გაზაფხულის მშვენიერი დილა იყო... მზის სხივები არემარეს ანათებდა. დიდ და ლამაზ მოედანზე ორი ბედნიერი წყვილი მოსეირნობდა.
ნიკას და ლიზის ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და მათ ეს სიყვარული ახლა უფრო გაამყარეს. შესტრფოდნენ ერთურთს... ბედნიერებას ასხივებდნენ,ცხოვრება უხაროდათ, მაგრამ წუთისოფელი გაახარებს ერთობ ვინმეს?
ლიზის მშობლებმა მდიდარი სასიძო მოძებნეს და შვილის დაუკითხავად ქორწილის დღეც დათქვეს. ლიზის ხშირად ესმოდა დედისგან მწარე სიტყვები: "არა, ეს არ მოხდება, არასოდეს. ნიკა ვინღაა. რომელ სიყვარულზე ლაპარაკობ?" ლიზის ჭეშმარიტი სიყვარულის იმედიღა ჰქონდა და არ იცოდა, თუ რა მძიმე განსაცდელს უმზადებდა მას განგება...
და აი, ქორწილის დღეც დადგა. უკვე გვიანი იყო არაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა. მოულოდნელობისგან განცვიფრებული ქალიშვილი ერთ ადგილას იდგა და გაოგნებული ერთ წერტილს მისჩერებოდა. საქორწინო კაბაში გამოწყობილი ფერიას გავდა, ჯადოსნურ სამყაროდან მოსულ ფერიას. ეზო ხალხით იყო სავსე... უკვე ეტლიც მზად იყო. ყველანი აქ იყვნენ, მხოლოდ ის... ნიკაღა აკლდა.
ტაძარში, საკურთხეველთან მდგომი პატარძალი გაფითრებული იდგა, მის მშვენიერ სახეზე ბრწყინავდა ობოლი ცრემლი. სიძემ ქალიშვილს ნაზ თითზე ქორწინების ბეჭედი გაუკეთა. უცებ ლიზი შეკრთა... თითქოს გამოიღვიძაო, პატარა ჩანთიდან ლამაზი კოლოფი ამოიღო და საკურთხეველთან გახსნა... მას იქ სიკვდილი ელოდებოდა.
დედის მწარე ქვითინი... მამის ჩუმი გოდება... ლიზის უსულო სხეული. ლამაზი ოცნებები, ფიქრები გაქრა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
სად გაქრა მისი სიკეკლუცე... სინატიფე, სად დაიკარგა მისი სიდიადე, სიამაყე. რა ძალამ სძლია მის ძლიერ სულს... ნუთუ შავბნელი სიკვდილის წინაშე ყველაფერი მარცხდება.
უკანასკნელი დღე... საპატარძლო კაბაში გამოწყობილ ქალიშვილს მიაცილებდნენ, მეგობრები... ნაცნობები. ზღვა ხალხის ნაკადს, ყველაზე ბოლო მიჰყვებოდა ნიკა... ის მიდიოდა მარტო... მიდიოდა მარტო და ლოცულობდა... მისთვის ლოცულობდა.
ლიზის დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მეგობრები ლიზის საფლავზე ავიდნენ... საფლავს ახალგაზრდა ჭაბუკი ჩახუტებოდა. მეგობრებმა ნიკა ამოიცნეს... მისმა გულმა ამდენ დარდს და ტანჯვას ვერ გაუძლო და ლიზისთან ყოფნა არჩია...
ყველაფერი ასე უჩვეულოდ მოხდა... ორი ბედნიერი წყვილის ცხოვრება, მშობლების დაკვეთით ბედნიერად დასრულდა... მართლაც რომ ბედნიერად... საოცრად...
:D რა ცუდი გაგრძელებაა...წარმოიდგინე ეხლა მაგ სიტუაციაში სიყვარულიც რომ არ იყოს ამ ორ წყვილს შორის:)
აჰა... ახლა უყურე რაშია საქმე თამუნა...
ჩემო კარგო, მე უკვე დავწერე (ხაზგასმით და მუქად) რომ წინააღმდეგი ვარ შვილების პირად ცხოვრებაში ჩარევის, მაგრამ ხომ ხედავ რომ ხანდახან სიყვარული, მარტო გულის ცემით კი არა - გონების კარნახით უნდა განისაჯოს... :) :*
რათქმა უნდა გონების გამოყენებაც საჭიროა,მაგრამ გული უფრო მნიშვნელოვანია,გონებამ შეიძლება ბევრი რამ გიკარნახოს და თავგზა აგირიოს.როცა გული ერთს გკარნახობს და გონება მეორეს რა უნდა ქნა?რომელი უნდა არჩიო?:)
მე გონებას ვირჩევხოლმე ;) ;) :) :) :) :)
არადა მეც:):):)
უბრალოდ მინდა რომ პირიქით იყოს:)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია