არაბეთში მეფე იყო, როსტომა ერქვა სახელი -
კაი მუტრუკი ყაძახი, კაის და გლახის მნახველი,
თლა სასტაულად ომობდა, არ ყავდა კაცი ბადალი,
ყველაი იმას აქებდა, ჭკუიანიც და აბდალიც.
არ ყავდა ბიჭი როსტომას, ყავდა თლათ ერთი ციცაი -
აბჟღიალებდა ყოლისფერს, მეტოქე იყო მზისაი,
ვინცხამ შეხედა გააბდლდა, გუუტყეშელდა თვალები,
გუუთხუარი დატია მთელი სამეფოს ქალები...
სახელად ერქვა თინაი, აი ქი უნდა იცოდეთ,
რაც გეიზარდა მის მერე მზეიც სირცხვილით იწოდა,
ქი დუუძახა როსტომამ ვეზირებს გესამანიებს,
პაწ-პაწე იჭუჭუნეს და თითი სტაქანიც დალიეს.
როსტომამ უთხრა ვეზირებს: დამაყურეთ თქვენ რა ხთება-
როვარც კი ყინვა მუუსწრობს ვარდი ელანძე გახმება,
იმის მაგიორ სხვა მუა, როცხა მაისი დადგება -
ჩემი მეფობა არაბეთს აწი არ გამუადგება.
დავბერდი აწი ბიჭებო, დღეი არ დამრჩა მაღალი,
ხვალ-ზეგე მაინც მოვკტები, მეფე გჭირიენ ახალი,
რაა იმფერი სინათლე, ბოლოს თუ მოყვა სკვარამი,
ქი გავამეფოთ თინიკო, თვარ გინდებიენ ვარამი!
აი რომ ესმათ ვეზირებს, წაატლიკინეს ენებიი -
როსტომა, გენიოსი ხარ, მარა არც ჩვენ ვართ შტერები -
დუუშვათ ვარდი ქი გახმა, სხვაი თუ არ გვაქ რას ვიზამთ?
ისთევლე იმას ვიკმარებთ, თავს ვერ მევიკლავთ მაგიზა!
რა ვუყოთ მერე, ქალია, მაგიც ხომ ღმერთმა დაბადა,
იცის მეფობა ბაღანამ, გენში აქ მამა-პაპადან,
მაგფერ ანგელოზს ნამდვილათ ეკუთნის ერთი მენდალი -
ლეკვი და ლომი ერთია მამალის თუ დედალი.
სარდალი ყავდა არაბეთს ავთანდილაი ქვიოდა,
უშველებელი ყაძახი თლათ მთვარესავით ღვიოდა,
წვერი არ ქონდა ჯერ კიდო, მარა გაზდილი ქი იყო,
საწყალ ბაღანას სასტიკათ შეყვარებია თინიკო.
მარა რათ გინდა? - ამ ამბავს ვერ გუუმხელდა ვერავის,
რომ ვერ ნახავდა კტებოდა, ცრემლი სტობოდა ყელამდის,
როცხა ნახავდა ვარესი, ცეცხლი ეკიდა ენაზე,
მოკლეთ ამ ჩვენმა თინიკომ გაახმო კაცი ელანძე.
როვარც იმას ყური მოკრა, ამეფებენ თინათინსო,
გადირია სიხარულით, აწი აპა რა მიჭირსო,
აწი ყველადღე შევხთები, თითო სიტყვას ჩოვუკრავო,
ბოლოსდაბოლოს ქალია, თავს რაფერ ვერ მოვუკრავო...
ერთ დილას ხალხში გავრცელდა გასაკვირალი ამბავი,
როსტომას უთქვამს თინიკო თქვენი მეფეა ახალი,
ნამდვილი მზეა პირდაპირ, გააბჟღიალებს ყოლისფერს,
მოით და ნახეთ, აზრი თქვით თქვენ და მე კიდო მოგისმენთ!
ყველა იქინე მივიდა, არ დარჩა სახში არკაცი,
იყო ცეკვა და სიმღერა, ტაშის კრაი და კარკაცი,
ბუკმაც დუუკრა, წინწილამც დაატკბო იქოურობა,
თინიკო იმფერს ტიროდა, სიცოდვე იყო ყურობა.
რაი და მეფის გვირგვინი მძიმე არისო ქალიზა,
ქერქეტა გოგო იმ კურცხლებს აღვარღვარებდა ამიზა,
როსტომამ უთხრა მამები უნდა შეცვალონ შვილებმა,
გაჩუმდი, ხალხში ნუ ტიებ აბდალის შთაბეჭდილებას!
რაფერც ვარდსაც და ფუნასაც მზე ერთნაირად აცხუნებს,
შენც არ მოაკლო პატივი არც ჭკუიანს და არც სულელს,
აპა შენ იცი ბიუჯეტს ჭკვიანურად თუ განკარგავ,
თუ რამეს გაცემ კაია, თვარა ყოლისფერს დაკარგავ!
გიორგი ჩხაიძე
ტეგები: Humor, Qwelly, გურია, გურული, ვეფხისტყაოსანი, იუმორი, სასაცილო
:D :D :D მაგარია!!! კაი ხანია ასე არ მიცინია :D
დაა, ვის არ დაეზარა, ვინ იყო ის კაი კაცი/ქალი? :D
არ ვიცი ლიკა ავტორი და "მთარგმნელი" არ ეწერა :(
ლიკა ოქროპირიძე_მ თქვა:
:D :D :D მაგარია!!! კაი ხანია ასე არ მიცინია :D
დაა, ვის არ დაეზარა, ვინ იყო ის კაი კაცი/ქალი? :D
''აბჟღიალებდა ყოლისფერს, მეტოქე იყო მზისაი,
ვინცხამ შეხედა გააბდლდა, გუუტყეშელდა თვალები,
გუუთხუარი დატია მთელი სამეფოს ქალები''' :D :D :D :D :D ვიხალისე ნამდვილად :დ
იჭუჭუნეს ამან გულიანად გამაცინა :D :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•