მირიამ სოლოღაშვილი დაიბადა 1961 წლის 14 თებერვალს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო ფაკულტეტზე. მესამე კურსზე იყო, როცა აღმოაჩინო რომ ხატვა მისთვის ერთ-ერთი მნიშნველოვანი მისწრაფება იყო. ძირითადი პროფესიის პარალელურად სწავლა დაიწყო უნივერსიტეტის სამხატვრო სტუდიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. მონაწილეობა მიიღო მხატვრის სახლში ჯგუფურ გამოფენაზე.
თავად ქალბატონი მირიამი გვწერს:
"მერე... მერე იყო ოჯახი და როგორც "ტრადიციულად" ხდება, მხატვრობა ნელნელა ქრება, როგორც "რიტუალი". ადგილს სხვა პრიორიტეტები იკავებენ.
შვილები. ორი ვაჟი, ბაღი, სკოლა, მათ განათლებაზე ზრუნვა. მერე ალია ისრაელში."
თუ ვინმემ არ იცის, ალია არის ებრაელთა დაბრუნება ისრაელში. ქალბატონი მირიამი კი დედით ებარელი გახლავთ.
"ახლად ჩამოსული ისრაელში განსხვავებულ ამპლუაში ვარ. თელ-ავივის პრესტიჟულ რაიონში ვაჭრობის ცენტრში, ერთ სოლიდურ ფირმაში ვიწყებ მუშაობას. ჯერ განყოფილების უფროსად, მერე დიზაინერად. წლების განმავლობაში ამ განხრით ვმუშაობ. ხატვას გამოყენებითი ხელოვნება ცვლის. ვსწავლობ კომპიუტერულ გრაფიკასაც. მაგრამ თავის "პოვნას" მხოლოდ მოგვიანებით ვახერხებ. ბოლო წელია სახლში ყოფნას და სიმშვიდეს ვცდილობ. ხატვის სურვილიც მახრჩობს... დაახლოებით 30 ფერწერული ტილო - ნახევარი წლის ნამუშევარი..."
მისი ტილოების უმეტესობა შექმნილია ზეთის სახებავებით. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს კაბალისტური მეცნიერების თემები. სწორედ საკუთარი რაობის ძიებით, ხატვითა და ფერებით შექმნა ეს მშვენიერი ტილოები, რომელსაც ქვემოთ იხილავთ.
დავიწყოთ ავტოპორტრეტებით
მირაჟი
სამყაროებს შორის დარჩენილი სულის მატერიალური ფორმაა ფერის ენაზე
ქალი წითელში
"მეტსახელად აქაური მხატვრების წრეში "წითელკაბიანი" მქვია. (მიყვარს ეს ფერი ). ამიტომ ვერნისაჟსაც ეგ სახელწოდება შევურჩიე" - გვწერს ქალბატონი მირიამი
ნატურმორტები
ხილ-ბოსტნეული
ზეთი, ტილო, 60/50
პეიზაჟები
"წარწერა ქვიშაზე" მარადიულობის დიდ ემბლემად
ესკიზში, 75% სიუჟეტისა, უკვე დაგეგმილი მქონდა. ზღვა და ადამიანები. სვლა და დინამიკა. მსვლელობა: "ზღვისკენ" და "სანაპიროზე". განწირულ ადამიანთა მარათონი. ... ფიგურები მაინც გავაქრე, არ ვიცი, ეს ოპტიმიზმია თუ უბრალოდ, ლოკალური განწყობის ამბავი. აღმოჩნდა, მზის სხივს "წამოვკარ" ფეხი, იმავე ქსელში გაბნევა, სითბო და ყვითელი ფერი მესიამოვნა (სკრიაბინის "რე"-სავით)
ტილო, ზეთი, 80/60
ნეგევი. ლანდშაფტი
ტილო, ზეთი, 60/40
საუკუნოვანი სახლი თელ-ავივის როტშილდის ქუჩაზე
ტილო, ზეთი. 80/60
ბანანა-პალმა
ტილო, ზეთი, 50/60
ლანდშაფტების სერიას ძირითადად ანტიკა და ისრაელის ისტორია განსაზღვრავს. იქ, სადაც გონება დაეხეტება. თეოლოგია და სიწმინდეები, ადამიანის ძიების სხვადასხვა მცდელობანი უდიდესთან- ადამიანამდე ამაღლების საფეხურის ფენომენალური სახე.
სიურეალიზმი - ქალი წითელში
აფიშა
"გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა"
სერიიდან "მორიელის ტანდემი"
ზეთი, ტილო. 50/110
მორიელი - თვითგანადგურება
აურა
დიდი მადლობა ქალბატონ მირიამს ამ პოსტის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის. ჩვენ წარმატება ვუსურვოთ ამ შესანიშნავ საქმიანობაში და როგორც თავად ინდომებდა ალბათ, საკუთარი თავის პოვნა.
დაუმეგობრდით მას Qwelly_ზე → Miriam Sologashvili
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, ემიგრანტი, ინტერვიუ, მხატვარი
მარიამ, შავებში რას უწუნებ? http://www.qwelly.com/video/uriah-heep-lady-in-black :D
mariami_მ თქვა:
არაა ქალი წითლებში მართლაც ქალია წითლებში
მშვენიერია .. თან ტეანიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული :დ
ბრწყინვალე,მჭახე ფერები, როგორც ისრაელის მიწიდან ამოსული ხილის ნაყოფების ფერი...ნახატებში ჩანს საგნების სული, რომელიც მნახველებთან აგრძელებენ დიალოგს და გადაჰყავთ ადამიანი სხვა სივრცეში რომელიც მაგიურია, ამაღლებული...ეს არის სევდა შეუძლებელ ჰარმონიაზე, განსაკუთრებით ეს იგრძნობა ნამუშევარში "გარდაცვალება"-აქ რაღაცნაირი მოზეიმე ტრაგიკულობაა, აქ სევდა შებურვილია, წითელი ფერით ...ფერით, რომელსაც სიბნელის არ ეშინია...გისურვებ მირიამ წარმატებებს! სიკეთეს!..გაიხარე..
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•