ბებერი მუხა აღერღილი იყო. უკანასკნელი ფოთლები რა ხანია რცხილებსაც დასცვივდათ, წიფლებსაც, თამელებსაც. თვით ისიც, დაკორძილი, ათას ჭირ-ვარამში გამოვლილი მუხაც, შავად იყო ალანძული, მისი სქელი გალაქულივით პრიალა ფოთლები ძირს იყვნენ დაფენილნი და ხანდახან თუ შეთრთოლდებოდნენ ნიავის წამობერვაზე, კბოდეზე გადმოზნექილი ნეკერჩხლის ერთი დიდი ფოთოლი კი მხოლოდ ოდნავ მოღუნულიყო და წითლად ღუდღუდებდა ტყის ბინდ ჰაერში. მუხამაც, ხევში მიმავალმა მომწვანო წყალმაც, მსუქანმა მაჩვმაც და დიდთავა ბუმაც იცოდნენ, რომ ნეკერჩხლის ფოთოლი ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.

     - ვის ელი, შე საბრალოვ!? შელიკლიკებდა ქვემოდან წყალი, – ჩამოდი ჩემთან, თუ შენიანებზე ნაწყენი ხარ, ქვემოთ წაგიყვან, ულამაზეს ადგილებს გაჩვენებ და, სადაც მოგეწონოს, იქ დარჩი

     მაგრამ ფოთოლი ხმას არ სცემდა წყალს.

     გამოვიდოდა ყოველ დილა მსუქანი მაჩვი, ღრმად ჩაისუნთქავდა სუსხიან ჰაერს, დაინახავდა ნეკერჩხლის წითლად მოღუდღუდე ფოთოლს, ზიზღით შეიჭმუხნიდა ქონიან დინგს და აბუზღუნდებოდა თავისთვის:

     - ნეტავ ვის ელის ეს ტუტუცი, არ ურჩევნია, თავისიანების გვერდით იყოს?!

     - მუხას კი ის აბრაზებდა, ჯანსუსტი, ყოველგვარ ხმაურზე მოცახცახე ფოთოლი როგორ იძენდა მისთვის გაუგებარ სიმტკიცეს.

     მოდიოდა წვიმა, უბერავდა ქარი, ეხლებოდნენ ტოტები ტოტებს; რამდენჯერმე ჭირხლმა ძვალრბილიანად გათანგა ყველაფერი, ნაკერჩხლის წითელი ფოთოლი კი ისევ მოლოდინით იყო სავსე და მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად ეღუნებოდა მხრები.

     ერთ დღეს ცა ზამთრისპირულად მოქურუშდა. დაუბერა ცივმა, ნოტიო ნიავმა. მთელ დღეს იქროლა. მერე ნიავი ჩადგა და წვიმა წამოვიდა. იწვიმა შუაღამემდე, შუაღამის შემდეგ კი წვიმა თოვლმა შეცვალა. როცა გათენდა, ტყე თითქოს ფიქრიან ბურუსს წაეღო სადღაც შორს. ხეების წვიმითგაშავებულ ტოტებს რბილი, ფაფუკი თოვლი დასდებოდა, ჟანგისფერ მიწას თეთრი, ფუმფულა საბანი გადაჰფარებოდა, კბოდეზე გადმოზიდული ნეკერჩხლის წითელი ფოთოლიც თოვლით იყო დამძიმებული, მაგრამ ის მაინც ისევ მტკიცედ ეკიდა ტოტის ბოლოზე და ისევ ვიღაცას თუ რაღაცას ელოდა.

     - ჩამოდი, შე საცოდავო! ? დაუძახა ქვემოდან წყალმა, – ჩამოდი, სანამ ყინულს არ შევუბოჭივარ მთლიანად.

     მაგრამ ნეკერჩხლის ფოთოლი ხმას არ იღებდა.

     ბებერი მუხაც ღირსეულად თავდაჭერილი დუმდა.

     შუადღისას მზე გამოვიდა. ნეკერჩხლის ფოთოლს თოვლი ჩამოადნა. ჩამოდნა თოვლი ხეების ტოტებიდანაც. ტყეში ისმოდა ჩამოშავებული ლეშისა და მსხვილი წვეთების ხმელ ფოთლებზე დაცემის ხმა. მიწაზე დაგებული თოვლი ქაფქირივით დაიხვრიტა, მაგრამ საღამო ხანზე ხმები ისევ შეწყდა. მთების წვერებიდან ყინვა ჩამოვიდა, ლურჯად ჩამოდგა ტყეში. გაჩუმდა წყალიც. გაჩუმდნენ ფრინველებიც. მიდამო მოიცვა სინათლესთან გაყრის იდუმალმა სევდამ…

     და, აი, ამ დროს მინასავით უძრავ ლურჯ ჰაერში ბებერ მუხასთან შემოვიდა ხარირემი. ის ყველამ მაშინვე შეამჩნია, ყველა გაიცქაფა, თითქოსდა თითისწვერებზე შეადგნენ ერთმანეთს უკან. ხარირემი, მოწყენილი, მაგრამ ზვიადი, ნელ- ნელა მოდიოდა. ხანდახან შეჩერდებოდა, ყურებს შეატოკებდა, ნესტოებს დაბერავდა და ისევ წავიდოდა, – თოვლშერჩენილ მიწას შავად აჩნდებოდა მისი შუაზე გაყოფილი ნაფეხურები. ჩავიდა ხევში, პატარა ხანს წყალს დაეწაფა, მერე თავი ასწია და გაკვირვებული დარჩა. კბოდეზე გადმოზიდულ ნეკერჩხალს ერთი დიდი წითელი ფოთოლი შერჩენოდა და ის ფოთოლი თრთოდა, ცახცახებდა; ნიავი არ იძვროდა, ისე თრთოდა და ცახცახებდა. ირემმა კისერი წაიგრძელა და კიდევ უფრო გაკვირვებული შეაჩერდა. მაშინ ფოთოლი მოწყდა, წამოვიდა ფარფატით, წამით თითქოს ჰაერშიც კი შედგა, მერე მოეშვა და გულაღმა დაეცა თოვლზე ? წითელი, უსასოო, ირემმა დრუნჩი მიუახლოვა, წინა ფეხიც ასწია, უნდოდა, ჩლიქი წაეკრა, გადაებრუნებინა, ენახა, რა ფოთოლი იყო ასეთი, მაგრამ ის ისე უმწეოდ ესვენა თოვლზე ? სისხლისფერი, სიფრიფანა, ოდნავ მოხრილი მხრებში ? ფეხი დაუშვა, მორიდებით შემოუარა, რამდენჯერმე შედგა, მოიხედა. რაღაც საოცარმა ნაღველმა შეიპყრო, თავი ასწია და ამოიბღავლა.

     ზამთრის პირის გარინდებულ ტყეში გლოვის ზარივით ისმოდა ხარირემის უდროული ხმა. აქამდე უძრავი ლურჯი ჰაერი ზანზარებდა, თრთოდა. ყოველივე ეს ბებერმა მუხამაც დაინახა, აი, თურმე ვის უცდიდა ნეკერჩხლის დიდი წითელი ფოთოლი! აი, მრავალსაუკუნოვანი სისულელის კიდევ ერთი სურათი. იცნობდა ასეთ რამეებს ბებერი მუხა!.. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ერთი სურვილით იყო შეპყრობილი: უნდოდა, მასაც ხარირემივით აეწია თავი და დაებღავლა, დაებღავლა ისე, რომ ტანი აჰბურძგლოდათ გაშტერებით მდგარ წიფლებსა და რცხილებს. ეს არ შეეძლო, და იდგა ჩუმად, კვირტებს უბეები ნელ-ნელა ევსებოდა წვეთებით. ეს წვეთები იყო მისი ცრემლი.

ტეგები: leaf, maple, клён, лист, ინანიშვილი, მუხა, ნეკერჩხალი, რევაზ_ინანიშვილი

ნახვა: 2372

გამოხმაურებები!

 აი, თურმე ვის უცდიდა ნეკერჩხლის დიდი წითელი ფოთოლი! 

RSS

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters