დღეს კიდე ჩამიტარეს უცნაური ტესტები რო გაიგონ გამოვდგები თუარა. ისევ იმ ადგილას ოღონთ სხვა გამოსაცდელი ოთახი იყო. კეთილმა ქალმა ჩამიტარა და იმან მითხრა რა ქვია. მე უთხარი როგორ იწერება რო მიხწეული წედეგების ანგარიწწი ჩავშერო. თემატური აპერცეპციის ტესტი. პირველი ორი სიტყვა არ ვიცი რას ნიშნავს მარა ტესტი ვიცი რა არის. ტესტი უნა ჩააბარო თორე ცუდი ნიშნები გექნება.
ტესტი ადვილი ჩანდა იმიტორო სურთებს ვხედავდი. ოღოთ ეხლა არ უნდოდა რო მეთქვა რა ჩანდა. მე უთხარი გუშინ ბერტს უნდოდა რო მეთქვა მელანწი რა არი. იმან მითხრა ეგ არაფერი ეს ტესტი სხვა რამეზეა. ეხა ამბები უნდა მოიგონო სურათებზე რო ხალხია იმათზე.
მე უთხარი იმათ ამბები როგორ უნა მოვყვე ვისაც არ ვიცნობ. იმან თქვა შარმოიდგინე მარა მე უთხარი ეგ ხო ტყუილის თქმა გამოვა. ტყუილებს აღარასოდეს აღარ ვიტყვი იმიტორო პატარა რო ვიყავი ვიტყუებოდი ხოლმე და მერე სუ მცემდენ. საფულეში ჩემი და ნორმას და ძია ჰერმანის სურათი მაქ იმან სამსახური მიშოვა დონერის საცხობში დამლაგებლათ სანამ მოკვტებოდა.
მე უთხარი თუგინდა მაგათზე მოგიყვები ამბებს იმიტორო ძია ჰერმანთან ერთად დითხან ვცხოვრობდი მარა იმ ქალს მაგათი ამბები არ უნდოდა. იმან თქვა რო ეს ტესტი და ის მეორე შაჰის ტესტი პიროვნების გასაგებათ არი. მე გავიცინე. უთხარი ეგ როგორ უნა გაიგო ქაღალდებზე დაღვრილი მელანით და იმ ხალხის ფოტოებით ვისაც არ იცნობ. ის კიდე გაბრაზდა და სურათები წაიღო. არ მენაღვლება.
მემგონი ეგ ტესტიც ვერ ჩავაბარე.
მერე ნახატები დაუხატე მარა ხატვა დიდათ არ მეხერხება. მერე მეორე გამომცდელი ბერტი მოვიდა. თეთრები ეცვა. მაგას ბერტ სელდენი ქვია და ბიჯმანის უნივერსიტეტის მეორე სართულზე სხვა ოთახში წამიყვანა კარზე რო ფსიქოლოგიის ლაბორატორია აშერია. ბერტმა თქვა ფსიქოლოგია გონებას ნიწნავს და ლაბორატორია ის ადგილია სადაც ექსპეარმინტებს აკეთებენ. მემეგონა იქ საღეჭ რეზინებს აკეთებდენ1 მარა მემგონი თავსატეხებს და თამაწებს აკეთებენ იმიტორო ეგენი გავაკეთეთ.
თავსატეხი კარქათ არ გამომივიდა იმიტორო სუ დამტვრეული იყო და ნახატები ერთმანეთწი ვერ ჯდებოდა. ერთი თამაში იყო ქაღალდი ზედ იყო ბევრი ხაზი და უჯრები და ერთ მხარეს "წასასვლელი" ეწერა მეორე მხარეს "გასასვლელი". იმან თქვა ეს ლაბირინთია და ფანქარი უნდა აიღო და წასასვლელი რო შერია გასასვლელი რო შერია იქამდე ისე უნდა იარო ხაზები არ გადაკვეთო.
ლაბირინთი ვერ გავიგე და ბევრი ქაღალდი გავაფუჭეთ. მერე ბერტმა თქვა მოიცა ახლა რარაცას გაჩვენებ წამო ექსპეარმინტულ ლაბორატორიაში იქნებ გაიგო. მე5ე სართულზე ავედით სხვა ოთახი იყო შიგნით იყო ბევრი გალიები და ბევრი ცხოველები მაიმუნები და თაგვები. ძველი ნაგვის სუნი ქონდა. სხვა ხალხიც იყო თეთრები ეცვათ ცხოველებს ეთამაშებოდნენ და ვიფიქრე ცხოველების მაღაზიაათქო მარა მყიდველები არ ჰყავდათ. ბერტმა თეთრითაგვი გალიიდან ამოიყვანა და მაჩვენა. იმან თქვა ეს არის ელჯერნონი და ამას ლაბირინთი ძაან კარქათ გამოსდის. მე უთხარი აბა მანახე როგორ შვება.
იმან ელჯერნონი დიდი მაგიდისავით ყუთში ჩასვა სუ წესახვევები და გამოსახვევები და კედლები ქონდა და იმ ქაღალდივით "შესასვლელი" და "გასასვლელი" ეშერა. მარა მაგიდას წუწა ეხურა და ბერტმა საათი ამოიღო და გამოსაშევი კარი გაშია და თქვა ელჯერნონ წავიდა და თაგვმა ორსამჯერ მიყნოსმოყნოსა და გაიქცა. ჯერ პირ და პირ მირბოდა მერე წინ რო ვეღარ მიდიოდა იქ დაბრუნდა საიდანაც დაიშყო და ერთი წუთი აგრე იდგა და ულვაშებს აცმაცუნებდა მერე სხვაგან გაუხვია და გაიქცა.
იმას გავდა რაც ბერტს უნდოდა მე რო გამეკეთებინა ოღონდ ქაღალდზე დამეხაზა. მე ვიცინოდი იმიტორო მეგონა რო თაგვისთვის ეგ ძნელი რაღაცა იყო. მარა ელჯერნონმა გააგრძელა სირბილი და სუ სწორ ადგილებში უხვევდა მერე იქ გამოვიდა სადაც გასასვლელი ეშერა და დაიშრიპინა. ბერტმა თქვა რო ესეიგი უხაროდა რო სწორათ გააკეთა.
მე ვთქვი ბიჭოს ეს რა ჭკვიანი თაგვია. ბერტმა მითხრა შეეჯიბრები ელკერნონს. მე უთხარი კი და იმან თქვა სხვანაირი ლაბრინთიც მაქ დაფაზე დახატული და ელეკტრო ჯოხი ფანქრის მაგივრათ. იმან თქვა ელჯერნონის ლაბირინთს გადავაკეთებ ისე რო ერთნაირი ყოს და ერთიდაიგივე რო აკეთოთ.
ფიცრები სუ გაწიგამოწია ელჯერნონის მაგიდაწი იმიტორო მოძრაობენ და სუ სხვანაირად შეგიძლია გადააკეთო. მერე შუშა დაახურა რო ელჯერნონი ვერ გადაახტებოდა კედლებს რო გამოსასვლელთან მისულიყო. მერე მე მომცა ელეკტრო ჯოხი და მანახა როგორ უნა დამედო და გამეყოლებინა ხაზებისთვის და არშეილებოდა რო ხაზისთვის მომეწორებინა უნა მივყოლოდი ხაზებს თორე დენი დამარტყავდა.
საათი ამოიღო და დამალვას ცთილობდა ამიტო ვეცადე რო არ შემეხედა იმისთვის და ვნერვიულობდი.
რო თქვა შავიდა ვეცადე წავსულიყავი მარა არ ვიცოდი საით უნა წავსულიყავი. გზა არვიცოდი. მერე მაგიდის ყუთიდან ელჯერნონის შრიპინი და ფხაკუნი გავიგე ალბათ უკვე დარბოდა. დავიწყე მოძრაობა მარა არასშორად მივდიოდი გავიჭედე და ცოტა დენმა დამარტყა თითებზე და წესასვლელთან დავბრუნდი მარა სხვა მხარეს რო მივდიოდი სუ ვიჭედებოდი და დენი მარტყავდა. მე მტკენია და არაფერი უბრალოთ ცოტა შევხტი და ბერტმა თქვა ეს იმისთვის რო ნახო რო არასწორეთ მიდიხარ. დაფის შუაში ვიყავი რო გავიგე რო ელჯერნონმა ისევ ბედნიერათ დაიწრიპინა და ესეიგი იმან მოიგო შეჯიბრი.
მერე კიდე ათ ჯერ რო შევეჯიბრეთ სუ ელჯერნონი იგებდა იმიტორო მე არ ვიცოდი სწორი ხაზები რო სადაც გასასვლელი ეწერა მივსულიყავი. არ მწყენია იმიტორო ელჯერნონს უყურე და ვისწავლე როგორ უნა გამოვიდე ლაბირინთიდან დიდი ხანიც რო დამჭირდეს.
მერავიცოდი თაგვები რო ეგეთი ჭკვიანები არიან.
1. სიტყვების თამაშია - "Spearmint" - საღეჭი რეზინი, რომელსაც ამერიკული კომპანია "რიგლი" 1893 წლიდან დღმდე აწარმოებს.
ტეგები: Qwelly, ელჯერნონი, კიზი, ლიტერატურა, ნოველა, ფანტასტიკა, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•