თუ ინარჩუნებ შენს სიმშვიდეს,გონებაც გერჩის,
როცა ქვეყანა თავს კარგავს და შენც გექაჩება;
თუკი მაშინაც,როცა ყველა გიყურებს ეჭვით,
რწმენა საკუთარ თავისადმი რწმენად დაგრჩება;
და თუ ლოდინიც შეგიძლია დაუღალავი,
თუ გწამს სიმართლე,უამრავი სიყალბის მნახველს;
თუკი,ყველასგან მოძულებულს, არ გძულს არავინ,
და მაინც,მუდამ გაურბიხარ ბრძენკაცის სახელს;
თუკი ოცნებობ და ოცნებებს არ ემონები,
თუ ამბობ იმას,რასაც ფიქრობ,რაკიღა ითქმის;
თუ იღებ ქირდვას,როგორც ხოტბას,მშვიდი გონებით,
რადგანაც იცი,რომ ორივე ერთია თითქმის
და ამბობ შენსას,თუნდ ამ ნათქვამს,მართალს,რიგიანს,
ათასი ბრიყვი ათას სულელს მრუდად მიუტანს;
თუ დაგინგრიეს,ოფლის ფასად რაც აგიგია
და შენ კი მაინც მის აღდგენას იწყებ ჯიუტად;
თუ ძალგიძს,რისკით მონაგები ოქროს ქისებით
სახლში გაქცევას კვლავ თამაშში ჩაბმა არჩიო,
და რომ წააგებ,აღჭურვილი კაცურ ღირსებით,
თუკი ეცდები,სინანული ვერ შეგამჩნიონ;
თუ კვლავ აღაგზნე ყველა ნერვი,გული,კუნთები,
რომლებიც,დროით გაცვეთილნი,უკან იხევენ;
თუ საბოლოოდ ძალდაცლილიც არ მოდუნდები,
სანამდის შესძლებ ამოღერღო სიტყვა "სიმხნევე";
თუ ძალგიძს,ბრბოში შეხვიდე და კაცად იარო,
დარჩე,რაც იყავ,თუნდ ხელმწიფის ეტლით მიქროდე;
არც ზრუნვამ გარგოს და არც მტრობამ დაგაზიანოს
და ყველას აზრის შემსმენელი,შენსას ფიქრობდე;
თუ დროს იგულებ მასწავლებლად,მშობლად,ძმობილად
და თუ წამობით გადაზომავ ყოველგვარ მანძილს,
მაშინ ჩათვალე,რომ სამყარო შენი ყოფილა,
რადგან შენ,შვილო,შეიძლება გეწოდოს კაცი!
(თარგმანი ზვიად რატიანის)
ნახვა: 1380
ტეგები: QWELLY, qwellyland, ზვიად_რატიანი, ზვიადი, თარგმანი, თუ, კიპლინგი, რედიარდ, რედიარდ_კიპლინგი
ნინუცა ნანიტაშვილი ეს ის ლექსია გუშინ რომ დააანონსე??? :)
ხო ლაშა : ) შეპირებული ლექსია მე რომ ძალიან მიყვარს
მართალი აღმოჩნდი - არც წაკითხულის მაქვს და მოწონებითაც დიდი მოწონება ჩემგან!
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 26, 2025.
საათი: 7:55am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth That Lies…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია