შოკოლადი შეიცავს კოფეინს, განსაკუთრებით კი შავი შოკოლადი, კაკაოს მარცვლები, რითაც შოკოლადს ამზადებენ გამდიდრებულია კოფეინით, აგრეთვე ყავაც, რომელიც დილით ენერგიას მატებს, სტიმულატორია, სიფხიზლეს გინარჩუნებთ დღის განამვლობაში. შავი შოკოლადის ჭამა არ არის მიზანშეწონილი ძილის წინ. მაგალითად ჰერშელის შავი შოკოლადი შეიცავს 30 გრამ კოფეინს, რაც არის 25_დან 38 პროცენტამდე კოფეინი, რასაც შეიცავს საშუალო ჭიქის ყავა. შოკოლადი ასევე შეიცავს თეობრომინს, რაც გულის აჩქარება იწვევს და დაძინებაც რთულია ამ დროს. ძილის წინ თუ ძალიან მოგინდათ შოკოლადი, შეგიძლიათ მიირთვათ თეთრი შოკოლადი.
საჭმლის მონელება ძილის დროს შენელებულია, მთელი დღისგან გადაღლილი სხეული ემზადება დასასვენებლად. ცხარე საჭმლის ჭამა თქვენს ძილს შეუშლის ხელს და შეიძლება რამოდენიმეჯერ გაგაღვიძოთ ღამით, დილით კიდე გამოუძინებლები იქნებით. ცხარე საჭმელი აგრეთვე სხეულს ტემპერატურას მატებს, რაც თქვენი ძილის ხარისხს ამცირებს.ზოგიერთი კვლევა ადასტურებს რომ იგი იწვევს კოშმარებს. ჩიკაგოს ჰოსპიტალის უნივერსიტეტის ფსიქიატრის Lisa Medalie_ს რჩევაა, რომ ძილის წინ 2,3 საათი არ მიირთვათ ცხარე საკვები.
ეს ბევრისთვის არაა გასაკვირი, კოფეინი ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციას, ხელს უწყოფს ადრენალინის გამოყოფას, რაც ენერგიას გმატებთ. ყავას ეფექტი აქვს მინიმუმ 15 წუთი, მაგრამ შეიძლება 1 საათიც ქონდეს. ნახევარი ფინჯანი ყავის კოფეინის განდევნას ორგანიზმიდან სჭირდება 6 საათი, დაძინებამდე 12 საათით ადრე თუ დალევთ ყავას ყველაზე კარგია. თუ ფიქრობთ რომ უკოფეინო ყავა უძილობისგან დაგიცავთ, ცდებით. ზოგი ადამიანი კოფეინზე განსაკუთრებით მგრძნობიარეა, მათ უკოფეინო ყავაც ძილს უტეხს. დაძინებამდე 6 საათით ადრე შეგიძლიათ მიირთვათ უკოფეინო ყავა, თუ თქვენ გჭირდებათ ენერგია საღამოთი, ეს არის საუკეთესო ვარიანტი. მაგრამ არსებობენ ადამიანები ვისზეც კოფეინი ნაკლებად მოქმედებს, ან პირიქით.
1_2 ჭიქა ღვინის დალევამ ღამით შესაძლოა მალე დაგაძინოთ, მაგრამ ასეთი ძილი არ არის დასვენება, კვლევამ აჩვენა რომ ნასვამზე ძილი იგივეა რომ გეღვიძოთ, ანუ ამ დროს ორგანიზმი ვერ ისვენებს. ალკოჰოლი არ აუმჯობესებს ძილის ხარისხს. კვლევებზე დაყრდნობით ჯანმრთელ ადამიანს ალკოჰოლი ეხმარება დაძინებაში, მაგრამ ძილის ფაზებს არღვევს, რამაც შეიძლება მეხსიერების პრობლემა შეუქმნას ადამიანს გაღვიძების მომენტიდან, სანამ ნორმალური ძილი არ აღდგება. რაც მეტ ალკოჰოლს სვავს ადამიანი ძილის წინ, მით უფრო მეტ ნეგატიურ ეფექტს იღებს. რეკომენდირებულია ალკოჰოლის მიღება დაძინებამდე 4_6 საათით ადრე.
პიცის ნაჭერი ან ჰამბურგერი შეიძლება მიირთვათ სადილზე, მაგრამ ცხიმიანი საჭმელი ძილის წინ ძალიან ცუდია. იგი ძილის ხარისხს ამცირებს. ვეტერინარების სამედიცინო ცენტრში ჩაატარეს ცდა ვირთხებზე, 8 კვირის განმავლობაში მათ კვებავდნენ ცხიმიანი საკვებით და აკვირდებოდნენ ძილზე გავლენას თუ იქონიებდა, შედეგებმა აჩვენა რომ ვირთხები რომლებიც ცხიმიანი საკვებით იკვებებოდნენ ჯანმრთელობა გაუარესდა. კვლევების თანახმად იგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორექსინის გამოყოფასთან, ტვინის ნაწილთან, რომელიც ძილს არეგულირებს. ორექსინი ნარკოლეფსიის გამოწვევის მთავარი მიზეზია. ვინც ცხიმიან საკვებს ჭამს, მათ დღის განმავლობაში ძილი ერევათ, ფსიქიატრი და პროფესორი Alexandros Vgontzas აღნიშნავს რომ ცხიმიანი საკვები ამცირებს პიროვნების მენტალურ სიფხიზლეს.
ზოგიერთი საკვები, როგორიცაა, რძე, კარაქი, ყველი შეიცავს ისეთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროტეინებს. წითელი ხორციც გამდიდრებულია პროტეინებით, რაც წონაში დაკლებას უწყობს ხელს, მაგრამ ხელს უშლის მშვიდ ძილს. წითელი ხორცი და პროტეინებით სავსე საკვების ჭამა ძილის წინ ანადგურებს საჭმლის მონელების სისტემას, იგი აგრეთვე შეიცავს ამინომჟავას. წითელი ხორცი აგრეთვე ცხიმიანობითაც გამოირჩევა.
ცომეულს ბევრი მთელი დღის განმავლობაში მიირთმევს. იგი მდიდარია ნახშირწყლებით, რაც მარტივი მოსანელებელია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რაც მარტივად შეიწოვება და სისხლში შაქრის რაოდენობას მატებს, რაც დიდი ხანი აღარ გაძინებთ. როცა სისხლში შაქრის დონე დაიწევს, თქვენ ჩვეულებრივად შეძლებთ დაძინებას. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, იგი ძილის ფაზების დარღვევას უწყობს ხელს და შეიძლება რაოდენიმეჯერ გაგაღვიძოთ ღამე.
ბოსტენული და ხილი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ არა ყველა მათგანი, განსაკუთრებით ძილის წინ. ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი ამის შესანიშნავი მაგალითია, ისინი შეიცავენ ამინომჟავებს და რთული მოსანელებელია, თუ ძილის წინ მიირთმევთ, შესაძლოა დიდი ხანი ვერ დაიძინოთ. სხვა ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ დღის განმავლობაში, ზოგიერთი ხილი მაგალითად ფორთოხალი და ჟოლოც რთული მოსანელებელია. პამიდორიც არ არის რეკომენდირებული ძილის წინ. მაგრამ რათქმა უნდა გამონაკლისებიცაა, ბანანის და ალუბლის ჭამა ძილის წინ კარგია, სალათის ფურცლების ჭამა ხელს უწყობს ტვინის რელაქსაციას.
ცდუნებაა გვიან ტკბილეულის ჭამა, ნამცხვარი, შოკოლადი, ან თუნდაც ნაყინი. ისინი ძილზე ცუდად მოქმედებენ, რადგან კალორიული არის და ენერგიას მატებს ადამიანს, ღამის ძილი მნიშვნელოვანია დასვენებისთვის, იგი არეგულირებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებმა რომ იმუშაონ დღის განმავლობაში, უძილო ღამეებმა სტრესის მომატება შეიძლება გამოიწვიოს. ტკბილეულობა იწვევს უძილობას, ამიტომ ძილის წინ არ არის რეკომენდირებული მისი მირთმევა.
თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ თქვენი საყვარელი საკვების მირთმევა დაძინებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ასე არ არის. აქ შეიძლება მოიაზრებოდეს ჩიფსები, ბურგერები და სხვა მრავალი. ისინი კავშირში არიან დიდ წონასთან, ღამით მათი ჭამა ხელს უწყობს მომატებას, ორგანიზმს უჭირს მისი გადამუშავება ძილის დროს. კვლევებმა აჩვენა რომ სწრაფი კვების პროდუქტები საზიანოა, განსაკუთრებით კი ძილის დროს.
წყალი ორგანიზმისთვის აუცილებელია, იგი არეგულირებს ტემპერატურას, მას ბევრი ფუნქცია აქვს. საშუალოდ დღეში ადამიანმა 2 ლიტრა წყალი უნდა დალიოს. მართალია საჭმლის მონელება ღამით ნელდება, მაგრამ არ წყდება. სითხის ბევრმა მიღებამ ძილის წინ შეიძლება ხშირად გაგაღვიძოთ ღამე. ბევრი წყლის სმა ხშირად ღამ-ღამობით შესაძლოა გამოიწვოს ძილის არევა და უძილობა დაგემართოთ.
გაზიანი სასმელი არაა რეკომენდირებული ძილის წინ რამოდენიმე მიზეზის გამო, ისინი შეიცავენ შაქარს, კოფეინს და სხვა ხელოვნურ ნივთიერებებს, რაც ძილის ფაზებს არღვევს. თუ მიირთმევთ საკვებს და დააყოლებთ შემდეგ გაზიან სასმელს, ნამდვილად გაგიჭირდებათ დაძინება. ჯობია რამოდენიმე საათი არ დალიოთ დაძინებამდე გაზიანი სასმელი.
წამლები არ არის საკვები, მაგრამ ამ სიაში მოხვდნენ რადგან ზოგი ადამიანი მოიხმარს მათ, არის მედიკამენტები რომლის დალევაც ძილის წინ არ არის კარგი, მათ შეიძლება ვერდითი მოვლენები ქონდეთ და უძილობა გამოიწვიოს. მედიცინაში დამტკიცებულია რომ ასთმის წამლები უძილობას იწვევს ზოგიერთი მათგანი შეიცავს ქიმიკატებს რომლების დაკავშირებულია კოფეინთან. გულის წამლებმაც შეიძლება გამოიწვიოს უძილობა და კოშმარები. სხვადასხვა წამლები შეიძლება შეიცავდეს ქიმიკატებს რაც დაძინებაში ხელს უშლის. შეიძლება ზოგიერთი დილით დალიოთ და ღამე მაინც არ დაგაძინოთ. საუკეთესო გზა ამ პრობლემას რომ გაუმკლავდეთ არის ექიმთან მისვლა, რომელიც შეგირჩევთ სწორად წამლებს.
ტეგები: chocolate, qwelly, კულინარია, საკვები, სასმელი, ყავა
მარიამ უშაქრო ყავა ცადე))) მე ცოტათი მაფხიზლებს))))
khatuna არადა ტკბილი ყავა რომ მიყვაარს :( უშაქრო არასდროს გამისინჯავს :D უნდა ვცადო იქნებ მართლა მიშველოს :))
khatuna zitanishvili_მ თქვა:
მარიამ უშაქრო ყავა ცადე))) მე ცოტათი მაფხიზლებს))))
BrOliKa ეხლავე თუ დალევ მოასწრებ, კი გავა რამოდენიმე საათი დაძინებამდე :)) მე კიდე ვაპირებ რამის ჭამას სანამ დავიძინებ, ჩემზე მგონი არ მოქმედებს ესენი :D
BrOliKa_მ თქვა:
მე ამ წუთას ცივი კოკაკოლა მომინდა :-((
გოგოებო მიირთვით რამდენიც გინდათ ძილში ხელი არ შეგვეშლება, გავსუქდებით :D ჰოდა კოკა-კოლა არ დალიოთ რა, მავნებელია :(
თათია ცოტა რო მოვიმატო, მაგას რა ჯობია :D ამ ბოლო დროს გაძლიერებულ კვებაზე გადამიყვანეს :D:D კოკა-კოლას არ დავლევთ, მაინც სხვა გაზიანი სასმელები უფრო მიყვარს :D
თათია_მ თქვა:
გოგოებო მიირთვით რამდენიც გინდათ ძილში ხელი არ შეგვეშლება, გავსუქდებით :D ჰოდა კოკა-კოლა არ დალიოთ რა, მავნებელია :(
ყავაზე რომ ვთქვი არ მოქმედებსო არ დაიჯეროოოთ, იმდღეს ღამის 2 საათზე დავლიე ცივი ყავა და მთელი ღამე გამათენებინა :(( ცხელი უნდა დამელია :D:D
მარიამ თუ გინდა მასტერკლასს ჩაგიტარებ,როგორ დაიძინო უშფოთველად
ნათია მაგ სიკეთეს თუ იზამ, თან წინაა ზაფხულის დახუთული უჰაერო ღამეები :D მაგრამ რატომღაც მეეჭვება ეგ მასტერკლასის გაკვეთილები იცოდე :D
natia_მ თქვა:
მარიამ თუ გინდა მასტერკლასს ჩაგიტარებ,როგორ დაიძინო უშფოთველად
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•