განთიადი, ცას მოწყვეტილი ვარსკვლავივით უკვე მოსდგმოდა საქართველოს ცის კამარა წუთისოფელს და იქ მცხოვრებლებს თავის საბურველში ახვევდა. კვირა დღე იდგა. უფალთან სულიერი სიახლოვის შეგრძნებით გამოვიღვიძე, რამაც უფრო მეტად მომცა ეკლესიაში - ღვთისმსახურებაზე დასწრების ბიძგი. უკვე წასასვლელად გამზადებულმა, არ გჯერთ? აღმოვაჩინე, რომ სანთლის საყიდელი ფული არ მქონდა. ამაზე გულმა რეჩხი მიყო და ერთი ამოსუნთქვით ვიგრძენი თუ როგორ მტკივნეულად ჩამეწვა. იქვე შორი-ახლოს ჩემი სამლოცველო კუთხისკენს დანაღვლიანებული სახით გავიხედე და გავიფიქრე: მერე რა მოხდა თუ სანთელს ვერ დავანთებ,რაც მთავარია ღვთისმსახურებას  ხომ დავესწრები, რომელიც ესოდენ ძლიერ მწყურია-მეთქი. ჩემი თავი სახალისოდ განვაწყე და ქვა-ღორღიან გზას ფეხით გავუყევი,თან დაღლილობისაგან დროდადრო,ვჩერდებოდი და ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი.რამდენიმე წუთში მივუახლოვდი ხეებით გადავსებულ ტყიან ბილიკს,მიხვეულ-მოხვეული,ვიწრო გზებით სავალს. შეუმჩნეველი არ დამრჩენია ხელმარცხნივ მდგარი უზარმაზარი მუხა,რომლის ქვეშაც იდგა ღვთისმშობლის  სახელობის პატარა სალოცავი.იმ ადგილს თავმდაბლობით მივეახლე,მის წინაშე მუხლმოდრეკილმა გულითადად მოვილოცე იქაურობა და რამდენიმე კილომეტრის გავლით,ზარების რეკვის ხმა შემომესმა,რაც წირვის დაწყების მანიშნებლად მივიღე. ეკლესიის ეზო საუცხოოდ იყო შელამაზებული, იქ მდგარი: ზეცამდე აზიდული ნაძვები, ბზები და ნაირ-ნაირი ყვავილების ფერთა გამის სიმრავლე ედემს მიაგავდა. პირჯვარი გადავიწერე, ანალოგიაზე დაბრძანებულ ხატს ვემთხვიე და წირვის დამთავრებამდე, იქვე ახლოს შევჩერდი. ერთ ორ საათში იქაურობა მრევლის წევრების ხმაურმა მოიცვა. ზოგი ერთი-მეორეს ესაუბრებოდა, ზოგიერთები კი თავიაანთ გზებზე მიმოიფანტნენ. იქ დავანებულმა მადლიანმა სიწმინდემ, ისე დადებითად იმოქმედა ჩემს სულიერ განწყობაზე, რომ იქიდან წამოსვლას არ ვჩქარობდი. მეგობრებთან ერთად მამაოს ველოდებოდი, რათა მისთვის დალოცვა გვეთხოვა. მალე საკურთხევლის კარი გაიღო, რომლის ზღრუბლზეც გამოჩნდა მამა გიორგი, თავისი მრავლისმეტყველი, კეთილად მოალერსე, სიყვარულით მსჭველი თბილი თვალებით. მოახლოებულმა მანუგეშებელი სახით შემომხედა, სანთლებით სავსე პატარა ყუთი გამოგვიწოდა და გვითხრა: ყველამ გაიყავითო. ერთხანს გაოცება მადუმებდა, გონს, რომ მოვეგე აწყლიანებული თვალებით ამისთვის უფალს ვმადლობდი, ვმადლობდი იმიტომ, რომ თვალნათლივ დამანახა თავისი სიახლოვე და მზრუნველი სიყვარულის  უდიდესი ნიშანი მოყვასის მიმართ გამოვლენილი! 

ნახვა: 816

ტეგები: Qwelly, დღიური, ეკლესია, მადლი, მიახლება, მოწიწება, სანთელი, სიყვარული, ჩანაწერი

Tamila Moshiashvili: თებერვალი 23, 2014||4:32pm

აბა, რაღატომ ეძებენ აქეთ-იქეთ სასწაულებს :) კარგი საყვარელი პოსტია :) 

makuna: თებერვალი 23, 2014||6:23pm

გაიხარე tamila,უღრმესი მადლობა.:)))

ლაშა: თებერვალი 23, 2014||6:34pm

და რაც მთავარია მადლიანი თამილ  :)

Tamila Moshiashvili: თებერვალი 23, 2014||7:23pm

არაფრის საყვარელო, რა მადლობა :* 

makuna: თებერვალი 23, 2014||7:28pm

:):*

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters