რენტგენული ასტრონომია არის დაკვირვებითი ასტრონომის მიმართულება, რომელიც სწავლობს ციური ობიექტების მიერ გამოსხივებულ რენტგენის სხივებს. კოსმოსური ობიექტების უმრავლესობა რენტგენის სხივების წყაროს წარმოადგენს. ესენია აქტიური გალაქტიკები, ორმაგი ვარსკვლავები, შავი ხვრელების მახლობლად არსებული მატერია, ნეიტრონული ვარსკვლავები, პულსარები, ჩვეულებრივი და ზეახალი ვარსკვლავები, მათი ნარჩენები და სხვ.
რენტგენის სხივების ემისია დამახასიათებელია მხოლოდ იმ ობიექტებისთვის, რომლებიც შეიცავენ ძალიან მაღალი ტემპერატურის, ასეულობით მილიონი გრადუსის მქონე აირს. პირველად რენტგენის სხივების წყარო მოულოდნელად იქნა აღმოჩენილი ღრიანკალის თანავარსკვლავედში, რომელიც მდებარეობს ირმის ნახტომის ცენტრის მიმართულებით. ამ ობიექტის გამოსხივება რენტგენულ დიაპაზონში ოპტიკურზე ათიათასჯერ მეტია, ხოლო მის მიერ ენერგის კარგვა ასიათასჯერ აღემატება მზისას. ამ აღმოჩენისთვის მის ავტორს – რიკარდო ჯიაკონის (Riccardo Giacconi, 1931), 2002 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში.
დღესდღეობით დამზერილია რენტგენის გამოსხივების მრავალი ათასი წყარო.
რენტგენის გამოსხივების წყაროა ჩვენი მზეც. ამის შესახებ იხილეთ გამა-ასტრონომია.
რენტგენის გამოსხივების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მისთვის დამახასიათებელი მაღალი ენერგიის გამო კოსმოსურ სივრცეში გავრცელებისას რენტგენის სხივების ტრაექტორია ნაკლებად მრუდება. მაშასადამე, სხივების ტრაექტორის მიხედვით, შესაძლებელია რენტგენის გამოსხივების წყაროს მდებარეობის განსაზღვრა ცაზე. ამგვარად, რენტგენის გამოსხივება შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების "დანახვის" საშუალებას იძლევა.
დედამიწის ატმოსფერო შთანთქავს რენტგენის სხივებს, ამიტომ მათი რეგისტრაცისთვის აპარატურა დიდ სიმაღლეზე უნდა იყოს ატანილი, ან გატანილ იქნას კოსმოსში. წარსულში ასეთ აპარატურას აეროსტატებსა და რაკეტებზე განათავსებდნენ. ამჟამად რენტგენული ასტრონომია კოსმოსური კვლევების შემადგენელი ნაწილია და შესაბამისი დეტექტორები ხელოვნურ თანამგზავრებზეა დამონტაჟებული.
დეტექტორები თავსდებოდა რაკეტების წვეროზე და იგზავნებოდა კოსმოსში. ამ მეთოდის ნაკლი იყო მხედველობის არის შეზღუდულობა და ექსპოზიციის მცირე დრო - მხოლოდ რამდენიმე წუთი.
პირველად რენტგენის სხივები ციური ობიექტებიდან რეგისტრირებული იქნა 1962 წელს, სურათზე გამოსახული მოწყობილობით, რომელიც რაკეტაზე Aerobee 150 იყო დამონტაჟებული |
აეროსტატების საშუალებით სამეცნიერო აპარატურა ააქვთ 35 კმ სიმაღლემდე და იქ რამდენიმე თვის განმავლობაში ამუშავებენ.. ასეთი სიმაღლის მიუხედავად 335 კევ-ზე ნაკლები ენერგის რენტგენის სხივები აეროსტატამდე ვერ აღწევს.
აეროსტატი მაღალი გარჩევისუნარიანი სპექტრომეტრით HIREGS (High REsolution Gamma-ray and hard x-ray Spectrometer) სამხრეთ პოლუსის გარშემო ორი თვის განმავლობაში დაფრინავდა. |
ხელოვნურ თანამგზავრებს დეტექტორები დედამიწის ატმოსფეროს გარეთ აქვთ დანადგარების ექსპლუატაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობს.
ESA-ს რენტგენული ობსერვატორია XMM-Newton (X-ray Multi-Mirror Mission) კოსმოსში ფუნქციონირებს 1999 წლიდან |
ამჟამად ორბიტაზე იმყოფება NASA-ს თანამგზავრი Chandra, ESA-ს რენტგენული ობსერვატორია XMM-Newton და სხვ.
ლიტერატურა: "ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის კვლევის საგანი და მეთოდები"
მ. გიგოლაშვილი, მ. გოგბერაშვილი, ნ. როინიშვილი
თბილისი, 2015
იხილეთ ასევე:
ტეგები: Qwelly, ასტრონომია, გრავიტაცია, ეს_საინტერესოა, რენტგენი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•