უკანასკნელი ჩანაწერი

     ‎ჩემი უბედურება იცი რა არი? იმედი მაქვს გადაწურული.

     მივხვდი, რომ კარგად აღარ გავხდები. ეგ მაგიჟებს. ვერ ველევი! ვერ შევეგუე, რო ცუდად ვარ და კარგად აღარ ვიქნები. გარეთ არ შემიძლია გავიდე. ჰაერი რო ჩავისუნთქო, ისე მომიჭერს ხოლმე, თითქო მარწუხებს მიჭერენ. ეხლაც, ან ცივი წყალი რო დავლიო, ცუდად ვხდები.

     ხშირად სიცოცხლის ღონე არ მაქვს. 53 წლის ვარ. მაგაზე მწყდება გული. მამაჩემი 80 წლისაა და მთებში თიბავს. მინდოდა მეც ეგრე ვყოფილიყავი... ვყოფილიყავი რა, მეცოცხლა რა, თან გამეხარა, რა იქნებოდა! აღარც ჭრელი ქვის ქვეშ ვიქნებოდი, აღარც დახატული, აღარც ქართულ მიწას ვიგრძნობ. გულ-მუცელში მიტრიალებს, თავში მირტყამს ნერვები.

     გუშინ გარეთ გავედი და ძალიან ცუდად გავხდი. ძლივს მოვედი სახლში. სხვებს რომ ვუყურებ, ცუდად არიან და დაბეჩავებულები, იმათზე ცალკე მწყდება გული.

     მეც მინდა ყოჩაღად ვიყო. კი არ მშურს. განა ბოღმა მაქ, მეც მინდა, რო კარგად ვიყო. რო ვეღარა ვარ, მოვრბივარ, რო დავწვე, იქნებ მოვკვდე. არ ვკვდები. ქალაქში დამემართა ესა. ჩემი და მეპატიჟება, მაგრამ... ისიც ვერ გაუძლებს ჩემს ტკივილს. მე კონტაქტი და ურთიერთობა აღარ შემიძლია ხალხთან. "გველისმჭამელი" რო იყო, იმანაც ხო იცოდა ჩიტების, ბალახის ენა და მერე დაკარგა... აი, ეგრე ვარ. გრძნობა დავკარგე - სიტყვის თქმის უნარი.

     გალობენ ჩიტები, ჩემს გულში კი გალობა არ შემოდის, თითქოს ტყვიაა, ვერ ვგებულობ იმ გალობის გემოს...

გოდერძი ჩოხელი

ტეგები: goderdzi chokheli, literature, qwelly, გოდერძი, გოდერძი ჩოხელი, ლიტერატურა, უკანასკნელი, უკანასკნელი ჩანაწერი, ქართველი ავტორი, ქართული, მეტი...ჩოხელი, ცნობილი_ავტორი, წერილი

ნახვა: 1873

გამოხმაურებები!

"ადამიანად არ ყოფნის სევდა"..ან უფრო მეტი...

:(((((((((((((((((((((((((((((

404_მ თქვა:

"ადამიანად არ ყოფნის სევდა"..ან უფრო მეტი...

სიცოცხლის წყურვილია ეს :) 

hm... 

LsHისა_მ თქვა:

სიცოცხლის წყურვილია ეს :) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters