შეიძლება გსმენია ცინიკური ხუმრობები "უიღბლო ქორწინების" შესახებ, ალბათ ეს შენთვის არავის უთქვამს, მაგრამ მინდა გითხრა, რომ განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. დღეს შენ ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში შეაბიჯე და იგი ზუსტადისეთი იქნება როგორსაც შენ შექმნი.
ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ საკუთარ ძლიერებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და არაფერზე შეიკავებს თავს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის ცოლს გული არ ეტკინება იმის გამო, რასაც ვერასოდეს გაიგებს.
არადა სიმართლე ბევრად ღრმაა, ვიდრე ასეთი ადამიანები ფიქრობენ. ცოლმა ყველაფერი იცის, პერანგზე ნაპოვნი პომადის კვალისა და იმის მიზეზის გაგების გარეშეც კი, თუ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი დილის 3 საათზე სახლში და ამ ცოდნასთან ერთად იკარგება ურთიერთობის სილამაზეც.
ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს - რასაც დასთეს იმას იმკი. კაცი, რომელიც ქორწინებაში იმის ნახევარს დებს, რაც შეუძლია, ამაზე მეტს არც უნდა ელოდეს. დარწმუნებული ვარ იქნება წამები, როდესაც ისევ შეხვდები ვიღაც მომხიბვლელს, ძველი დრო გაგახსენდება და დაგაინტერესებს შეგწევს თუ არა ძალა მოხიბლო საპირისპირო სქესი, მაგრამ შვილო, მსურს გაგიმხილო, თუ რა მშვენიერი გამოწვევაა დაუმტკიცო შენი ძლიერება მხოლოდ ერთ ქალს შენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.
ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგრძელოს ცხოვრება, ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ნამდვილი კაცობა კი ისაა, რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ - ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე როდესაც ცუდად იყავი და ურეცხია შენი ბინძური საცვლები. მოიქეცი ასე... აგრძნობინე მას სითბო და კვლავ გაიგებ მშვენიერი მუსიკის ხმას.
კაცს, რომელსაც ნამდვილად უყვარს ქალი, არასოდეს სურს მას დამცირებულად აგრძნობინოს თავი. როდესაც მდივან ქალს ესალმები ანდა გოგონას, რომელსაც ორივენი იცნობთ, შენი ცოლი არ უნდა გრძნობდეს თავს დამცირებულად იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ეს ის გოგონაა, ვის გამოც გვიან ღამით დაბრუნდი სახლში. როდესაც შენი ცოლი ასეთ გოგოს თვალებში შეხედავს უნდა ეღიმებოდეს იმის გაანალიზებით, რომ ეს ის ქალია, რომელსაც მის გამო უთხარი უარი.
გახსოვდეს, არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია, რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდება.
ტეგები: Qwelly, Reagan, რეიგანი, წერილი
ძალიან ლამაზია ბროოლ განსაკუუთრებიით ბოოლო ნაწიილი მხიბლავს
"გახსოვდეს, არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია, რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდება"
Brolika Qiqava_მ თქვა:
ეს ყველაფერი ხომ არარეალურია :-D კაცი რომ არ წერდეს ვიფიქრებდი ქალის ილუზიაათქო :-)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•