"ნუ გეშინია დედა" - ნ.დუმბაძე
– თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ? – ვკითხე უცებ გელას.
გელა ჯერ დაიბნა, სავარძელსი აჭრიალდა, მერე დაფიქრდა და დინჯად დაიწყო.
– მე უნაკლო სამშობლო მიყვარს. ყოველშემთხვევაში, მინდა უნაკლო რომ იყოს. ყველაფერს კარგს მივესალმები და ყველაფერი ცუდი მეზიზღება.
– გეზეზღებათ? – ვკითხე მე.
– ძალიან!
– მერე სად უშვებთ ამ ცუდს?
– ყოველ შემთხვევაში, გურამივით (გურამმა კრითიკული სტატია გამოაქვეყნა სამშობლოს მდგომარეობაზე) ჭუჭყიანი საცვალი არ გამომიფენია ეზოში საქვეყნოდ გასაშრობად და არ ვყვირი, რაც ცუდი ხდება, ჩვენი ბრალიაო. ჩემი რა ბრალია, თუ ვიღაც მორფ იკეთებს და კაცს კლავს, ყველამ თავის თავს მოუაროს.
– ჭუჭყიან საცვალს თუ გარეცხავ, მერე რა უჭირს, თუ გამოფენ!
– მე მრეცხავი არა ვარ, პოეტი ვარ! – თქვა გელამ და ახალ სიგარეტს მოუკიდა.
– ჯობია მრეცხავი იყო! – ვუთხარი მე და კონიაკი გადავყლაპე.
...........................................................................................................
– მაინც რაო, თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ? (ეკითხება გელა ჯაყელს).
– ყველანაირი!
– მაინც? მაინც?! – არ მოეშვა გელა.
– ყველანაირი, ცუდი, კარგი, მახინჯი, ლამაზი, მშიერი, მაძღარი, შიშველი და შემოსილი, ბედნიერი და უბედური... ყველანაირი...
– რატომ ასე ჯაყო? – მკითხა უცებ გაკვირვებულმა დადუნამ.
– იმიტომ რომ სამშობლო, კონსტანტინე სიმონოვის თქმის არ იყოს, ხაჭაპური არ არის. მარტო ყველი რო გიყვარდეს შიგ და ქერქი არა, არც ქიშმიშიანი ნამცხვარია სამშობლო, ქიშმიში რიმ ამოარჩიო შიგ და დანაჩენი გადაყარო. სამშობლო ყველანაირად უნდა გიყვარდეს – ქერქიანად, ნახშირიანად, ნაცრიანად, მტვრიანად, ნაკლითა და უნაკლოდ, ყველიანად და ქიშმიშიანად. ავადმყოფი რომელიც უმალავს ექიმს ავადმყოფობას კვდება!
უღრმესი მადლობა ამ პოსტისთვის :* ბავშობა გამახსენეთ და ძალიან მასიამოვნე!
რატომღაც ეხლა გამახსენდა და საერთოდ შეიძლება არაფერ შუაში იყოს ერთმანეთთან ნიკო ლორთქიფანიძის ,,იყიდება საქართველო" მაგრამ როგორც კი ამის კითხვა დავასრულე მაშინვე ის გამახსენდა,რატომ არ ვიცი.
იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.
მე ასეთი საქართველოც მეყვარებოდა იმ შემთხვევაში თუ მისი სილამაზე შეცნობილი მექნებოდა და დამტკბარი ვიქნებოდი მისი კუთხეების სილამაზით,ცად აზიდული მთებით,ზღვებით,ულამაზესი კანიონებით და ა.შ
მე ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო ყველა ნაკლით მიყვარს!
სიყვარული ნაკლის დამალვას კი არა, ნაკლის შეცნობას და მის აღმოფხვრას ნიშნავს :) ამიტომ გეთანხმები რუსკა!
ruska morbedadze გაიხარე.ზუსტადაც რომ შუაშია.სამწუხაროდ ბევრი გელა არსებობს მაგრამ სასიხარულოდ ბევრი ჯაყელიც არსებობს..და ეს ტკივლი სამშობლოს ტკივილი აერთიანებს ორივეს
აი ამ კიტხვას საერთოდ წყობიდან გამოვყავარ დადუნა რომ სვავს
"– რატომ ასე ჯაყო? – მკითხა უცებ გაკვირვებულმა დადუნამ." აი ესეთი დადუნები დადუნა კითხვებით მაღიზიანებს
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 28, 2025.
საათი: 12:03pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Odin Valhalla Rising Diamonds is a stunningly designed open-world MMORPG developed by Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია