ახალ წელს ყველას სურს რაღაც კარგზე და სასიამოვნოზე იფიქროს ან სულ მცირე დადებითი ამბები ესმოდეს...
ჭორიკანა რამდენიმე მსგავს საახალწლო ამბავს გიამბობთ: ამბავს ჩვეულებრივ ქართველ გოგონებზე, რომელთათვისაც ერთ-ერთი ახალი წელი ყველაზე დასამახსოვრებელ დღედ იქცა...
ყველა გოგოს სიამოვნებს მსგავსი ისტორიების წაკითხვა "თუ რა თქმა უნდა შურიანი და ბოღმიანი არ გახლავთ" წაიკითხეთ თუნდაც ერთი ამ რეალური ისტორიათაგანი და გაიღიმეთ...
თამუნა:
- დათო ჩემს მეზობლად, დეიდამისთან სტუმრად ხშირად ჩამოდიოდა. თვალებს მიჟუჟუნებდა და მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ თავად არაფერს მეუბნებოდა, მე კი საკუთარ გრძნობებში პირველი ვერ გამოვუტყდებოდი. ერთ უბნელ ბიჭს ვუყვარდი და ალბათ დათო ჩემთან დაახლოებისგან თავს ამიტომაც იკავებდა. ჩვენი ასეთი ნაცნობობა 3 თვეს გაგრძელდა. ერთხელ დავინახე, ეზოში იდგა. მეზობელ გოგონას დავურეკე, შევხვდი და ვითომ შემთხვევით, გვერდით ჩავუარეთ. როცა მივუახლოვდით, მეზობელს ვუთხარი: ვალიკო ნერვებს მიშლის, რადგან სულ უკან დამდევს-მეთქი. ამით დათოს ვაგრძნობინე, რომ იმ ბიჭის მიმართ არანაირი გრძნობა არ მქონდა...
დათო დეიდასთან საახალწლოდაც ჩამოვიდა, მაგრამ ჩემთან ურთიერთობისგან ისევ თავს იკავებდა. იმ ახალ წელს სოფელში, ბებიასთან უნდა წავსულიყავი. ეს რომ გაიგო, მითხრა: არ წახვიდე, აქ უფრო კარგად გავერთობითო. რასაკვირველია, შინ დარჩენა გადავწყვიტე. მართალია, დედამ ეს ამბავი გააპროტესტა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე. 31 დეკემბრის ღამეს მთელი უბანი თავისუფლების მოედანზე გამართულ კონცერტზე წავედით. ბიჭებმა ლუდი იყიდეს და ყველამ დავლიეთ. ზუსტად 12 საათზე ერთმანეთს გადავეხვიეთ და ახალი წლის დადგომა მივულოცეთ. დათოს მაშინ პირველად შევეხე. მერე ბიჭები მაშხალებს გვესროდნენ. ერთი ჩემს ფეხებთან დაეცა და ძალიან შემეშინდა. მივხვდი, ვალიკომ მესროლა, მაგრამ ქალური ეშმაკობა გამოვიყენე და დათოს ვეჩხუბე, - რატომ მესვრი-მეთქი?! მიპასუხა: მინდოდა და იმიტომო! ვალიკო გაბრაზდა და დათოს ჩხუბი დაუწყო, ის კი გაბრაზებული შეტრიალდა და წასვლა დააპირა. რასაკვირველია, უკან დავედევნე და ვუთხარი, რომ არ მინდოდა, ჩემ გამო ეჩხუბა.
- არა უშავს, წადი, შეყვარებული არ გაგიბრაზდესო. - მე არავინ მიყვარს-მეთქი, - ვუთხარი. - არც მეო? - შენ თუ გიყვარვარ-მეთქი? - კიო, - მითხრა. - მაშინ, მეც მიყვარხარ-მეთქი. გამომიტყდა, შენთვის საჩუქარი მაქვსო (სხვათა შორის, დაბადების დღეც პირველ იანვარს მაქვს). მთხოვა, მისი დეიდაშვილის მანქანაში ჩავმჯდარიყავით. თავიდან ვითომ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და ცრემლიც გადმოვაგორე, მაგრამ მერე დავწყნარდი. სოფელში, ბებიამისთან წამიყვანა, რომელსაც ჩემ შესახებ ყველაფერი სცოდნია და სულ თავს დამტრიალებდა. დედამ რომ დამირეკა და ვუთხარი, - გავიპარე-მეთქი, მისმა კივილმა მაშხალების ხმაც კი გადაფარა, მაგრამ დათო რომ ნახა, ისე მოეწონა, მალევე დაშოშმინდა. ეს ყველაფერი ორი წლის წინ მოხდა. ახლა დათო 25 წლის არის, მე - 21-ის. 6 თვის ქალიშვილი, ბარბარე გვყავს და ძალიან ბედნიერები ვართ. დათო ყოველ წელს მეხუმრება: დაბადების დღეზე საკუთარი თავი გაჩუქე და სხვა რაღა გინდაო?!
სიურპრიზი საქმროს სანათესავოსგან...
ანა:
- ყოველ ზაფხულს ჩემთან ნათესავი გოგო ჩამოდიოდა, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მე კი, 25 წლის ასაკშიც "მინდვრის თაგვივით ობლად" დავდიოდი. ნათიამ მოწყალე თვალით გადმომხედა და ერთ-ერთ თაყვანისმცემელს სთხოვა: იქნებ
ჩემს ნათესავს ვინმე გააცნოო. იმ ბიჭმაც, სიკეთე გამოიჩინა და ასე გავიცანი გიორგი. ცოდვა გამხელილი სჯობს და მან თავიდანვე ფლირტაობა დამიწყო. ჯერ არ ავყევი, მაგრამ მერე მასთან ურთიერთობას ისე შევეჩვიე, რომ გამუდმებით ტელეფონი მეჭირა ხელში, მის მესიჯს ველოდებოდი. პირველი პაემანი მართლაც დაუვიწყარი იყო, ამის შემდეგ ჩვენში ნამდვილმა გრძნობამ იფეთქა...
ერთხელ ღამით დამირეკა, - შენი სახლის წინ ვდგავარ, მომენატრეო. ახლაც მიკვირს, მშობლებს როგორ გავეპარე. ქუჩაში რომ გავედი, არც მომსალმებია, ტელეფონი ამოიღო და ის მესიჯი წამაკითხა, სადაც ვწერდი, რომ სიამოვნებით ჩავეხუტებოდი. მერე მითხრა: - ახლა აქ ვარ, შენთან და შეგიძლია, ჩამეხუტოო. ცდუნებას ვერ გავუძელი... სამწუხაროდ, მერე მთელი 3 თვე გიორგის გარეშე მომიხდა ცხოვრება, რადგან ის თურქეთში წავიდა. სამშობლოში დაბრუნებულმა კიდევ 1 თვე ვერ მოახერხა ჩემი ნახვა. უკვე იმასაც ვფიქრობდი, - ალბათ აღარ ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ ახალ წლამდე 3 დღით ადრე ეჭვი გამიქარწყლა. შემხვდა და მითხრა: დამდეგს ერთად უნდა შევხვდეთო! ჩემი შინ დაბრუნების დრო რომ დადგა, გიორგიმ მაცდური წინადადება შემომთავაზა: ჩემები სოფელში წავიდნენ, შინ მარტო ვარ და თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, ჩემთან წამოდი, მშობლებს კი უთხარი, ვითომ მეგობართან რჩებიო...
თურმე, სიყვარული მართლაც, შეუძლებელს შეგაძლებინებს და დავთანხმდი. ოღონდ, ვკითხე: მერე, მარტო რა უნდა ვაკეთოთ-მეთქი? - მარტო არ ვიქნებით, ნათესავ გოგოს ამოვიყვანო, - დამამშვიდა. მის სახლთან რომ მივედით, ისე ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. კარი რომ გააღო, მთელი სახლი განათდა. გიორგის მთელი სანათესავო სუფრას შემოჯდომოდა და ჟივილ-ხივილით შეგვეგებნენ. მივხვდი, რომ გავბედნიერდი და იქ ჩემი ახალი სახლი იყო. 2014 წლის პირველ იანვარს მე და გიორგიმ ქორწინების სამი წლისთავი ვიზეიმეთ.
წელს ჩვენი ქორწინებიდან 10 წელი შესრულდა...
ხატია:
- ვანო ჩვენს საერთო მეგობართან გავიცანი. ის და ნინო ერთი და იმავე სოფლიდან იყვნენ, თან - შორეული ნათესავები გახლდნენ. მაშინ სტუდენტები ვიყავით. ნინო ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, შინ უფროსი არავინ ჰყავდა და ამიტომაც, ძირითადად, მასთან ვიკრიბებოდით. ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას ვანოც მოვიდა. ერთმანეთით მაშინვე ნამდვილად არ მოვხიბლულვართ. მას მერე ნინოს უნივერსიტეტშიც რამდენჯერმე მოაკითხა, მაგრამ მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდით. იმ პერიოდში შეყვარებულს ახალი დაშორებული ვიყავი და სხვა ურთიერთობები არ მაინტერესებდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ნინომ თავის სოფელში, რაღაც დღესასწაულზე დაგვპატიჟა. რასაკვირველია, ვანოც იქ იყო. კარგად მოვილხინეთ. სიყვარულის სადღეგრძელო ყანწებით, სკამზე ასულებმა დავლიეთ. ვანომ თქვა: როცა ქალი შემიყვარდება, ხელისგულზე დავისვამ და ისე ვატარებო.
- აუ, შემიყვარე, რა-მეთქი, - ვუთხარი. მას შემდეგ სულ უკან დამდევდა. მართალია, ძალიან სიმპათიური ბიჭია და როცა უნივერსიტეტში მაკითხავდა, ჩემს კურსელებს მასზე თვალი რჩებოდათ, მაგრამ რატომღაც, არ მომწონდა. ერთმა მითხრა კიდეც: ეგ ბიჭი შენ თუ არ გინდა, მე დამითმეო. ვაღიარებ, მაშინ შეყვარებულის მიმართ გრძნობები განელებული არ მქონდა, ვანოს შეყვარებას ამიტომაც ვერ ვახერხებდი. ბოლოს, ისიც დაიღალა ჩემი დევნით და შემეშვა. მართალია, უნივერსიტეტში თითქმის ყოველდღე აკითხავდა ნათესავს, მაგრამ მე "გამარჯობასაც" არ მეუბნებოდა. ერთ დღეს გავიგე, რომ ჩემს ძველ შეყვარებულს ცოლი მოუყვანია. ამ ამბავმა ამაფორიაქა, თავი მიტოვებულად და მარტოსულად ვიგრძენი. ჰოდა, ვანოს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. მოკლედ, ურთიერთობა ჩემივე ინიციატივით აღვადგინეთ. თითქმის მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე ჩემმა ოჯახმაც გაიცნო, მისი ოჯახიც გავიცანი...
ახალ წელს ვანო სოფელში, მშობლებთან შეხვდა, მე კი მეგობრის აგარაკზე მოვილხინე. იქ მხოლოდ გოგონები ვიყავით შეკრებილი და ზედმეტი დავლიეთ; ღამე გავათენეთ და დილით ისევ მთვრალები ვიყავით. ამასობაში ვანომ დამირეკა. საუბრისას ვუთხარი, - შენთან მინდა-მეთქი. - მეც მინდაო, - მიპასუხა და დამემშვიდობა. ორი საათის შემდეგ დამირეკა: აქ ვარ, გარეთ გამოდიო. რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. გოგონებს დავემშვიდობე და მაშინვე მასთან გავიქეცი. გამიკვირდა, სამ ძმაკაცთან ერთად რომ მომადგა, მაგრამ ისე მეძინებოდა, ერთი სული მქონდა, შინ მივეყვანე. გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა თბილისს გავცდით და გეზი ქართლისკენ ავიღეთ. ვიკითხე, - სად მივდივართ-მეთქი? - გილოცავ, ახალი წლის პირველ დღეს ჩემი ცოლი გახდიო. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვინერვიულე და ბევრიც ვიტირე. უკვირდა: რა გატირებს? ხომ მითხარი, შენთან მინდაო? ჰოდა, ჩემთან მიმყავხარო. მის მშობლებსაც გაუკვირდათ, ატირებული რომ მნახეს. ბოლოს, ბედს დავნებდი და მშობლებს ჩემი გათხოვების ამბავი შევატყობინე...
წელს ჩვენი ქორწინებიდან 10 წელი შესრულდა. მე და ვანოს ორი შვილი გვყავს და ბედნიერი ოჯახიც გვაქვს. იმ წელს ისედაც ვაპირებდით დაქორწინებას, მაგრამ ვანო კარგად მოიქცა, მოვლენები რომ დააჩქარა და ახალ წელს ახალი, ბედნიერი ოჯახი შევქმენით. ამიტომ, ეს დღესასწაული განსაკუთრებულად მიყვარს.
ტეგები: chatter, new_year, qwelly, ახალი_წელი, გარეგნობა, ქველი, ღამე, ჭორიკანა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•