საქართველოს ულამაზეს მხარე სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილის მიდამოებში არსებობს გასაოცარი და მშვენიერი ადგილი, გაჭედილის იგივე გოჭკადილის კანიონი. სოფელ გაჭედილის კანიონი კერძოდ ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 240 მეტრზე. კანიონის სიგრძე 2400, ხოლო ჩაჭრის სიღრმე- 20-40 მეტრია. იგი რამდენიმე ადგილას საფეხურებრივადაა დაყოფილი და შუა ნაწილში 12 მეტრი სიმაღლის მარტვილის ცნობილ, ულამაზეს ჩანჩქერს წარმოქმნის. თუმცა, ეს ადგილი მხოლოდ სილამაზით არ გამოირჩევა. საინეტერსო ფაქტია ისიც, რომ კანიონში დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც 75 მილიონ წელს ითვლიან. მსოფლიოში ასეთი ადგილები ძალიან იშვიათია, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთებიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამ მხრივ, კანიონი მსოფლიო მეცნიერებისათვის რიგით მესამე აღმოჩენაა. ამ ადგილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკანტებმა 2010 წლის ივლისში მიაგნეს, რის შედეგადაც მდინარე აბაშის ხეობაში დინოზავრის ორ ნატერფალიც იპოვეს.
ეს კითხვა ამ ადგილის ნახვის შემდეგ ძალიან ბევრს უჩნდება, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის თუ რატომ დაარქვეს ამ ადგილს გაჭედილი. გადმოცემით, თურმე XVII საუკუნის დასასრულს, სამეგრელოს მთავარს ბერძენი ოსტატები მოუწვევია, რომლებმაც მდინარე აბაშის ყველაზე ვიწრო ხეობაში, სადაც ორი ხეობა, უნაგირა და ტაბაკონა კიდურებით ერთმანეთს ებჯინება, აგურის ლამაზი ხიდი აუშენებიათ, ისრის წვერის მოყვანილობის ერთი თაღით. ამით ხეობის ორივე ნაპირი გაერთიანდა, რომელიც მაშინ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ადგილი ყოფილა. ე.ი. – ხეობა გაჭედეს . სწორედ აქედან შეერქვა სოფელს გოჭკადირი ანუ გაჭედილი.
იხილეთ სამახსოვრო ალბომი
ტეგები: Qwellyland, გაჭედილი, გოჩკადილი, მარტვილი
მადლობა :) მეც მომწონს :D
gocha katcharava_მ თქვა:
კარგი ნამუშევარია! :))))
მაგრად მაინტერესებს მეეც :D
Kakha_მ თქვა:
მეც მომეწონება რაა :D:D0
განსაკუთრებით ბოლო ფოტო არის გასაოცარი :))
Brolika Qiqava_მ თქვა:
მადლობა :) მეც მომწონს :D
gocha katcharava_მ თქვა:კარგი ნამუშევარია! :))))
ამას ერქვა გაჭედილის კანიონი :D :D :D მერე ს მოაკლდა :D
Kakha_მ თქვა:
ჯერ საინტერესო სათაური აქვს რატო ქვია გაჭედილი კანიონი?:D იმიტომ რომ სამეგრელოშია? და იქ გაიჭედა?:D:D
ამ პოსტისთვის - Brollissimo
!!!
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•