მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესიის სამხრეთ მკლავში ჯამე მოაწყო, რომელიც 1983 წელს ახალი ჯამეს აგების შემდეგ გააუქმეს. 2003 წელს, ძველი ჯამეს შემორჩენილი კედლის დაშლისას აღმოჩნდა მასში ჩადგმული, სკულპტურული გამოსახულებებით შემკული ორი მემორიალური სტელა უნიკალური თავისი ზომებით, რელიეფური გამოსახულებებითა და წარწერებით (ამჟამად დაცულია არზრუმის საგამოფენო დარბაზში). ერთ-ერთზე წითელი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერის ამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ ეკლესიის მშენებლობა 963 წლის 25 მარტს დაიწყო. სტელაზე გამოსახულნი არიან(მარცხენა): ქვევით – ქტიტორი დავით III ვედრების პოზაში და მის ზევით – ნიკოპეის ტიპის ღვთისმშობელი, რომელსაც წინ ყრმა უკავია. მეორე სტელაზე (მარჯვნივ) გამოსახულნი არიან: ქვევით – ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი ვედრების პოზაში (წარწერის მიხედვით, უკვე გარდაცვლილი) და მის ზევით – იოანე ნათლისმცემელი. გამორჩეულია ვედრების კომპოზიცია როგორც თავისი ფორმებით, ასევე იდეური სითამამითაც – კომპოზიციაში ჩართული დავით კურაპალატი და მისი ძმა ბაგრატი, ქრისტეს, ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის ფიგურათა თანაბარნი არიან როგორც ზომით, ასევე მდებარეობით. ეს რელიეფური კომპოზიცია 5 ფიგურისაგან შედგებოდა, ცენტრში ქრისტე, მის ორივე მხარეს ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმეცემელი, ნაპირებში დონორები ძვირფასი სამეფო კაბით შემოსილნი ეკლესიის მოდელებით ხელში. ვახტანგ ჯობაძის დაკვირვებით ქანდაკება შეღებილი უნდა ყოფილიყო, მან ნახა ლურჯი, წითელი და ოქროსფერი საღებავის ნარჩენები. განძის მაძიებელთა მიერ, კომპოზიციის ქვემოთ, კედლის გამონგრევის შედეგად, ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ბარელიეფები ჩამოვარდა და დაიკარგა. დღეს ამ კომპოზიიციიდან მხოლოდ სამი ბარელიეფია შემორჩენილი

 

       ტაძრის ინტერიერში, დასავლეთის ორივე გუმბათქვეშა ბურჯში, ჩართულია მეფისა და წინამძღვრის დასაჯდომი თითო სატახტე ნიში; მათგან დეკორატიულადაა გაფორმებული სამხრეთ-დასავლეთ ბურჯის ნიში, რომელზეც მოთავსებულია ოშკის მაშენებელთა – დავითისა და ბაგრატის – რელიეფური ბიუსტები, წითელი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერებით (ისინი თითქმის მთლიანად წაშლილია).

       გუმბათის ყელი გარედან 24 წახნაგიანია, რომლებიც ზემოთ პატარა კამარებით ერთიანდება. 12 მათგანში თავმომრგვალებული სარკმლებია, რომელთა თავზე, კამარებს ქვეშ, შავად დახატული ჯვრებია. კამარები ეყრდნობა წნულით შემკულ, ორმაგ პატარა სვეტებს, რომელთა თავები და კვარცხლბეკები ბარელიეფურია. ერთ მათგანზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოქანდაკებულია ბიუსტი მამაკაცისა, რომელსაც ზურგზე თოკით ტვირთი აქვს მოკიდებული. სხვებზე - ჯვრები, პალმეტები, ორი შებმული ცხოველი და სხვა სამკაულებია. გუმბათის ყელის ქვემო ნაწილის შემკულობა სრულიად სხვადასხვაგვარია.

       ე. თაყაიშვილის აზრით ეს გამოწვეული იყო შემდეგით: აღმოსავლეთოდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან გუმბათის ყელის ქვედა ნაწილები შედარებით მცირედ მოჩანს ამ მხარეებზე ტაძრის დიდი სიმაღლის გამო; ასე რომ, როგორი შემკულობაც არ უნდა ყოფილიყო ამ ნაწილებში, მათი გარჩევა შეუიარაღებელი თვალით მაინც შეუძლებელი იქნებოდა. ჩრდილოეთით და უფრო მეტად კი ჩრდილო-აღმოსავლეთით ადგილის მოყვანილობა შესამჩნევად იცვლება. სახელდობრ, მთის მაღალი ფერდობი, რომელზეც სემინარია-საოსტიგნე და მათი აივანია, ძალიან ახლოსაა გუმბათის ყელთან და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უმთავრესი და გაცილებით მდიდარი მორთულობა აქაა მოთავსებული. გუმბათის ყელის ქვედა ნაწილი ამ მხრიდან შემკულია ცხოველთა ბარელიეფებისგან შემდგარი ლენტით. ზოგი წყვილად მორბენალი, ზოგი ერთმანეთს ადევნებული, ზოგიც ერთმანეთთან მებრძოლი, მათ შორის გამოირჩევიან ირმები და ძაღლები. ზოგიერთი ცხოველის მხოლოდ თავებია წარმოდგენილი, წრეებში. ერთ-ერთში მტაცებელი ფრინველის თავია.ბარელიეფები გამოირჩევა თავისი რეალისტური სახით.

 

       აღმოსავლეთ ფასადზე კიდევ ერთი საინტერესო ბარელიეფი არის. თაყაიშვილის აზრით ამ ბარელიეფზე არის გამოსახული ოშკის ტაძრის არქიტექტორი, მაგრამ გ. ჩუბინაშვილი თვლის, რომ ეს მთავარანგელოზის გამოსახულებაა. მთავარია ამ ბარელიეფზე მოთავსებული წარწერა, რომელიც იშიფრება ასე: „ათსა წელსა აშენებდა“. ამ წარწერიადან მკვეთრად ჩანს, რომ მშენებლობა გრძელდებოდა ათი წელიწადი. გრიგოლ ოშკელი ნოვატორია ტაძრის რელიეფური სკულპტურით მორთვის საქმეში. მისი მიდგომა პრინციპულად განსხვავდება მეექვსე–მეშვიდე საუკუნეების ეკლესიათა რელიეფით მორთვისაგან. ოშკის ტაძარში როგორც გარეთ, ისე ინტერიერშიც მრავალფეროვნებაა. ოფიციალურ, საკულტო და ქტიტორთა გამოსახულებების გვერდით უამრავი ჟანრული სურათია. წინა ეპოქების რელიეფებთან შედარებით, აქ, გარდა იმისა, რომ მეტად ცოცხალი სურათებია გამოსახული, შესამჩნევია ჰორელიეფური გამოსახულებებიც. ქართული ქანდაკების ისტორიაში მეათე საუკუნის მეორე ნახევარი და მომდევნო საუკუნის პირველი ნახევარი სამყაროს რეალისტურად ასახვის მიმართულებითაც აღმავლობნბის ხანაა. შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე სამყაროს ასახვა ქართულ ქანდაკებაში ამაზე მაღლა არ ასულა.

 

       ოშკის სამხრეთის გალერეის მრავალრიცხოვანი რელიეფებიდან, პირველ რიფში, უნდა აღინიშნოს სვეტზე გამოსახული მუხლმოყრილი, ხელებაპყრობილი მამაკაცი, რომელიც, წარწერის მიხედვით, არის გრიგოლი, მშენებლობის ხუროთმოძღვარი. მკლევართა აზრით, იგი უნდა იყოს ლიტერატურის ისტორიაში ცნობილი მრავალმხრივი ფიგურა – გრიგოლ ოშკელი.  ოშკის რელიეფებში გამოირჩევა „ვედრების“ კომპოზიცია, სამხრეთის ფასადის მარჯვენა მონაკვეთზე მდებარეობს. აქ თითქმის ნატურალურ ზომებში ჰორელიეფური ტექნიკით შსრულებული ხუთი ფიგერაა: ცენტრში ტიპიური სცენაა – შუაზე ქრისტე, მარცხნივ მარიამი და მარჯვნივ მ– იოანე ნათლისმცემელი.. კომპოზიციას მარჯვნივ ამტავრებს ბაგრატ ერისთავთ ერისთავი და მარცხნივ – დავით მაგისტროსი. ორივეს, როგორც დამკვეთებს, ხელში გუმბათოვანი ეკლესიის მოდელები უჭირავთ. მათ მდიდრულად მორთული სამეფო ტანისამოსი აცვიათ. სხვა მრავალრიცხოვანი რელიეფებიდან აღსანიშნავია წმინდა ნინოს გამოსახულება ისევ სამხრეთ გალერეის ერთ–ერთ სვეტზე. ეს რელიეფი იშვიათობას წარმოადგენს. საერთოდ მეათე საუკუნის ქართულ არქიტექტურაში ოშკის ეს გალერეა ითვლება უნიკალურად. ოშკის ტაძრის ოთხივე ფასადზე, აღნიშნულის გარდა, უამრავი რელიეფია – ანგელოზების, ფრინველების, ცხოველების და სიუჟეტური კომპოზიციებია. ასევე, მრავალფეროვნებით ხასიათდება ფასადების მომრთავი ჩუქურთმა.

       უკვე ოშკის ტაძრის რელიეფებში დაძლეულია ნაკვთების შებოჭილობა. ისინი გამოსახულია თავისუფალ პოზებში, ნაკვთები პროპორციულია.

 

ნახვა: 3869

გამოხმაურებები!

ეს ანგელოზები რომ არის ამოკვეთილი... ულამაზესია!! 

და ეს არწივები და რაღაცეები 100 სიმბოლოა და ძალიან  საინტერესოა მაგათი ისტორია და დანიშნულება, ისე რომ ვუტურებ ხეები და ბალახები რომ არის ამოსული ტაძარზე გული მტკივა იმიტომ რომ ასე მგონია მიტოვებული ბავშვია 

RSS

ბლოგ პოსტები

Modern Warfare 4 Optic Rail Placement Covered by U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am 0 კომენტარი

In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…

გაგრძელება

U4GM Monopoly GO Racers Event Service: What Players Should Know

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters