ახალი აღთქმის ყოველი აბზაცი და თითოეული სიტყვაც კი უდიდეს მოწიწებას იწვევს ჩემში. წარმოუდგენელია გულგრილად წაიკითხოს ადამიანმა ჩვენი მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები და სულში რომელიმე სიმი მაინც არ შეერხას...

       მინდა ყურადღება საიდუმლო სერობაზე გავამახვილო, კერძოდ ფეხთბანვაზე და ამჯერად ევქარისტიის საიდუმლოს არ შევეხები. ახალი აღთქმის გადაკითხვისას რატომღაც ამ ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადრება. ვკითხულობ სახარებას და მგონია 2000 წლის წინ მომხდარი მოვლენები ჩემს თვალწინ იშლება.

       საიდუმლო სერობა – მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვარმა ყოველივე იცოდა რაც თავს უნდა გადახდენოდა, იგი მაინც უდიდესი სიყვარულითა და კაცთმოყვარეობითაა აღსავსე, სასწაულებრივ სიმშვიდეს დაუსადგურებია უფლის გულში, მას გვერდით ჰყავს თორმეტივე მოწაფე და სურს დააიმედოს ისინი, რომ მიუხედავად მრავალი ტანჯვისა და განსაცდელისა იგი ყოველთვის მათ გვერდით იქნება და არასდროს მიატოვებს მათ...

       სერობის შემდეგ მაცხოვარი იხდის მოსასხამს და წელზე იხვევს პირსახოცს, თვითონვე მოაქვს წყალი და იწყებს მოწაფეთა ფეხთ ბანას. უფალი, უზენაესი შემოქმედი ყოველივე არსებულისა იმდენად იმდაბლებს თავს, რომ მის მიერვე შექმნილ მოკვდავ ადამიანებს ბანს ფეხს. ჩვენთვის, ადამიანებისთვის ალბათ მიუწვდომელია და ვერც ჩავწვდებით უფლის სიყვარულის სიღრმეს. მაცხოვარმა გვაჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი, რადგან ჩვენივე საქციელი გვამხილებს ჩვენ!

       დამაფიქრა ასევე იუდას საქციელმაც, უფალი მას აშკარა მინიშნებებით აძლევს შანსს მოინანიოს და დაფიქრდეს თავის დანაშაულზე, მაგრამ არა... დღევანდელ რეალობაშიც მრავლად არიან იუდები. ბევრისგან გამოგონია მე რომ იუდას ადგილზე ვყოფილიყავი არაფრის დიდებით არ გავყიდდი უფალსო, არადა ვერ ხვდებიან იმას, რომ ყოველი ჩვენი არასწორი საქციელი ანდა ცოდვისკენ შებრუნება ხელახლა ყიდის მაცხოვარს... 

ნახვა: 1313

ტეგები: Qwelly, თავმდაბლობა, მაგალითი, სახარება, სერობა

Tamila Moshiashvili: სექტემბერი 29, 2013||5:35pm

რუსკა&ნიკა ამ რამდენიმე დღის წინ ქველზე ნიკო გომელაური გამოჩნდა, ასე რომ მე მისი შემოქმედებიდან დაგიკომენტარებ:

"ისტორიაში დარჩა იუდა,

დღესაც აქაა, არ გაიგუდა!"

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters