თოვლის გაკვალვა ყოველთვის სასიამოვნო საქმიანობად მეხატებოდა, განსაკუთრებით როცა წარმოვიდგენდი რომ შესაძლებელი იყო იმხელა თოვლი მოსულიყო, სახლის კარის გაღების შემდეგ თოვლის კედელს შევჯახებოდი, რომელშიც გრძელ გვირაბს გავჭრიდი პირდაპირ სკოლამდე. მაგრამ ეს უწინ იყო.

ახლა ამ კაცს რომ უყურებთ, არც გიჟია და არც გაკაჟება სწყურია. ის უბრალოდ ხელოვანია!

ვინც ხელოვნების ჯგუფის ერთგული სტუმარი და წევრია, მას კარგად ეცოდინება რომ რამდენიმე პოსტი მივუძღვენით სანაპიროს მხატვრობას, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია დღევანდელ ზღვამოყვარულთა წრეებში. ჩვენს ავტორსაც აქვს რამდენიმე მსგავსი ხელოვანება შექმნილი:

მაგრამ პოსტი სულ სხვა აგრეგატულ მდგომარეობას ეძღვნება! ☺

წარმოგიდგენიათ რა რთულია თოვლში მსგავსი ფიგურების შექმნა? სიმონ ბექი წარმოშობით ინგლისელი დიზაინერ-მხატვარია. 2004 წლიდან გადაწყვიტა რომ მის ფანტაზიაში წარმოსახული ფიგურები, ბუნების მშვენიერი სანახებისთვის მოერგო და ასეც მოიქცა. ჯერ იყო და ქვიშაზე ხატავდა, 2011 წლიდან კი, როცა საფრანგეთის ერთ-ერთ ზამთრის კურორტს ეწვია, ჭკუაში დაუჯდა ანალოგიურის განხორციელება თოვლზე.

ბატონი სიმონი ერთი ფიგურის შექმნას 12 საათს ანდომებს, დღეში 6 საათზე მეტს არ მუშაობს, ამასთან პირველ დღეს ფიგურების პერიფერიულ ნაწილებს აკეთებს, მეორე დღეს კი ძირითად კონტურებს და ფიგურებს გამოყოფს და შედეგიც თვალწარმტაცია ნებისმიერი ასაკის და გემოვნების თვალწყალდამლევისათვის. ფოტოები დამატებით შთაბეჭდილებას ქმნიან. ამ ხელოვნების არსებობაც ხომ მხოლოდ კამერების იმედადაა დარჩენილი.

ისიამოვნეთ და შთაბეჭდილებები გამოხმაურებებში გაგვიზიარეთ.

ტეგები: Art, Design, England, Figure, France, Painting, Post, Qwelly, Simon Beck, Snow, მეტი...Snow Art, Winter, გაკაჟება, ზამთარი, თოვლი, თოვლის ხელოვნება, კაჟი, მხატვრობა, ნახატები თოვლზე, სიცივე, ხატვა, ხელოვნება, ხელოვნება თოვლზე

ნახვა: 861

გამოხმაურებები!

კახა, ნუთუ დანარჩენები დაიწუნე???

Kakha და მაინც, რომელია უნიჭობა? :(( 

Kakha_მ თქვა:

რა საკვირველია :D უდაოდ ფენომენთან გვაქვს საქმე, ყველაფერი ხელოვნება კიარ არის, ზოგი შეიძლება უნიჭობაც იყოს :D

P.s თუ კომენტარის აზრს ვერ გაიგებთ მესმის თქვენი! :D

ძალიან ლამაზია :) საინტერესოა მუშაობის პირველი დღის მერე ღამე დიდი თოვლი რომ მოვიდეს, გამოდის რომ მთელი სამუშაო წყალში ჩაეყარა? :( თუ წინასწარ ეცნობა ხოლმე ამინდის პროგნოზს :D

vaa ra magariaa ^_^ rogor aketebs :O

თოვლის მაქმანები.სამწუხაროა რომ თოვლი  გადნება და მაქმანებიც გაქრება.

რა სილამაზეააა ^^

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters