ნელ-ნელა ბუნება ხალისდება გამოთბა, ჩიტებიც აჭიკჭიკდნენ და ადამიანებიც ვთავისუფლდებით ზამთრის ცივი კლანჭებიდან...
ვიშორებთ დათბილულ პალტოებსა და სვიტერებს გარდერობები კი ფერადი სამოსით ივსება, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად არსებობს პრობლემა იმისა თუ რამდენად მოგვერგება და მოგვიხდება გოგონებს (ასევე ბიჭებს) საზაფხულო სამოსი ზამთრის შემდეგ, როდესაც თითქმის ყველა იმატებს წონას მრავალი სადღესასწაულო სუფრების და გამო და არა მხოლოდ. გარეგნობაზე ზრუნვა გაზაფხულიდან უნდა დაიწყოთ და ზაფხულამდე სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ...
ბევრი, რომ არ გავაგრძელოდ ჭორიკანა გთავაზობთ წონაში დაკლების და ასევე ორგანიზმის გამაჯანსაღებელ ვარჯიშზე რამდენიმე რჩევას ანუ როგორ უნდა ივარჯიშოთ სწორად სურვილის შემთხვევაში...
P.S. სტიმულისთვის გთავაზობთ იოგას ინსტრუქტორის Laura Kasperzak და მისი 4 წლის ქალიშვილის მინის შესანიშნავ ფოტოებს.
1. ვარჯიშის ხანგრძლივობა და სიხშირე:
რამდენჯერ და რა ხანგრძლივობით უნდა ივარჯიშო დამოკიდებულია იმაზე, რა ამოცანა დაისახე მიზნად. თუ მაგალითად 10 კგ-ის დაკლება გინდა, მაშინ მხოლოდ შაბათ-კვირას ნახევარი საათის ვარჯიშით ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს. პირველი ვარჯიში უნდა იყოს ხანმოკლე, რომ არ მოხდეს ორგანიზმის გადატვირთვა, შემდეგ ვარჯიშის ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაიზარდოს.
2. სწორი მოძრაობები:
გახსოვდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიშისას მოძრაობების სწორად შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს ან არასწორად განვითარდეს კუნთი. მაგალითად, თუკი პრესის გაკეთების დროს ზედმეტად გეჭიმება კისერი, ესე იგი მოძრაობას არასწორად აკეთებ: მიაქციე ყურადღება, რომ მხრებში გასწორებული იყო. სასურველია, ვარჯიშის დროს მეტნაკლებად ყველა კუნთი გავარჯიშდეს, პრობლემურ ზონებს კი უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს. ამიტომ უნდა იცოდე, რომელი ვარჯიში რომელ კუნთს ავითარებს.
3. კვება:
ვარჯიშს არანაირი ან ძალიან მცირე ეფექტი ექნება, თუკი არ შეურჩევ სწორი კვების რეჟიმს. ეს არ გულისხმობს განსაკუთრებული დიეტის დაცვას, უბრალოდ გარკვეულ პროდუქტებზე (ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი საკვები…) უარის თქმა მოგიწევს (თუ საბოლოო მიზანი წონაში კლებაა). ვარჯიშამდე 2 , 1.5 საათით ადრე უნდა ჭამო, ვარჯიშიდან კი _ მინიმუმ 40 წუთის შემდეგ. უნდა გაითვალისწინო, რომ საკვების კალორიული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს კალორიების იმ რაოდენობას, რაც ვარჯიშის დროს დახარჯე.
4. სწორი სუნთქვა:
ვარჯიშისას უნდა ისუნთქო ცხვირით და ღრმად, უნდა ეცადო მთელი ვარჯიშის განმავლობაში სუნთქვის ერთი რიტმი შენარჩუნო
5. გაწელვა:
იმისთვის, რომ უფრო მოქნილი და ტანადი იყო, ვარჯიშის მერე კარგია გაწელვა. გაწელვა კუნთების გახურების შემდეგ უნდა მოხდეს.
6. წყლის დალევა:
ვარჯიშის დროს წყლის მიღებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ ერთი რამ ნათელია _ მოვარჯიშეს დისკომფორტი რომ არ შეექმნას, ვარჯიშამდე წყლის მიღება სასურველი არ არის. მაგრამ ზოგადად სითხის მიღება კარგი და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
ტეგები: Laura_Kasperzak, Qwelly, ვარჯიში, იოგა, ჭორიკანა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•