ამ(სალოცავის) მოედანზე ვიცი ერთი ადგილი,სადაც კაცებიც კი ვერ მიდიან,მარტო ბალღებს მიგვესვლებოდა და სწორედ იმ ადგილას აღმოვაჩინე ბავშვობაში ჩემი უცნაური შესაძლებლობა:თუ იმ 

ადგილას მუხლმოდრეკილი ვილოცებდი,იმ ღამეს სიზმარში ვნახულობდი,რაც შემდეგ დღეს უნდა მომხდარიყო.ტავიდან მართობდა ეს აღმოჩენა,მაგრამ მერე ისე დავიტანჯე,ახლოს აღარ ვეკარებოდი იმ ადგილს.საშინელება არის,როცა წინასწარ იცი,რაც მოხდება.ეს ისეთი დამღლელი და დამთრგუნველი გრძნობაა, ცხოვრების ხალისს გაკარგვინებს...ამიტომაც ვერიდებოდი ამ ადგილს და მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ გამოვიყენე,როცა წამოვიზარდე. ორივეჯერ ‘’ბაკურციხელი ხევსურის’’ გადაღებაზე ვილოცე იქ.მაინცდამაინც იმ ზამთარს არ მოვიდა თოვლი და გადაღებისთვის აუცილებელი იყო თოვლი.მე წავიღე სანთლები,ხავიწის ქადები და ვილოცე.იმ ღამეს დიდი თოვლი მოვიდა.ეს ამბავი ჩემი კინოს მონაწილეებმა შემთხვევითობას მიაწერეს და დამცინოდნენ კიდეც.გაძაფხულის პირი იდგა და თოვლი მალე აშრა,ჩვენ კი ფინალის სცენა დაგვრჩა გადასაღები.მთელი გუდამაყარი და ხევსურეთი შემოვიარეთ,რომ სადმე,სოფელთან შემორჩენილი თოვლი გვენახა.ყველგან მწვანე ბალახი ბიბინებდა.
–აბა,ეხლაც სთხოვე ღმერთს და მოგიყვანოს თოვლი,ტყუილებით რო აგვიკელი! – ირონიით მითხრა ოპერატორმა,როცა ხევსურეთის ყელზა მაღალ სოფელში ავედით და იქაც მწვანე ბალახი დაგვხვდა.
–კარგი.წავიდეთ!–ვთქვი დარწმუნებულმა და წამოვედით გუდამაყარში.
ახალი ჩოხი დაბლა,არაგვის ჭალაზეა.იქ ცხოვრობდა მაშინ დედაჩემი.გამოვაცხობინე ხავიწის ქადები,ჩამოვახვიეთ სამი სანთელი და შევუყევი აღმართს.
–ნახევარ მეტრზე მეტი არ გვინდა–თქო!–შემომძახოდა სიცილით აივანზე გადმომდგარი ოპერატორი.
–იქნებ ცოტა შაქარიც გამოურიოს!–მომაძახა ვიღაცამ
–ფქვილიც,ფქვილიც!
–ღომის ღერღილი უკეთესია!
სანამ გორას მოვეფარებოდი,მანამდე მეძახდნენ და დამცინოდნენ.
ავედი იმ ადგილზე.
ავანთე სანთლები.
ჯვარედინად დავსერე ხავიწის ქადები და დავიწყე ლოცვა.ისეთი რწმენით ვთხოვდი ღმერთს თოვლს.ისე ვევედრებოდი,რომ მისი სიყვარულით და იმედით მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა.
ვერც კი შევამჩნიე,როგორ ჩამოწვა ნისლი ჩემს გარშემო და მთელს ხეობაში.თოვლის ფიფქი ჯერ სანთლის ალს დაეცა და აშიშინდა,მერე ხელზე დამეცა,მერე შუბლზე,მერე იმხელა ფანტელები წამოუშინა,უცებ გადათეთრდა მიდამო.შეშინებული წამოვდექი,ხელში ანთებული სანთლები მეჭირა და ვკანკალებდი,ფეხის გადადგმას ვეღარ ვბედავდი.ძალა მოვიკრიბე,სანთლები ქვაში გამოთლილ ჯვარს მივაკარი და სახლისკენ დავეშვი სირბილით.
სახლშიც შეშინებულები დამხვდნენ.
–ვაა, ო! ვააა, ტო!– მარტო ამ ორ სიტყვას გაიძახოდა ოპერატორი.
გარეთ ხელისგულისტოლა თოვლის ფანტელებს ბარდნიდა ზეცა.
–ვაა,ოო,ეს რა ქნა?!როგორც იქნა,დაამატა თავის ორ სიტყვას კიდევ ორი სიტყვა ოპერატორმა.
დაბინდებამდე მუხლამდე მოვიდა თოვლი და კიდევ ხვავრიელად ბარდნიდა.
საღამოთი დედაჩემმა დამიმარტოხელა და გაფითრებული სახით მითხრა:
–შვილო,მე ვიცი,რომმართლა შეგისრულა ღმერთმა თხოვნა,მაგრამ ხო შენი დედა ვარ,მეც შემისრულე ერთი თხოვნა,აღარასოდეს აღარ მიხვიდე იმ ადგილზე და არაფერი სთხოვო ღმერთს.
–რატომ დედი?!
–იმიტომ რომ ღმერთი დიდია და შენ სურვილზე არ უნდა ატარო.ღმერთს თავისი წესი და რიგი აქვს.
–მე ხომ კეთილი საქმე ვთხოვე?
–შენთვის რაც კეთილია,სხვისთვის რომ არ არის კეთილი,შვილო?აბა,რა იყო ეხლა ამ თოვლის მოსვლა:რამდენი ყვავილი ჩაჭკნება შიგ,რამდენ მწერს გაუმწარდება ცხოვრება,რამდენი კიდევ სხვა რამე აირია ამ თოვლის მოსვლით.გთხოვ,შვილო,აღარასოდეს მიხვიდე იმ ადგიზე.

ტეგები: Literature, Qwelly, grani, nika, გოდერძი, ფრაგმენტები, ქართული, ჩოხელი, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 271

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters