შესახედად მშვენიერი ხიდია, მაგრამ სახელწოდებაში ნამდვილად არ გაუმართლა.
სიმართლე გითხრათ ბავშვობიდან მიკვირდა ის ფაქტი, რომ არსებობდა ეშმაკის ბორბალი. ერთი შეხედვით არაფერი საეშმაკო არ ჰქონდა, ორ ძელზე და მათ შორის გადებულ დირეზე დამაგრებული ბორბალი, რომელიც ისე ზანტად ტრიალებდა, არცერთი გველი რომ არ მეგულება ამ უკიდეგანო სამყაროში მისნაირად ნელა მხოხავი. შეღებილიც საკმაოდ მიმზიდველად და მხიარულად. ჩაჯდებოდი შიგნით, აგიყვანდა მაღლა, სუფთა ჰაერს ჩაგასუნთქებდა და ჩამოგიყვანდა და ორმაგად გაოგნებული იყავი - რატომაა ახლა ეს ეშმაკის ბორბალი და ელიავას ბაზრობაზე ნაყიდი საბურავები სიცოცხლის შემნარჩუნებელი? დღემდე არ ვიცი ამაზე პასუხი და იქნებ დამეხმაროთ.
თუმცა ამ პოსტში ეშმაკის ბორბალზე კი არა, ეშმაკის ხიდზე უნდა გესაუბროთ, რომელიც საკმაოდ გავრცელებული სახელია და ევროპის ბევრ ძველ ხიდს ჰქვია ასეა.
ამ პოსტისთვის გერმანული შევარჩიეთ.
ეშმაკის ბორბალი, The Devil’s Bridge ან გნებავთ როგორც დედანში უწოდებენ Rakotzbrücke, მდეობარეობს გაბლენსში, ესაა გორლიცის მიწაზე (ჩვენებურად მუნიციპალიტეტში. გერმანიაში მუნიციპალიტეტის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი მიწა, ასე რომ მთელი გერმანია მიწებადაა დაყოფილია), საქსონიაში.
ნაკრძალს, სადაც მისი ნახვაა შესაძლებელი, ასე ჰქვია - Azalea and Rhododendron Park Kromlau. აქ ჩამოსული ტურისტები გაოცებას ვერ მალავენ, როდესაც მოკრიალებულ წყალზე არეკლილი ხიდი უნაკლო წრეს ჰქმნის.
ეშმაკის ხიდს 4 წლის წინ 150 წლის იუბილე ჰქონდა. იგი 1860 წელს აიგო მიმდებარე ტერიტორიებზე მოგროვებული ქვებით. საკმაოდ ვიწრო და საცალფეხო გადასასველია ზედ. ეშმაკის ხიდი კი იმიტომ ეწოდა, რომ გერმანელებმა გაკვირვება სხვაგვარად ვერ გამოხატეს, გარდა შეძახილისა - "ეშმაკმა დალახვროს", მსგავს რამეს მხოლოდ სატანა თუ ააშენებდაო. სატანისა რა გითხრათ, მაგრამ მე დიდად ნასიამოვნები დავრჩი ფოტო სანახაობით და პირადადაც ვიხილავდი თუკი ამის საშუალება მომეცემოდა.
ამ ფოტოზე კიდევ შეიძლება ვინმემ თქვას ეშმაკის ციხეს ჰგავსო!
და ბოლოს...
არის სეზონი, როდესაც ეშმაკის ხიდი ეფექტს კარგავს!
ტეგები: Azalea, Bridge, Devil, Devil’s Bridge, Earth, Gablenz, Germany, Kromlau, Qwelly, Rakotzbrücke, მეტი...Rhododendron, Saxony, გაყინული, გერმანია, დედამიწა, ეშმაკი, ეშმაკის ხიდი, ეშმაკის_ხიდი, ნაკრძალი, პარკი, საინტერესო, ღირს-სახილველი, ხიდი
დამეთანხმე ახლა და თქვი, რომ ამ ადგილს ზამთარი არ მოუხდა :D :P
Kakha_მ თქვა:
თათია ზამთრისგან რა გინდა? პირიქით გაალამაზა კიდეც :P
თათია_მ თქვა:ზამთარმა გაახუნა რა.. :D
მე გეთანხმები თათი, მიუხედავად შენი მოწოდებისა რომ ზამთარი შემეყვარებინა, მაინც არ მოუხდა აქაურობას :D აქ კი → http://www.qwelly.com/group/photography/forum/topics/winter
იქაურობას უხდება ლაში ჰო? :)
ლაშა_მ თქვა:
მე გეთანხმები თათი, მიუხედავად შენი მოწოდებისა რომ ზამთარი შემეყვარებინა, მაინც არ მოუხდა აქაურობას :D აქ კი → http://www.qwelly.com/group/photography/forum/topics/winter
თათი მერედა როგორ :))
თათია_მ თქვა:
იქაურობას უხდება ლაში ჰო? :)
ლაშა_მ თქვა:მე გეთანხმები თათი, მიუხედავად შენი მოწოდებისა რომ ზამთარი შემეყვარებინა, მაინც არ მოუხდა აქაურობას :D აქ კი → http://www.qwelly.com/group/photography/forum/topics/winter
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 7, 2025.
საათი: 5:41am
0 კომენტარი
0 მოწონება
Inspiring rap instrumentals have become The most potent tools for inspiration in right now’s quick-going world. In 2025, these beats are now not just history tracks for rappers. They are really soundtracks for ambition, target, and personal transformation. From fitness center headphones to Workplace desks, from Artistic studios to late-evening research classes, inspiring rap instrumentals are everywhere you go, quietly pushing persons ahead.…
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•