28 ივლისს (ძვ. სტ. 15 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს მოწამე დედა-შვილს - კვირიკესა და ივლიტას

კვირიკე, ივლიტა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      მესამე საუკუნეში, იკონიაში (ლიკაონია, მცირე აზია) ერთი დიდგვაროვანი ქვრივი, ქრისტიანი ქალი ივლიტა ცხოვრობდა. ქმარი ადრევე გარდაეცვალა და ერთადერთ შვილს - კვირიკეს უფლის მოშიშებით და ღმრთისმოსაობით ზრდიდა. როცა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ივლიტა თავის შვილთან ერთად ჯერ სელევკიაში, შემდეგ კი ტარსუნში (ტარსოსი) გაიქცა, სადაც დასამალად გლახათკა უბანში დასახლდა. მაგრამ მის შესახებ ინფორმაციამ მალე მმართველ ალექსანდრემდე მიაღწია და ივლიტა და მისი სამი წლის კვირიკე სამსჯავროზე დაიბარეს.

      ამბის გამოკითხვა ვინაობის გარკვევით უნდა დაწყებულიყო და ნეტარმა დედამ მიუგო - "მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!". ამგვარი პასუხით კიდევ უფრო განრისხდა ალექსანდრე. ჩვილი გამოგლიჯა ხელებიდან და თავად ივლიტას ხარის ძარღვებით ცემა ბრძანა. ხედავდა რა დედის ტკივილს, ცრემლს და ვაებას, კვირიკე კიდევ უფრო ხმამაღლა ტიროდა და თან ამბობდა - "მე ქრისტიანი ვარ". ალექსანდრეს მოსწონდა ბავშვი, ცდილობდა მოფერებოდა, მაგრმა როცა მისგანაც ქრისტიანობის დაუფარავი განცხადება მოისმინა, წიხლი ჰკრა და კიბეზე დააგორა. 3 წლის კვირიკემ თავი რამდენჯერმე დაარტყა მარმარილოს იატაკს და სული განუტევა.

      ნეტარი დედა ყოველივე ამას საკუთარი თვალით ხედავდა და საშინელ ტანჯვას გრძნობდა, მაგრამ ამის მიუხედავად უფალს მადლობდა ამ გვარი მარტვილობისთვის. როცა ალექსანდრე საბოლოოდ დარწმუნდა რომ ხარის ძარღვებით ცემით ვერაფერს გახდებოდა, გადაწყვიტა რკინის წვერბასრი იარაღებით ჭრილობები მიეყენებინა ნეტარის სხეულისთის და იქ გამღვალი ფისი ჩაესხათ. თან შეაგონებდა:

  - "შეიბრალე თავი, ივლიტა, დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!"

      მაგრამ ქრისტესთვის მარტვილთ როდის გაუყიდიათ თავიანთი უფალი.

  - "არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს - მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები! - პასუხობდა ნეტარი.

      მაშინ ალექსანდრემ მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ვიდრე განაჩენი აღსრულდებოდა ივლიტამ რომაული წესის თანახმად დრო ითხოვა. მუხლმოდრეკილმა ილოცა უფლის წინაშე და საკუთარი შვილის და თავისი სულები შეავედრა ყოველთა მეუფეს. ლოცვის შემდეგ ნეტარ ივლიტას თავი მოჰკვეთეს. მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

      როცა იმპერატორის ტახტრევანზე მოციქულთასწორი კონსტანტინე ავიდა, ნეტართა წმინდა გვამები გადაასვენეს ტაძარში. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 28 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, მოწამე, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 1479

გამოხმაურებები!

გილოცაააავთ !:)

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters