტოობისა და მაშინვე გამოექანე ჩემკენ. აქაც ძლივს მოგისწარი, წყალში რომ არ შემოგეტოპა.
მეტი გზა არ იყო, შეგისვი მხარზე, ისევ დედასთან გამოგიყვანე. დაგტოვეთ ახლა ამ ნაპირზე. მეც დაგარიგე, დედამაც - რომ არაფერი იყო საშიში, რომ ერთ წუთში შენთან გავჩნდებოდი. შენც დაგვეთანხმე, დარჩებოდი ფეხს არ მოიცვლიდი. ავიყვანე დედა, შევედი წყალში და შენ ისევ გამოგვყევი იმ წამსვე უკან. მაშინ დედას ვუთხარი, რომ შენ აეყვანე. დედამ გაკვირვებული შემომხედა. - აიყვანე-მეთქი! - გავუმეორე. აგიყვანა შეფიქრიანებულმა. მე დაგწვდით ისევე, ორივეს ერთად, აგიტაცეთ და ეგრე, სამ სართულად, სიცილით, შეძახილებით გავედით გაღმა.
უზომო იყო შენი სიხარული, შენიც და ჩემიც, რომ მე ეს შევძელი, რომ მე ღონიერი ვიყავი. - კიდევ! კიდევ! კიდევ! - იძახდი შენ. - რა კიდევ? - კიდევ გაგვიყვანე რა! კიდევ გაგვიყვანე!
მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და, მიუხედავად დედაშენის წყრომისა, კიდევ გაგიყვანეთ და კიდევ გამოგიყვანეთ იმ ცივ წყალში...
ხნიერი სახენაღვლიანი კაცი წერას შეწყვეტს და ფანჯარას აშტერდება.
გარეთ ქარიანი დღეა, თან ქარია, თან წვიმს, წვიმაში თოლვსაც ურევს.
ხნიერი, სახენაღვლიანი კაცი მარცხენა ხელს შეუბჯენს დამძიმებულ შუბლს.
ნახვა: 579
ტეგები: blog, literature, qwelly, qwellyblog, qwellypost, rezo inanishvili, დედულეთი, დედულეთის გზა, ლიტერატურა, რევაზ_ინანიშვილი, მეტი...რეზო ინანიშვილი
genialuria ) Madloba Shoren ! )
arafriss...:)gaixaret
სულს რომ გაათბობს ისეთია)))
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 26, 2025.
საათი: 7:55am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth That Lies…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია