ფსიქოქირურგია |ფსიქიკური აშლილობების ნეიროქირურგიული მკურნალობა | ფსიქოლოგია | მეცნეირება | ფსიქოლოგიური მკურნალობა | ფსიქოთერაპია

   ფსიქიკური აშლილობების ნეიროქირურგიული მკურნალობა. პროცედურების ისტორია ფსიქოქირურგია ეწოდება ნეიროქირურგიულ პროცედურებს ანუ ოპერაციებს თავის ტვინის ბირთვებსა ან თეთრ ნივთიერებაზე, ფსიქიკური აშლილობის სიმპტომების მოდიფიცირების მიზნით. ფსიქოქირურგიას საფუძველი ჩაეყარა 1936 წელს, როცა მონიშმა შუბლის წილის თეთრ ნივთიერებაში ინტენსიური განაკვეთი გააკეთა (ფრონტალური ლეიკოტომია).

   ამ ოპერაციის მოდიფიცირება 1942 წელს მოხდა , როდესაც შუბლის წილში, ლატერალური ხვრელიდან ბურღით პატარა ზომის კორონარული ნაჭდევი გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ შესრულებული ე.წ. "სტანდარტული ლეიკოტომია" შორს იყო სტანდარტულისგან და არასასურველი გვერდითი მოქმედებებიც ახლდა, ამ პროცედურამ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში მაინც ფართო გამოყენება ჰპოვა. ენთუზიაზმს ასაზრდოვებდა პაციენტების საწყის ეტაპზე გაუმჯობესება, მაგრამ მატულობდა მონაცემებიც არასასურველი ეფექტის ინტელექტის დაქვეითების, ემოციური ლაბილობის, აპათიის, განმუხრუჭების, შეუკავებლობის, სიმსუქნისა და ეპილეფსიის შესახებ. სწორედ ამიტომ დაიწყო კვლევები, რომ დანერგილიყო შედარებით უფრო ნაკლები გვერდითი მოქმედებისა და ასეთივე ეფექტის მქონე მცირე ოპერაციები.

   გარკვეულ პროგრესს სტერეოტაქსიული ტექნიკის დანერგვა წარმოადგენდა. თუმცა, ფარმაკოლოგიის წინსვლამ შესაძლებელი გახადა ისეთი მდგომარეობების მკურნალობა, რომლის დროსაც ქირურგიული ჩარევა აუცილებელი იყო. თანამედროვე მიდგომა ტერმინი "ფსიქოქირურგია" შეიცვალა ფრაზით "ნეიროქირურგია ფსიქიკური აშლილობებისთვის". ტერმინოლოგიის ასეთი ცვლილება ხაზს უსვამს იმას, რომ: წ გამოყენებული ტექნიკით ლოკალურად სპეციფიკურ ცერებრულ უბანზე მოქმედებენ; წ ხდება მხოლოდ სპეციფიკური ფსიქიკური აშლილობების (რეზისტენტული დეპრესია და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა) და არა პირველადი ქცევითი დარღვევების მკურნალობა ჩვენებები ბრიტანეთში ფსიქიკური აშლილობების ნეიროქირურგიის ჩვენებები შემოიფარგლება მხოლოდ ქრონიკული, მკურნალობისადმი რეზისტენტული, უნარშემზღუდავი მძიმე დეპრესიითა და ობსესიურ-კომპულსური აშლილობით. ნეიროქირურგია არ არის ნაჩვენები თავის ტვინის ორგანული დაზიანებითა ან ზოგადი განვითარების დარღვევებით გამოწვეული მდგომარეობების დროს.

   ოპერაციის ტიპები დღეისთვის ძველი "ბრმა" ოპერაციები შეიცვალა სტერეოტაქსიული პროცედურებით, რომლებიც უფრო მცირე და ზუსტი დაზიანების საშუალებას იძლევა ბრიტანეთში ამჟამად წინა კაფსულოტომია და წინა ცინგულოტომია გამოიყენება. დაზიანება ხდება თერმოკოაგულაციითა ან გამა რადიაციით ("გამა დანა") და ბილატერალურად კეთდება. ეფექტურობა კონტროლირებადი კვლევების არარსებობის პირობებში შეფასება ხდება ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე. ფსიქიატრიის სამეფო კოლეჯის მონაცემების მიხედვით, მძიმე დეპრესიის შემთხვევებში აშკარა გაუმჯობესების სიხშირე 63%, ხოლო ობსესიურ-კომპულსური აშლილობების დროს 58% იყო გვერდითი ეფექტები თანამედროვე პროცედურებს მძიმე გვერდითი მოქმედებები იშვიათად ახლავს. ოპერაციის შემდეგ ხშირია თავის ტკივილი და გულისრევა, კონფუზია უვითარდება პაციენტთა 10%-ს. ასეთი გვერდითი მოქმედებები შეიძლება ალაგდეს რამდენიმე დღეში, მაგრამ შესაძლოა ერთ თვემდეც გაგრძელდეს.

   მოგვიანებით განვითარებული კოგნიტური დაქვეითება არ გვხვდება კლინიკური გამოყენება ფსიქიკური აშლილობების დროს ნეიროქირურგიული პროცედურები არ გამოიყენება, თუ რამდენიმეწლიანი ენერგიული მულტიმოდალური მკურნალობები მოსინჯული არაა. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემდეგაა შესაძლებელი ოპერაციული ჩარევა. ბრიტანეთში ყოველწლიურად 20- მდე ფსიქოქირურგიული ოპერაცია ტარდება, რაც 1980_იან წლებში ჩატარებული ოპერაციების 1/4-ს შეადგენს. ქირურგიული მკურნალობის საკითხი უნდა დადგეს მხოლოდ ქრონიკული, რეზისტენტული ობსესიური აშლილობებისა ეთიკური საკითხები ფსიქოქირურგიასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები განხილულია მერსკის შრომაში. თავის ტვინი განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანოა, თუმცა მასზე ოპერაციის განხორციელება მაგ., სიმსივნის შემთხვევაში, ეთიკურად დასაშვებია (ცხადია, თუ პაციენტი თანახმაა). ფსიქოქირურგიის დროს, საქმე სხვაგვარადაა, რადგან ამ შემთხვევაში არადაავადებული ქსოვილი ზიანდება. ფსიქოქირურგიის პრაქტიკული პრობლემები (რითაც ის განირჩევა ეკთ-სგან) შემდეგია:

  • რანდომიზებული კვლევების სიმცირე, რომლებიც დაამტკიცებდა ოპერაციის ეფექტურობას;
  • პროცედურის შეუქცევადობა;
  • ზოგიერთი გვერდითი მოქმედების პოტენციურად სერიოზული ბუნება.

აქედან გამომდინარე, ეთიკის თვალსაზრისით, დასაშვებია ფსიქოქირურგიის ჩატარება იმ ქმედუნარიანი პაციენტისთვის, რომელსაც შეუძლია სრული ინფორმირებული თანხმობის მოცემა. ქმედუნარიანობის დადგენაც, რა თქმა უნდა, ქრონიკული მძიმე გუნებ-განწყობის აშლილობის არსებობისას, რთულია. ბრიტანეთში, 1983 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტის 57-ე ნაწილის შესაბამისად, აუცილებელია, რომ:

  • პაციენტისგან მივიღოთ სრული ინფორმირებული თანხმობა;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტის კომისიის მიერ დანიშნულმა მულტიდისციპლინურმა კომისიამ დაადასტუროს, რომ პაციენტის თანხმობა ძალაშია;
  • ექიმმა მულტიდისციპლინური კომისიის წინაშე დაადასტუროს, რომ მკურნალობა საჭიროა.

ექიმმა წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია 2 ადამიანთან, რომელთაგან ერთი შეიძლება იყოს მედდა, მეორე მედდა ან ექიმი, რომლებიც მონაწილეობენ პაციენტის მკურნალობაში.

ნახვა: 751

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters