გაზაფხულის მშვენიერი დილა იყო... მზის სხივები არემარეს ანათებდა. დიდ და ლამაზ მოედანზე ორი ბედნიერი წყვილი მოსეირნობდა.

      ნიკას და ლიზის ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და მათ ეს სიყვარული ახლა უფრო გაამყარეს. შესტრფოდნენ ერთურთს... ბედნიერებას ასხივებდნენ,ცხოვრება უხაროდათ, მაგრამ წუთისოფელი გაახარებს ერთობ ვინმეს?

      ლიზის მშობლებმა მდიდარი სასიძო მოძებნეს და შვილის დაუკითხავად ქორწილის დღეც დათქვეს. ლიზის ხშირად ესმოდა დედისგან მწარე სიტყვები: "არა, ეს არ მოხდება, არასოდეს. ნიკა ვინღაა. რომელ სიყვარულზე ლაპარაკობ?" ლიზის ჭეშმარიტი სიყვარულის იმედიღა ჰქონდა და არ იცოდა, თუ რა მძიმე განსაცდელს უმზადებდა მას განგება...

      და აი, ქორწილის დღეც დადგა. უკვე გვიანი იყო არაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა. მოულოდნელობისგან განცვიფრებული ქალიშვილი ერთ ადგილას იდგა და გაოგნებული ერთ წერტილს მისჩერებოდა. საქორწინო კაბაში გამოწყობილი ფერიას გავდა, ჯადოსნურ სამყაროდან მოსულ ფერიას. ეზო ხალხით იყო სავსე... უკვე ეტლიც მზად იყო. ყველანი აქ იყვნენ, მხოლოდ ის... ნიკაღა აკლდა.

      ტაძარში, საკურთხეველთან მდგომი პატარძალი გაფითრებული იდგა, მის მშვენიერ სახეზე ბრწყინავდა ობოლი ცრემლი. სიძემ ქალიშვილს ნაზ თითზე ქორწინების ბეჭედი გაუკეთა. უცებ ლიზი შეკრთა... თითქოს გამოიღვიძაო, პატარა ჩანთიდან ლამაზი კოლოფი ამოიღო და საკურთხეველთან გახსნა... მას იქ სიკვდილი ელოდებოდა.

      დედის მწარე ქვითინი... მამის ჩუმი გოდება... ლიზის უსულო სხეული. ლამაზი ოცნებები, ფიქრები გაქრა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

      სად გაქრა მისი სიკეკლუცე... სინატიფე, სად დაიკარგა მისი სიდიადე, სიამაყე. რა ძალამ სძლია მის ძლიერ სულს... ნუთუ შავბნელი სიკვდილის წინაშე ყველაფერი მარცხდება.

      უკანასკნელი დღე... საპატარძლო კაბაში გამოწყობილ ქალიშვილს მიაცილებდნენ, მეგობრები... ნაცნობები. ზღვა ხალხის ნაკადს, ყველაზე ბოლო მიჰყვებოდა ნიკა... ის მიდიოდა მარტო... მიდიოდა მარტო და ლოცულობდა... მისთვის ლოცულობდა.

      ლიზის დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრები ლიზის საფლავზე ავიდნენ... საფლავს ახალგაზრდა ჭაბუკი ჩახუტებოდა. მეგობრებმა ნიკა ამოიცნეს... მისმა გულმა ამდენ დარდს და ტანჯვას ვერ გაუძლო და ლიზისთან ყოფნა არჩია...

      ყველაფერი ასე უჩვეულოდ მოხდა... ორი ბედნიერი წყვილის ცხოვრება, მშობლების დაკვეთით ბედნიერად დასრულდა... მართლაც რომ ბედნიერად... საოცრად...

ნახვა: 916

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დაკვეთა, მსხვერპლი, მშობლები, სიყვარული, უბედურება, ქველი

tsira: ნოემბერი 25, 2012||6:38pm

ra cudad msjelob......aba kargad gvitxari ratom vart tyiurebiiiiiiiiiiiii

tsira: ნოემბერი 25, 2012||6:46pm

shen tavs romels ganakutneb?albat umciresobas .....:):):)

თამუნა გოგინაშვილი: ნოემბერი 25, 2012||6:57pm

ხშირად უხეშად ერევიან მშობლები შვილების ცხოვრებაში,მათ ჰგონიათ რომ შვილისთვის კარგი უნდათ, მაგრამ იმას ვერ აცნობიერებენ რომ შეიძლება შვილისთვის კარგი სულ სხვა რამ იყოს,შედეგი კი ტანჯვა,წამება და უბედურებაა:(

შორენა კენჭოშვილი: ნოემბერი 25, 2012||7:10pm

არაცერ დედას არა უნდა შვილისთვის ცუდიი და მითუმეტესე სიკვდილიი...მაგარაა შვილს როო აიძულებ რამესე ესეც ძაან ცუდიაა....უბრალოთთ უნდა ისაუბრონნ მშობლებთან ალბათთ..ყველაზე მართბულიიი..

ლაშა: ნოემბერი 25, 2012||11:26pm

საინტერესოა... იმდენად არარეალურია რომ დაჯერება მიჭირს, არადა მართლაც გულის ამაჩუყებელი და გულსატკენი ისტორიაა... :(

ნუ საქართველო რომ აქ არაფერშუაშია და ლიზი და ნიკაც გამოგინილი სახელებია ეს ძალიან მარტივი მისახვედრი იყო...

მთავარია მორალი, რომელსაც ერთი მხრივ ვეთანხმები და მეორე მხრივ გავმეორდები - იმდენად არარეალურია რომ ვერ ვიჯერებ! :(

მე ვგმობ მშობლების ჩარევას შვილის პირად ცხოვრებაში!


მაგრამ ახლა სულ სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება... მთხრობაში წერია რომ მდიდარ სასიძოს ეძებდნენ, ნიკა რამდენად შეძლებული იყო, ამაზე დუმს ავტორი...

თქვენი აზრით თანამედროვე სამყაროში, თუნდაც ძველ სამყაროში - სიყვარული ყველაფერია???

tsira: ნოემბერი 25, 2012||11:37pm

kargi kritikosi gvezrdeba:):):)

ლაშა: ნოემბერი 25, 2012||11:40pm

კრიტიკოსი რატომ, უბრალოდ ჩემი აზრი ვთქვი :)

თამუნა გოგინაშვილი: ნოემბერი 26, 2012||12:48am

ლაშა დაუჯერებელი არაფერიაა,სამწუხაროდ სწორედ საქართველოში ხდებოდა და ხდება ასეთი რამ,თუმცა დღეს უფრო იშვიათად.შეიძლება ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ რეალობასთან ახლოსაა.
 
ნიკა და ლიზი რათქმა უნდა გამოგონილი სახელებია.

და რაც შეეხება ნიკას შეძლებულობას, ეს უბრალოდ უნდა მიხვდე რომ  ის ისეთი შეძლებული არ იყო როგორიც მშობლების შერჩეული სასიძო,ისტორიიდან ჩანს, რომ დედამ იცოდა ნიკას არსებობის შესახებ.

სიყვარული ზოგისთვის ყველაფერია,ზოგისთვის არაფერი,არაფერი იმიტომ რომ ზოგისთვის სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია და მისთვის  სიყვარული ვერ იქნება ყველაფერი.

შორენა კენჭოშვილი: ნოემბერი 26, 2012||1:02am

ჩემი აზრით სიყვარულს სწავლა უნდაა...და თუ გესმის ამ გრძნობისს ....ის ყველაფერიი დროსს არა აქვს მნშვნელობააა............

ლაშა: ნოემბერი 26, 2012||1:10am

მოდი გავაგრძელოთ:

- ხომ ბედნიერები ვართ ნიკა?

- კი, ჩემო სიცოცხლევ.

- ნახე როგორ მიბაკუნებს ფეხებს.

- მამაძაღლი ეგ... ნუ ურტყავ ბიჭო დედიკოს.

რამდენიმე თვის შემდეგ...

- ნიკა იშოვე საჭმელი?

- ვერა...

- ნიკა იყიდე პამპერსი? წამალი? საჭმელი? ბავშვს სიცხე აქვს...

- ვერა.

- დეეეე.... ფია მინდა... დამშვიდდი შვილო იქნება, მთავარია მე და მამაშენს გვიყვარს ერთმანეთი.

- სიყვარულს ვერ ვაჭმევთ ბავშვს ლიზი...

......

ორი დღის შემდეგ ნიკა კონწიალობდა სხვენში... ყულფი მისი ზომა აღმოჩნდა...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters