"შობამან შენმან, ღვთიმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა; რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, დახსნა წყევა, და მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო"
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა.
ღვთისმშობელი ქალაქ ნაზარეთში იშვა. სახელი მარიამი ანგელოზის მიითებით უწოდეს. მარიამი ებრაულად ქალბატონს, იმედს ნიშნავს.
ღვთისმშობლის მშობლები იოაკიმე და ანა ღვთისმოსავი ცხოვრებით ცხოვრობდნენ.
იოაკიმე იუდას ტომის ჩამომავალი იყო, ანა კი აარონის ტომის ღვთისმსახურ მატატას უმცროსი ასული.
იოაკიმე და ანა ღრმად მოხუცებულობამდე უშვილონი იყვნენ. უშვილობა კი დიდ სირცხვილად და სასჯელად ითვლებოდა.
ერთხელ როცა მსხვერპლის შესაწირად იერუსალიმის ტაძარი ავიდა მღმვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: "უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა." სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს:"შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი."
დაღონდა იოაკიმე და სახლის ნაცვლად უდაბნოში განმარტოვდა. 40 დღე და 40 ღამე ცხარე ცრემლებით შესთხოვდა სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.
ქმრის შეურაცხოფის ამბავი როცა გაიგო ანამ ატირდა და შინაურებისთვის თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა.
დაფნის ძირას მჯდარი უფალს სთხოვდა შვილიერებას. ცისკენ აპყრობილმა ბუდე შეამჩნია, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ. ანამ უფალს შეჰღაღადა: "ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!"
უცებ მის წინაშე ღვთის სნგელოზი წარსდგა და უთხრა: "ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს."
ღვთისსულიერი სიხარულით აღვსილმა ანამ წამოიძახა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი. თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ. დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს."
ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა.
ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, და აუწყა: "უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე".
იოაკიმე და ანა შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს.
ტეგები: 21 სექტემბერი, Qwellyland, თვენი, სექტემბერი, ღმრთისმშობლობა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•