ერთ-ერთმა გაზეთმა მოაგროვა მათი წერილები ღმერთისადმი გაგზავნილი. აი, ისინიც:
მეორე კლასელი:
"გამარჯობა ღმერთო, როგორ ხარ? რას შვრები? როგორა საქმეები ჯანმრთელობასთან?"
მეოთხე კლასელი:
"შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ, ვინ ილოცებს შენთვის?"
მეოთხე კლასელი:
"საიდუმლოდ გეტყვი, როდესაც ვხედავ მარტოხელა ქალს, მე შენს მაგივრად მრრცხვენია. "
მესამე კლასელი:
"რისთვის სჯი კეთილ ადამიანებს?"
მეოთხე კლასელი:
"ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე, ნუთუ შენს ჯოჯოხეთში უარესია?"
მესამე კლასელი:
"მე შენ რა თქმა უნდა მიყვარხარ, მაგრამ დედა და მამა უფრო, ხომ არაუშავს?"
პირველ კლასელი:
"შეიძლება რომ მე არ მოკვდე?"
მეორე კლასელი:
"აი ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან, შენი ბიზნესია?"
მეორე კლასელი:
"ღმერთო სად არის ქრისტე ახლა? რას აკეთებს?"
მესამე კლასელი:
" შენ გაქვს გონება, თუ მთლიანად სულისგან შედგები?"
პირვეკლასელი:
"შენ ბიბლიაში ჯერ რომ თავიდან იყო სიტყვა. რომელი?"
მესამე კლასელი:
" ესე იგი თუ სწორად გავიგე ევოლუცია, შენ ჯერ შექმენი ადამი და ევა და შემდეგ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან ხო?"
მეორე კლასელი:
"ღმერთო, თუ უფლებას მივცემ ჩემი სნიკერსი ჩაკბიჩოს - ეს სიყვარულია?"
მეორე კლასელი:
"რატომ ზრდიდნე ადამიანს წლების განმავლობაში და მერე ბაც-და ის მკვდარია?"
მეორე კლასელი:
"რისი გაკეთება შეიძლება ცხოვრებაში, რომ დედამ არ მცემოს?"
პირველკლასელი:
"აქვს თუ არა კოსმოსს დასაწყისი და დასასრული? მარჯვენა და მარცხენა მხარეები?"
პირვეკლასელი:
"როგორი იყო როდესაც ჯერ არაფერი არ იყო? მაგრამ რაღაც ხომ მაინც უნდა ყოფილიყო?"
მეორე კლასელი:
"იქნებ, შემიძლია რამით დაგეხმარო?"
მესამე კლასელი:
"რატომ მსურს სულ რამე ცუდი გავაკეთო? შენ ასე მცდი?"
მესამე კლასელი:
" რა გაგიკეთა ასეთი მამაჩემმა, რომ მას სულ არ უმართლებს?"
მესამე კლასელი:
"ახლა, მეორედ შექმნიდი ადამიანს?"
მეორე კლასელი:
"რა არის როდესაც ხალხს არ უყვარხარ, და უბრალოდ ეშინია შენი?"
მეოთხე კლასელი:
"რა იქნებოდა დედამიწაზე, ადამს და ევას რომ არ დაერღვიათ შენი კანონი ვაშლებთან დაკავშირებით?"
მეოთხე კლასელი:
"მინდა ვიცოდი რას აპირებ, დედამიწა ისევ დაიტბორება თუ დაიწვება?"
მეოთხე კლასელი:
"მე დავიბადე, მიმოვიხედე... სამყარო კი უკვე ასეთი მკაცრი და ბოროტია"
მესამე კლასელი:
"რატომ ლაპარაკობდნენ ადრე ცხოველები, ეხლა კი არ შეუძლიათ? ნუ გაიხსენე, გველიც კი ელაპარაკებოდა ევას"
მესამე კლასელი:
"რისთვის ვბერდებით?"
პირვეკლასელი:
"შენ ბედნიერი ხარ?"
მესამე კლასელი:
"რა უნდა გავუკეთოთ ცხოველებს, რომ ჩვენთან ერთად მოხვდნენ სამოთხეში?"
მეოთხე კლასელი:
"შენი ადამიანი შენი მსგავსი შექმენი, და უცხოპლანეტელი?"
მესამე კლასელი:
"ისე არ მოგსვლია? ვიღაც გესიმპათიურება, ის კი შენსკენ არც კი იყურება"
მეორე კლასელი:
"როდესაც გიყვარს, რატომ მოგწონს ყველაფერი, ერბოკვერცხიც კი?"
მეორე კლასელი:
"რამდენჯერ შევცდები სიყვარულში? სამჯერ უკვე არის"
მეოთხე კლასელი:
"მე ძალიან გარცხვენ?"
მესამე კლასელი:
"შეიძლება ხანდახან დაგესიზმრო?"
მეოთხე კლასელი:
"ღმერთო, მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც ადრე გაგიკეთებია ჩემთვის. მაგრამ ახლა დამეხმარე, მამაჩემი ციხეში არაფრის გულისთვის ჩასვეს და ახლა უკვე 8 თვე ზის. მე მას ყოველთვის ველოდები, რომ შემეძლოს- გავანთავისუფლებდი. ძალიან გთხოვ, დამეხმარე. ეს ცემი ყველაზე დიდი სურვილია. მერე არ შეგაწუხებ, სიკვდილიც კი რო მომიწიოს. "
მესამე კლასელი:
"მინდა რომ ახალგაზრდობაში კარგად და ბედნიერად ვიცხოვრო, მოხუცებულობაში მარტო ბედნიერადაც შეიძლება"
მეოთხე კლასელი:
"ამბობენ, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ, ვიღაცის სახით ბრუნდება უკან. გთხოვ მინდა ვიყო ჩემი ძაღლი, ის კი ჩემს ადგილას იქნება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით."
მეორე კლასელი:
"მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე"
მესამე კლასელი:
"გააკეთე ისე, რომ დედიკო და მამიკო შერიგდნენ. ღმერთო დამეხმარე, მე მოწევას დავანებებ თავს"
მეორე კლასელი:
"ჩემთვის არა, კაცობრიობისთვის გთხოვ. გააკეთე ისე, რომ ყველა 11 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობდეს, ვიდრე უწერია"
მესამე კლასელი:
"ნუ ბრაზდებით ადამიანებზე"
მეორე კლასელი:
"მინდა რომ ჩემი დაბადების დღე, ერთხელ კი არა ხუთჯერ იყოს. საჩუქრების გამო არა…ასე უფრო ხშირად ვნახავ მამიკოს"
მეოთხე კლასელი:
"ღმერთო, პირველად რომ გნახავ, არაფერს არ გთხოვ. შენ იფიქრებ- რა მორცხვი ბიჭია…და მერსედესს მაჩუქებ"
მესამე კლასელი:
"შენ დაპირდი დაიცვა სუსტები, დაჩაგრულები... რაღაც ამას ვერ ვხედავ"
მესამე კლასელი:
"გამოგვიგზავნე დედამიწაზე შენი შვილი... ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ"
მეოთხე კლასელი:
"ძალიან მინდა, რომ ბავშვთა სახლიდან ბავშვებმა იპოვონ კარგი მშობლები"
მესამე კლასელი:
"გთხოვ გააკეთე ისე, რომ ხალხი არ კვდებოდეს და კოღოები არ იყონ"
მეორე კლასელი:
"ღმერთო, მოდი მოვრიგდეთ. მე მჯერა შენი, შენ კი-ჩემი"
მეოთხე კლასელი:
"გადაარჩინე ჩვენი სულები ინვალიდობისგან"
მეორე კლასელი:
"მიშვილე და შენ როცა დაბერდები, ჭიქა წყალს მოგაწვდი"
მესამე კლასელი:
"მე გთხოვდით რომელიმე ცხოველს, მაგრამ თუ ძნელია, ფუმფულა სათამაშოზეც თანახმა ვარ"
მეორე კლასელი:
"ჩვენ ერთად დავდიოდით ბაღში, მერე პირველ კლასში და მერე მან მითხრა - ჩვენ სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ ... მე უარესად გავხდი ვიდრე მოვკვდი"
მეოთხე კლასელი:
"ნუ აი ჩვენ ვსწავლობთ, ვსწავლობთ…და რისთვის? ხომ მაინც მოვკვდებით და ჩვენი ცოდნა დაიკარგება"
პირველკლასელი:
"რა საშიშია, თუ ხვალე არ დადგება"
მეორე კლასელი:
"გთხოვ, მომიტევე ჩემი ცოდვები. ვიცი ბევრი ჩავიდინე, მაგრამ არ მეგონა თუ არსებობდი"
მეოთხე კლასელი:
"ყვავილები უკეთესი გამოგივიდა, ვიდრე ადამიანები"
მეოთხე კლასელი:
"შეგიძლია თუ არა ცოდვები მაპატიო? თუ არა, მაშინ მე გავაგრძელებ ცოდვილობას, დაწყნარებული სულით"
ტეგები: Qwelly, ბავშვები, საინტერესო, ფაქტები, ღმერთი, წერილები
KuLuLa ისეთივე ფიქრები, როგორი ალალებიც არიან ადამიანები ბავშვობისას :)
სამწუხაროა ესე როოო ფიქრობენ ბავშვებიიი..:( :(
,,ყვავილები უკეთესი გამოგივიდა, ვიდრე ადამიანები''-ჩემი აზრით ეს ბავშვები ბევრ უფროსზე კარგად აზროვნებენ :) თუ რამ უიმედობის სჭირთ ისევ უფოსების დამსახურებით :( :(...რა დაგიმალოთ და ძალიან მომეწონა პოსტიც და პატარა პილოსოფოსებიც ^_^
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•