მერე კი ჩაეძინა. მე ხელში ავიყვანე იგი და გზა განვაგრძე. აღელვებული დავყურებდი მას. ასე მეგონა, თითქოს უძვირფასესი განძი მეჭირა ხელში და მასზე სათუთი არაფერი იყო ქვეყნად. დავცქეროდი მთვარის შუქით განათებულ ფერმკრთალ შუბლს, მინაბულ თვალებს და ოქროსფერ კულულებს, რომლებსაც ქარი ელამუნებოდა, და ჩემს თავს ვეუბნებოდი: რასაც ახლა ხედავ, ნაჭუჭია მხოლოდ, ყველაზე მთავარს თვალი ვერ ხედავს-მეთქი.
უფლისწულს ოდნავ გაპობილ ბაგეზე წყნარი ღიმილი გადაეფინა.
„ის რაც უფრო დიდ აღტაცებას მგვრის, - გავიფიქრე მე, არის მისი ერთგულება ყვავილისადმი, ვარდზე ოცნება, რომელიც ჩირაღდანივით ანთია მის სულში მაშინაც კი, როცა მას სძინავს...“ და ჩემთვის აშკარა გახდა, რომ იგი უფრო სათუთი იყო, ვიდრე მეგონა, მივხვდი, რომ ჩირაღდანს უნდა გაუფრთხილდე, თორემ ქარის ერთ შემოქროლვას შეუძლია ჩააქროს იგი...
ასე ვიარე, ვიდრე განთიადისას ჭას არ წავაწყდი.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
წიგნიდან: პატარა უფლისწული
ტეგები: Literature, Qwelly, ავტორი, ამონარიდები, ეგზიუპერი, პატარა უფლისწული, უცნობი, ფრაგმენტები, ქართული, ცნობილი_ავტორი
ჩემი ბავშვობის ეგზიუპერი :)
მადლობააააა გიომეეეე :*
"რასაც ახლა ხედავ, ნაჭუჭია მხოლოდ, ყველაზე მთავარს თვალი ვერ ხედავს" __სენტ ეგზი......
"_გარეთ კი არა შიგნით უსასრულო სივრცეში არის _"რაღაც" ..დანახვა უნდა ისწავლო.."__დოჩანა ...^_^
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
კოლოქვიუმი
ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
კოლოქვიუმი
პიკასო
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
პიკასო
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი 2023…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•