ძველ დროს იაპონიაში გზის განსანათლებლად ქაღალდის ფარანს იყენებდნენ! სანთელს ბამბუკის ჯოხზე ამაგრებდნენ, გარედან კი მას ქაღალდი იცავდა...
... ერთხელაც უსინათლო ადამიანი მეგობარს ესტუმრა. საუბარში დაუღამდათ და მასპინძელმა უსინათლოს თავისი ფარანი შესთავაზა. სტუმარმა ჩაიცინა:
- რაში მჭირდება ფარანი ? ჩემთვის სულერთია დღეა თუ ღამე!
- მართალი ხარ, - უპასუხა მეგობარმა, - შენთვის გამოუსადეგარია, მაგრამ დაეხმარება მათ, ვისაც სიბნელეში შენთან შეჯახება არ სურთ !
.. .. მოკიდა უსინათლომ ფარანს ხელი და დაიძრა სახლისკენ, მაგრამ სულ მცირე დროში მას ადამიანი დაეჯახა და წააქცია.
- ჰოი, უგუნურო, - შესძახა უსინათლომ – ეს რაა? ფარანს ვერ ხედავ ?
- ძმაო, - უპასუხა უცნობმა – შენი ფარანი ჩაქრა !
უმრალესობას სხვის ნათელში სიარულს - საკუთარ სიბნელეში ყოფნა ურჩევნია !
ტეგები: Japan, Qwelly, იგავი, ნათელი
ჰოოოოო, საინტერესო იყო!
მამუკა, ვიდრე კახა აქ არ არის, მე გიპასუხებ :) ვფიქრობ კახაც დამეთანხმება. :)
ერთი - ქველი, ეს საიტი სულ არ იარსებებდა ადამიანებს რომ ცხოვრებაში ქველობა არ ეზარებოდეთ!
ორი - ამ საიტზე თუ სხვაგან იქველებ რა მნიშვნელობა აქვს? :) დიდი... მართალია ძაღლებიც ჭამენ სუფრიდან ჩამოცვენილ ნამცეცებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მარგალიტები ღორებს დავუყაროთ, რაც გამოიხატება იმაში რომ ფბ_ზე, ოდნოში და სხვა მრავალ სოციალურ ქსელზე, მართლაც მოიპოვება ღირსეული სტატიები, წმინდა წერილის კარგი განმარტებები და ა.შ. რომელსაც თუ ერთად სევკრებთ როგორც საკრალურს ცუდი არ იქნება
(P.S. ღორობა ცუდად არ გამიგოთ სხვა წამკითხველებმა, ეს სახარებიდანაა და თუ გნებავთ განმარტებას შემდეგ მოვაყოლებ, მამუკას განმარტება არ დასჭირდება)...
და ბოლოს - ეს საიტი არ არის საიტი საიტისთვის, ეს არის იდეისთვის - რაზეც შენ უკვე დააკომენტარეო რომ "გასაგებია ჩემთვისო". ამიტომ გეთანხმები! ;)
მამუკა †_მ თქვა:
უქველობას თქვენ თუ ეძახით იმას, რომ მარტო ამ საიტზე (ქველი) უნდა ვიყოთ და სხვაგან არა, არ გეთანხმებით; მაგრამ, თუ გულისხმობთ უქველობას, უმოწყალობას, რასაც, იგავიც ეხმიანება, რა თქმა უნდა გასაგებია ჩემთვის! :)
მშვენიერია :) ძალიან კარგად გაგიგია ქველის ერთ-ერთი დანიშნულება - მოგეხსენება პიროვნულობა წყვეტს ადამიანის "ბედს" :)
როგორც ამბობენ ჩვენთვის მთავარია არეტე - ანუ სიქველე, რომელიც ვლინდება ტეხნეში ანუ დახელოვნებაში :) ეს ორი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა! :)
მამუკა †_მ თქვა:
ამ საიტზე ყურადღება გამახვილებულია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაზე, რაც, რა თქმა უნდა ხშირად მეზარება-ხოლმე! ლექსებს ვწერდი და მაგასაც თავი მივანებე! ალბათ იმიტომ, რომ შეყვარებული არ ვარ:))). უნიკალური დონეა, და მისაღწევი: გამოავლინო მაქსიმალურად საკუთარი შესაძლებლობები და პარალელურად, უფრო და უფრო თავმდაბალი გახდე!!! აი, ეს მინდა მე! მაგრამ... რა მაგრამ?! მოკლედ, ვეცდები!!!
? ანუ სხვა ვერ გაუნათა გზა?
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•